„საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება

მიღების თარიღი 26.01.2023
ძალაში შესვლა 30.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №25-24
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016830 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 11/08/2025
5,051 სიტყვა · ~25 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.01.2023 მიღება
30.07.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ საქართველოს   მთავრობის სახელით 96% 01.04.2012 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 96% 04.02.2021 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 13.11.2015 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ საქართველოს მთავრობის                 სახელით         ხელმოწერილია 94% 01.03.2017 "საქართველოს მთავრობასა და ომანის სასულთნოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმება საქართველოს მთავრობის სახელით 94% 04.12.2023

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ საქართველოს მთავრობა („საქართველო“) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობა („გაერთიანებული სამეფო“), შემდგომში „ხელშემკვრელი მხარეები“; წარმოადგენენ რა „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციის მხარეებს, რომელიც ხელმოსაწერად გაიხსნა ჩიკაგოში, 1944 წლის 7 დეკემბერს; აქვთ რა სურვილი გააფორმონ აღნიშნული კონვენციის დამატებითი შეთანხმება თავიანთ შესაბამის ტერიტორიებს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწესების მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 განსაზღვრებები წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, თუ კონტექსტი სხვაგვარ განსაზღვრებას  არ მოითხოვს, „საავიაციო ორგანო“ – საქართველოს შემთხვევაში ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ხოლო გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაში ნიშნავს  ტრანსპორტის მინისტრს და, მე-7 მუხლის (ტარიფები) მიზნებისთვის – სამოქალაქო საავიაციო ორგანოს,  ან, ორივეს შემთხვევაში, ნებისმიერ პირს ან ორგანოს, რომელსაც შეიძლება დაეკისროს ნებისმიერი ის ფუნქცია, რომელსაც მოცემულ მომენტში ასრულებს ზემოაღნიშნული ორგანო, ან მსგავსი ფუნქციები; „წინამდებარე შეთანხმება“ მოიცავს დანართს და მასში ან წინამდებარე შეთანხმებაში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებას; „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი“ ნიშნავს ავიასაწარმოსათვის გაცემულ დოკუმენტს, რომელიც ასაბუთებს, რომ აღნიშნულ ავიასაწარმოს გააჩნია პროფესიონალური და ორგანიზაციული შესაძლებლობა უზრუნველყოს საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ექსპლუატაცია სერტიფიკატში მითითებული საავიაციო საქმიანობისთვის; ტერმინებს „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა“, „ავიასაწარმო“ და „გაჩერება არაკომერციული მიზნებით“ გააჩნია ჩიკაგოს კონვენციის 96-ე მუხლით განსაზღვრული შესაბამისი მნიშვნელობები; „დანიშნული ავიასაწარმო“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის (დანიშვნა და უფლებამოსილების მინიჭება) შესაბამისად დანიშნულ ავიასაწარმოს; „ჩიკაგოს კონვენცია“ ნიშნავს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოში, 1944 წლის 7 დეკემბერს ხელმოსაწერად გახსნილ კონვენციას, და მოიცავს: (i) მის ნებისმიერ, ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ რატიფიცირებულ ცვლილებას; და (ii) ამ კონვენციის  90–ე მუხლის თანახმად მიღებულ მის ნებისმიერ დანართს ან  ცვლილებას, თუ ეს ცვლილება ან დანართი ნებისმიერ დროს მოქმედებს ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის; „ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“ ნიშნავს სახელმწიფოს, რომელიც ამჟამად ან მომავალში იქნება „ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების“ მხარე; “ICAO” ნიშნავს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას; “ტარიფები” ნიშნავს მგზავრების, ბარგისა და ტვირთის ტრანსპორტირებისთვის დადგენილ ფასებს და ამ ფასების გამოყენების პირობებს, სააგენტოსა და სხვა დამატებითი მომსახურებებისთვის დადგენილი ფასისა და შეთავაზებული პირობების ჩათვლით, საფოსტო გადაზიდვის ფასისა და საფოსტო გადაზიდვის პირობების გარდა; ტერმინს „ტერიტორია“ სახელმწიფოსთან  მიმართებაში აქვს ჩიკაგოს კონვენციის  მე–2  მუხლით მინიჭებული  მნიშვნელობა; „მომხმარებლის გადასახდელი“ ნიშნავს კომპეტენტური ორგანოს მიერ ან მისი ნებართვით, ავიასაწარმოსთვის დაწესებულ გადასახდელს საჰაერო ხომალდის, მისი ეკიპაჟის, მგზავრებისა და ტვირთის აეროპორტის ქონებით ან ინფრასტრუქტურით ან სანავიგაციო საშუალებებით (მათ შორის, გადაფრენის საშუალებებით) ან შესაბამისი მომსახურებებითა და პირობებით უზრუნველყოფისთვის;  „შეთანხმებული ავიახაზები“ და „დადგენილი მარშრუტები“ გამოიყენება წინამდებარე შეთანხმების მე-3(2) მუხლში ამ ტერმინებისთვის მინიჭებული მნიშვნელობით. მუხლი 2🔗 ჩიკაგოს კონვენციის გამოყენება წინამდებარე შეთანხმების დებულებები ექვემდებარება ჩიკაგოს კონვენციის დებულებებს, თუ აღნიშნული დებულებები ვრცელდება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაზე. მუხლი 3🔗 უფლებათა მინიჭება თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს ანიჭებს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებულ შემდეგ უფლებებს: უფლებას, განახორციელოს მის ტერიტორიაზე გადაფრენა დაჯდომის გარეშე; უფლებას, განახორციელოს დაჯდომა არაკომერციული მიზნებით მის ტერიტორიაზე. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს  ანიჭებს უფლებებს, საერთაშორისო ავიახაზების ექსპლუატაციის მიზნებისთვის, იმ მარშრუტებით, რომლებიც მოცემულია წინამდებარე შეთანხმებისთვის თანდართული განრიგის შესაბამის სექციაში. აღნიშნული ავიახაზები და მარშრუტები შემდგომში  მოხსენიებულ იქნება, როგორც „შეთანხმებული ავიახაზები“ და ,,დადგენილი მარშრუტები“. დადგენილი მარშრუტით შეთანხმებული ხაზის ექსპლუატაციისას, ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო, ან ავიასაწარმოები, ამ მუხლის (1) პუნქტში მითითებული უფლებების გარდა, ისარგებლებენ უფლებით განახორციელონ დაჯდომა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის იმ პუნქტებში, რომლებიც განსაზღვრულია შეთანხმების მარშრუტების განრიგში,  აიყვანოს მგზავრები ბორტზე ან/და გადმოსხას, ტვირთის (ფოსტის ჩათვლით) ჩატვირთვის ან  გადმოტვირთვის მიზნით. თუ შეიარაღებული კონფლიქტის, პოლიტიკური არეულობის ან პროცესების, ან განსაკუთრებული და უჩვეულო გარემოებების გამო, ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს არ შეუძლია ჩვეულებრივი მარშრუტით განახორციელოს ხაზის ექსპლუატაცია, მეორე ხელშემკვრელი მხარე მაქსიმალურად ეცდება ხელი შეუწყოს ხაზის უწყვეტად ექსპლუატაციას მარშრუტების დროებითი გადაჯგუფების  მეშვეობით. მუხლი 4🔗 ავიასაწარმოს დანიშვნა და უფლებამოსილების მინიჭება თითოეულ დადგენილ მარშრუტზე შეთანხმებული ავიახაზების ექსპლუატაციის მიზნით, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს დანიშნოს ავიასაწარმოები და გააუქმოს ან შეცვალოს ამგვარი დანიშვნები. ამგვარი დანიშვნები მეორე ხელშემკვრელ მხარეს წარედგინება წერილობითი ფორმით. საწარმოს დანიშვნის შესახებ შეტყობინებებისა და დანიშნული ავიასაწარმოს განაცხადების მიღებისთანავე, რომლებიც წარდგენილია ექსპლუატაციის ლიცენზიისა და ტექნიკური ნებართვების მისაღებად დადგენილი ფორმითა და წესით, მეორე ხელშემკვრელი მხარე შეუფერხებლად გასცემს ექსპლუატაციის შესაბამის ლიცენზიებსა  და ნებართვებს, იმ პირობით თუ: გაერთიანებული სამეფოს მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში: ავიასაწარმო დაფუძნებულია გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე და ლიცენზირებულია გაერთიანებული სამეფოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; და ავიასაწარმოს ფაქტობრივ ნორმატიულ კონტროლს ახორციელებს და უზრუნველყოფს ის სახელმწიფო, რომელიც პასუხისმგებელია საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემაზე, ხოლო დანიშვნის შესახებ შეტყობინებაში მკაფიოდაა მითითებული შესაბამისი საავიაციო ორგანო; და უშუალოდ ავიასაწარმოს,  ან მისი აქციების საკონტროლო პაკეტს ფლობს, და მის ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებს გაერთიანებული სამეფო და/ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და/ან ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი სახელმწიფოები და/ან ამ სახელმწიფოთა მოქალაქეები; და საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში: ავიასაწარმო დაფუძნებულია საქართველოს ტერიტორიაზე და ლიცენზირებულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; და ავიასაწარმოს ფაქტობრივ ნორმატიულ კონტროლს ახორციელებს და უზრუნველყოფს ის სახელმწიფო, რომელიც პასუხისმგებელია საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემაზე, ხოლო დანიშვნის შესახებ შეტყობინებაში მკაფიოდაა მითითებული შესაბამისი საავიაციო ორგანო; და უშუალოდ ავიასაწარმოს  ან მისი აქციების საკონტროლო პაკეტს ფლობს, და მის ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებს საქართველო და/ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და/ან ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი სახელმწიფოები და/ან ამ სახელმწიფოთა მოქალაქეები; და დანიშნული ავიასაწარმო პასუხობს იმ კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილ მოთხოვნებს, რომლებიც, როგორც წესი, გამოიყენება საერთაშორისო ავიახაზების ექსპლუატაციისას იმ ხელშემკვრელი მხარის მიერ, რომელიც განიხილავს განაცხადს ან განაცხადებს. დანიშვნისა და ნებართვის მინიჭების შემდეგ, ავიასაწარმოს შეუძლია დაიწყოს შეთანხმებული ავიახაზების ექსპლუატაცია, იმ პირობით, თუ ავიასაწარმო პასუხობს წინამდებარე შეთანხმების შესაბამის დებულებებს. მუხლი 5🔗 საექსპლუატაციო ნებართვის  გაუქმება ან შეჩერება თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს გააუქმოს, შეაჩეროს ან შეზღუდოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს საექსპლუატაციო ან ტექნიკური ნებართვა: თუ გაერთიანებული სამეფოს მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში: ავიასაწარმო არ არის დაფუძნებული გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე, ან არ არის ლიცენზირებული გაერთიანებული სამეფოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ან ავიასაწარმოს ფაქტობრივ ნორმატიულ კონტროლს არ ახორციელებს, ან არ უზრუნველყოფს ის სახელმწიფო, რომელიც პასუხისმგებელია საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემაზე, ან დანიშვნის შესახებ შეტყობინებაში მკაფიოდ არაა მითითებული შესაბამისი საავიაციო ორგანო; ან უშუალოდ ავიასაწარმოს  ან მისი აქციების საკონტროლო პაკეტს არ ფლობს, და მის ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებს გაერთიანებული სამეფო და/ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და/ან ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი სახელმწიფოები და/ან ამ სახელმწიფოთა მოქალაქეები; ან საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში: ავიასაწარმო არ არის დაფუძნებული საქართველოს ტერიტორიაზე, ან არ არის ლიცენზირებული საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ან ავიასაწარმოს ფაქტობრივ ნორმატიულ კონტროლს არ ახორციელებს, ან არ უზრუნველყოფს ის სახელმწიფო, რომელიც პასუხისმგებელია საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემაზე ან დანიშვნის შესახებ შეტყობინებაში მკაფიოდ არაა მითითებული შესაბამისი საავიაციო ორგანო; ან უშუალოდ ავიასაწარმოს  ან მისი აქციების საკონტროლო პაკეტს არ ფლობს, და მის ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებს საქართველო და/ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და/ან ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი სახელმწიფოები და/ან ამ სახელმწიფოთა მოქალაქეები; თუ ავიასაწარმო ვერ ასრულებს იმ კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებს, რომლებსაც, როგორც წესი, და გონივრულ საფუძველზე იყენებს აღნიშნული უფლებების მიმნიჭებელი ხელშემკვრელი მხარე; ან თუ ავიასაწარმო სხვაგვარად ვერ უზრუნველყოფს ხაზის ექსპლუატაციას წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად; ან თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე მიიჩნევს (თუ წინამდებარე შეთანხმების მე-6 მუხლის (სამართლიანი კონკურენცია) მე-9 პუნქტით გათვალისწინებული კონსულტაციების შედეგად ვერ მოხერხდა საკითხის დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტა), რომ წინამდებარე შეთანხმების მე-6 მუხლის (სამართლიანი კონკურენცია) დებულებები არ შესრულებულა; ან თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე მიიჩნევს, რომ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ ან ავიასაწარმომ ვერ შეასრულა წინამდებარე შეთანხმების მე-9 მუხლის (საავიაციო უშიშროება) რომელიმე დებულება; ან თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების განმტკიცების ინტერესები ამართლებს ამგვარ ქმედებას; ან იმ შემთხვევაში თუ მეორე ხელშემკვრელი ვერ შეძლებს სათანადო ზომების გატარებას უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, წინამდებარე შეთანხმების მე-10 მუხლის (უსაფრთხოება) მე-2 პუნქტის შესაბამისად; ან წინამდებარე შეთანხმების მე-10 მუხლის (უსაფრთხოება) მე-6 პუნქტის შესაბამისად. თუ წინამდებარე მუხლის (1) პუნქტში მითითებული პირობების დაუყოვნებლივ გაუქმება, შეჩერება ან მათი შესრულების მოთხოვნა აუცილებელი არ არის კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შემდგომი დარღვევების თავიდან ასაცილებლად, ამგვარი უფლება განხორციელდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ მხარესთან კონსულტაციის შემდეგ. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, რომელიც ახორციელებს წინამდებარე მუხლის (1) პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს, დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს საექსპლუატაციო ნებართვის ან ტექნიკური ნებართვის გაცემაზე უარის, მათი მოქმედების შეჩერების ან შეზღუდვის მიზეზების შესახებ. წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებისას, ხელშემკვრელი მხარეები არ მოახდენენ ავიასაწარმოებს შორის დისკრიმინაციას მოქალაქეობის ნიშნით. წინამდებარე მუხლი არ ზღუდავს თითოეული ხელშემკვრელი მხარის უფლებას გააუქმოს, შეაჩეროს ან შეზღუდოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საექსპლუატაციო ნებართვა ან ტექნიკური ნებართვა წინამდებარე შეთანხმების მე-9 მუხლის (საავიაციო უშიშროება) დებულებათა შესაბამისად. მუხლი 6🔗 სამართლიანი კონკურენცია დადგენილ მარშრუტებზე შეთანხმებული ავიახაზების ექსპლუატირებისას ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს ექნებათ სამართლიანი და თანაბარი კონკურენციის შესაძლებლობები. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს უფლებას აძლევს, დადგენილი მარშრუტებით შეთანხმებული ავიახაზების ექსპლუატირებისას, დამოუკიდებლად განსაზღვროს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის სიხშირე და ტევადობა. ამ უფლების შესაბამისად, არც ერთი ხელშემკვრელი მხარე ცალმხრივად არ ზღუდავს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ ექსპლუატირებულ ავიახაზებზე განხორციელებული საჰაერო ტრანსპორტირების მოცულობას, სიხშირესა და რეგულარულობას, ან საჰაერო ხომალდის ტიპს  ან ტიპებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი შეზღუდვა განპირობებულია საბაჟო, ტექნიკური, საექსპლუატაციო ან გარემოსდაცვითი მოთხოვნებით, ჩიკაგოს კონვენციის მე-15 მუხლით განსაზღვრული ერთგვაროვანი პირობების შესაბამისად. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ დააკისრებს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს საჰაერო ხომალდის ტევადობასთან, ტრანსპორტირების სიხშირესთან ან მოცულობასთან დაკავშირებულ  ნებისმიერ სხვა მოთხოვნას, რომელიც არ შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების მიზნებს. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ მოითხოვს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოებმა დასამტკიცებლად წარუდგინონ ფრენის განრიგები ან ავიახაზების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული  გეგმები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამას ითვალისწინებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთგვაროვანი პირობების არადისკრიმინაციულ საფუძველზე დაცვის მოთხოვნები. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ დაუშვებს, რომ მის მიერ დანიშნულმა ავიასაწარმომ ან ავიასაწარმოებმა ნებისმიერ სხვა ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან ერთად, ან დამოუკიდებლად, ბოროტად გამოიყენონ თავიანთი საბაზრო გავლენა, რაც იწვევს, ან გამიზნულია, ან სავარაუდოა, რომ გამოიწვევს  კონკურენტის საგრძნობლად დასუსტებას ან მის გაძევებას მარშრუტიდან. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ დაუშვებს, რომ თავისი დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებისთვის უზრუნველყოფილ იქნეს ისეთი სახელმწიფო სუბსიდია ან მხარდაჭერა, რომელიც შეზღუდავს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოთა მიერ საერთაშორისო საჰაერო რეისების სამართლიან და თანაბარ პირობებში განხორციელების შესაძლებლობას. სახელმწიფო სუბსიდია ან მხარდაჭერა ნიშნავს არადისკრიმინაციულ საფუძველზე დანიშნული ავიასაწარმოსთვის მხარდაჭერის გაწევას, პირდაპირ ან არაპირდაპირ, სახელმწიფოს მიერ, ან სახელმწიფო ან კერძო ორგანოს მიერ, რომელსაც  ნიშნავს ან აკონტროლებს სახელმწიფო. ეს მხარდაჭერა შეიძლება მოიცავდეს, და არა მხოლოდ, საექსპლუატაციო ხარჯების დაფარვას; პრივილიგირებული წესით  ფულადი სახსრების, არაანაზღაურებადი სუბსიდიებისა ან სესხების  გამოყოფას; ფინანსური პრივილეგიების მინიჭებას, მოგების მიღებაზე ან კრედიტის გადახდაზე უარის თქმის გზით; სახელმწიფო სახსრების გამოყენების შედეგად მიღებულ შემოსავალზე უარის თქმას; გადასახადისგან/გადასახადებისგან გათავისუფლებას; კომპენსაციის გადახდას სახელმწიფო ორგანოების მიერ დაკისრებული ფინანსური ტვირთისთვის; ან აეროპორტის ინფრასტრუქტურით, საწვავით ან საჰაერო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებისთვის აუცილებელი სხვა შესაბამისი პირობებით დისკრიმინაციული წესით უზრუნველყოფას. თუ, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, ავიახაზების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, ხელშემკვრელი მხარე გამოუყოფს სუბსიდიას ან გაუწევს მხარდაჭერას დანიშნულ ავიასაწარმოს, მან ამ ავიასაწარმოსგან უნდა მოითხოვოს თავის ანგარიშებში სუბსიდიის ან მხარდაჭერის მკაფიოდ და ცალკე მითითება. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარე მიიჩნევს, რომ მის მიერ დანიშნული ავიასაწარმოების მიმართ ადგილი აქვს დისკრიმინაციას ან უსამართლო ქმედებებს, ან რომ სუბსიდია ან მხარდაჭერა, რომელსაც მეორე ხელშემკვრელი მხარე ითვალისწინებს ან უზრუნველყოფს ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოებისთვის, უარყოფით გავლენას მოახდენდა ან  უარყოფით გავლენას ახდენს პირველი ხელშემკვრელი მხარის შესაძლებლობაზე, განახორციელოს საჰაერო მიმოსვლა თანაბარი და სამართლიანი კონკურენციის პირობებში, მას შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა და მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეატყობინოს თავისი უკმაყოფილების მიზეზები. კონსულტაციები გაიმართება მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღისა, თუ ორივე მხარე სხვაგვარად არ შეთანხმდება. მუხლი 7🔗 ტარიფები თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს, რომ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის ტარიფები თითოეული დანიშნული ავიასაწარმოს მიერ განისაზღვროს თავისუფლად, სამართლიანი კონკურენციის საფუძველზე. არცერთი ხელშემკვრელი მხარე არ მოითხოვს, რომ მისმა ავიასაწარმოებმა კონსულტაციები გამართონ სხვა ავიასაწარმოებთან მათ მიერ დაწესებული ტარიფების შესახებ, ან შესთავაზონ მათ ტარიფების დაწესება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული მომსახურებებისთვის. ხელშემკვრელი მხარეები არ მოითხოვენ საავიაციო ორგანოებისთვის ტარიფების წარდგენას ან შეტყობინებას. მუხლი 8🔗 მოსაკრებლები, გადასახადები და გადასახდელები ხელშემკვრელი მხარეები ყველა საბაჟო გადასახადის, აქციზისა და მსგავსი სახელმწიფო მოსაკრებლებისაგან გაათავისუფლებენ: თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლისას ექსპლუატირებულ საჰაერო ხომალდებს; და ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეტანილ შემდეგ ნივთებს: სარემონტო, ტექნიკური მომსახურებისა და საწვავგასამართი აპარატურა და შემადგენელი კომპონენტები; მგზავრთა მომსახურების აპარატურა და შემადგენელი კომპონენტები; ჩატვირთვის აპარატურა და შემადგენელი კომპონენტები; დაცვის აპარატურა, შემადგენელი კომპონენტების ჩათვლით, მათი დაცვის აპარატურაში ჩამონტაჟების მიზნით; სასწავლო მასალები და ტრენინგის სახელმძღვანელოები; ავიასაწარმოებისა და კომპანიების დოკუმენტები; და ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეტანილ, ან ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოსთვის მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მიწოდებულ  შემდეგ ნივთებს: საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგი, (მათ შორის, და არა მხოლოდ, სურსათი, სასმელი და თამბაქო) იმისდა მიუხედავად, ისინი შეტანილ იქნა, თუ ბორტზე იქნა ატანილი  მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე; საწვავი,  საცხებ-საპოხი მასალები, სახარჯი ტექნიკური მარაგი; სათადარიგო ნაწილები, ძრავების ჩათვლით; და ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეტანილ კომპიუტერულ აპარატურას და შემადგენელ კომპონენტებს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე მიზნით: საჰაერო ხომალდის რემონტი, ტექნიკური მომსახურება  ან საწვავით გამართვა; მგზავრთა მომსახურება აეროპორტში ან საჰაერო ხომალდის ბორტზე; საჰაერო ხომალდში ტვირთის ჩატვირთვა, ან საჰაერო ხომალდიდან ტვირთის გადმოტვირთვა; უსაფრთხოების თვალსაზრისით მგზავრების ან ტვირთის შემოწმება; იმ პირობით, თუ (b)-(d) ქვეპუნქტების შემთხვევაში, ისინი გამიზნულია საჰაერო ხომალდის ბორტზე ან საერთაშორისო აეროპორტის ფარგლებში გამოყენებისთვის, დანიშნული ავიასაწარმოს მიერ საერთაშორისო ტრანსპორტირების მომსახურების დაწყებასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებით. საბაჟო გადასახადის, აქციზისა და მსგავსი სახელმწიფო მოსაკრებლებისაგან გათავისუფლება არ გავრცელდება გადასახდელებზე, რომლებიც წესდება ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული  ავიასაწარმოსთვის ან ავიასაწარმოებისთვის მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გაწეული მომსახურებათა ხარჯების გათვალისწინებით. ამ მუხლის (1) პუნქტში მითითებული აპარატურა და  მარაგები შეიძლება დაექვემდებაროს შესაბამისი ორგანოების მხრიდან ზედამხედველობას ან კონტროლს. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული გადასახადებისგან გათავისუფლება ასევე გამოიყენება იმ შემთხვევებშიც, როდესაც ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს სხვა ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან  გაფორმებული აქვთ ხელშეკრულებები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ამ მუხლის (1) პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გადაცემასთან დაკავშირებით, იმ პირობით, თუ ეს სხვა ავიასაწარმო ან ავიასაწარმოები ანალოგიურად სარგებლობენ გადასახადებისგან გათავისუფლებით. მუხლი 9🔗 საავიაციო უშიშროება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ უფლებათა და ვალდებულებათა შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ერთმანეთის მიმართ ნაკისრი ვალდებულება, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან დაიცვან სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოება, წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილია. საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების ზოგადი ხასიათის შეუზღუდავად, ხელშემკვრელი მხარეები, კერძოდ, მოქმედებენ: „საჰაერო ხომალდის ბორტზე ჩადენილი დანაშაულის და ზოგიერთ სხვა ქმედებათა შესახებ“ 1963 წლის 14 სექტემბერს ქ. ტოკიოში ხელმოწერილი კონვენციის,  „საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 1970 წლის 16 დეკემბერს ქ. ჰააგაში ხელმოწერილი კონვენციის, „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებების აღკვეთის შესახებ“ 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენციის, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო ქმედებების აღკვეთის შესახებ“ 1988 წლის 24 თებერვალს მონრეალში ხელმოწერილი დამატებითი ოქმისა და „პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ, მათი გამოვლენის მიზნით" 1991 წლის 1 მარტს მონრეალში ხელმოწერილი კონვენციის და საავიაციო უშიშროების სფეროში მოქმედი ნებისმიერი შეთანხმების შესაბამისად, რომელიც სავალდებულოა ორივე ხელშემკვრელი მხარისთვის.     ხელშემკვრელი მხარეები, მოთხოვნის შემთხვევაში, ერთმანეთს გაუწევენ ყველა სახის აუცილებელ დახმარებას, რათა თავიდან აიცილონ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და ამ საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტებისა და სააერონავიგაციო საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო  ქმედებები და სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი სხვა საფრთხე. თუ ადგილი აქვს ინციდენტს ან ინციდენტის საფრთხეს, რომელიც უკავშირდება სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდებას ან სხვა უკანონო ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ამ საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტების ან სააერონავიგაციო საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ,  ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციის გაადვილებისა და სხვა სათანადო ღონისძიებათა განხორციელების გზით, რომელთა მიზანია ამგვარი  ინცინდენტის ან მისი საფრთხის სწრაფი და უსაფრთხო აღკვეთა. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მიიღებს ისეთ ზომებს, რომლებსაც პრაქტიკულად მიიჩნევს, რათა უზრუნველყოს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარის საჰაერო ხომალდი, რომლის მიმართაც განხორციელდა კანონსაწინააღმდეგო ქმედება და რომელიც მის ტერიტორიაზე დაეშვა, ადგილზე იქნეს დაკავებული, თუ მისი გაფრენა აუცილებელი არ არის ადამიანის სიცოცხლის დაცვის უპირატესი ვალდებულებიდან გამომდინარე. პრაქტიკულობიდან გამომდინარე, ამგვარი ზომები განხორციელდება ერთობლივი კონსულტაციების საფუძველზე. ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთთან ურთიერთობისას იმოქმედებენ ICAO-ს საავიაციო უშიშროების დებულებათა შესაბამისად, რომლებიც ჩამოყალიბებულია ჩიკაგოს კონვენციის დანართების სახით, იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს დებულებები გამოიყენება ხელშემკვრელ მხარეთა მიმართ.  თითოეული ხელშემკვრელი მხარე მოითხოვს, რომ მისმა ავიასაწარმოებმა და მის ტერიტორიაზე განლაგებული აეროპორტების ექსპლუატანტებმა იმოქმედონ საავიაციო უშიშროების ზემოაღნიშნულ დებულებათა შესაბამისად. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, რომ მისმა ავიასაწარმოებმა დაიცვან ამ მუხლის (5) პუნქტში მითითებული საავიაციო უშიშროების დებულებები, რომლებსაც მეორე ხელშემკვრელი მხარე მოითხოვს თავის ტერიტორიაზე შესვლისთვის. მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან გასვლის მიზნით, ან აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნისას, ავიასაწარმოები ვალდებულნი იქნებიან დაიცვან საავიაციო უშიშროების დებულებები აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე სათანადო ზომების გატარებას,  საჰაერო ხომალდის დაცვისა და მგზავრების, ეკიპაჟის, ხელბარგის, ბარგის, ტვირთის და ბორტზე არსებული მარაგების ჩასხდომა-ჩატვირთვამდე და ჩასხდომა-ჩატვირთვის დროს შემოწმების მიზნით; საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოების ზომების ადაპტირებას სამოქალაქო ავიაციის წინაშე გაზრდილი საფრთხის გათვალისწინებით. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, რომ დაცულ იქნეს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ მოთხოვნილი უსაფრთხოების ნორმები, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან გასვლის ან აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნისას. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ასევე დადებითად განიხილავს მეორე ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერ თხოვნას, გონივრულობის ფარგლებში მიიღოს უსაფრთხოების სპეციალური  ზომები კონკრეტულ საფრთხესთან დაკავშირებით. თითოეული ხელშემკვრელი მხარე  მეორე ხელშემკვრელ მხარეს მოთხოვნისამებრ წარუდგენს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ ჩატარებული აუდიტისა და აუდიტირებული სახელმწიფოს მიერ მიღებული  გამოსასწორებელი ზომების შედეგებს, იმ პირობით, რომ გატარდება სათანადო ურთიერთშეთანხმებული ზომები ამგვარი ინფორმაციის უსაფრთხო გადაცემის, გამოყენების, შენახვისა და განკარგვის უზრუნველყოფის მიზნით. თითოეული ხელშემკვრელი მხარე  ასევე პოზიტიურად განიხილავს მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნას ორმხრივი ადმინისტრაციული მექანიზმების შემოღების თაობაზე, რომელთა მეშვეობითაც ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეძლებენ უშიშროების  ზომების შეფასებას იმ რეისებთან მიმართებაში, რომლებიც ხორციელდება მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის მიმართულებით. ერთმანეთის სუვერენიტეტის გათვალისწინებითა და პატივისცემით, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიიღოს უშიშროების ზომები თავის ტერიტორიაზე შესასვლელად. თუ შესაძლებელია, ეს ხელშემკვრელი მხარე გაითვალისწინებს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ უკვე გატარებულ უშიშროების ზომებს და მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ გამოთქმულ ნებისმიერ მოსაზრებას. თუმცა, თითოეული ხელშემკვრელი მხარე აღიარებს, რომ ამ მუხლის არცერთი პუნქტი არ ზღუდავს ხელშემკვრელი მხარის უფლებას, არ დაუშვას თავის ტერიტორიაზე ნებისმიერი ის რეისი ან რეისები, რომლებიც წარმოადგენს საფრთხეს  მისი უშიშროებისთვის. ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიიღოს საგანგებო ზომები უსაფრთხოების კონკრეტული საფრთხის აღმოფხვრის მიზნით. ამგვარი ზომების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს. სატრანსპორტო უსაფრთხოების დაცვის მიზნით გადაუდებელი ზომების საჭიროების ეჭვქვეშ დაყენების გარეშე, ხელშემკვრელი მხარეები ადასტურებენ, რომ უშიშროების ზომების განხილვისას, ხელშემკვრელი მხარე შეაფასებს საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტირებაზე შესაძლო უარყოფით ფაქტორებს და,  თუ კანონი ამას არ ზღუდავს, აღნიშნულ ფაქტორებს გაითვალისწინებს უშიშროების პრობლემების აღმოსაფხვრელად აუცილებელი და შესაბამისი ზომების განსაზღვრისას. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დაწესებულ უშიშროების სტანდარტებთან დაკავშირებით. ამგვარი კონსულტაციები ჩატარდება აღნიშნული მოთხოვნის წარდგენიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. თუ ხელშემკვრელ მხარეს სათანადო საფუძველი აქვს ვარაუდისთვის, რომ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ გადაუხვია ამ მუხლის დებულებებს, ამ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს მეორე ხელშემკვრელ მხარესთან დაუყოვნებელი კონსულტაციების გამართვა. ამგვარი მოთხოვნის წარდგენიდან 15 დღის განმავლობაში საკითხის დამაკმაყოფილებელი ფორმით გადაუწყვეტელობა წარმოადგენს  საფუძველს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებისთვის ექსპლუატაციის ლიცენზიისა და ტექნიკური ნებართვის გაუქმების, შეჩერების ან შეზღუდვისთვის. გადაუდებელ შემთხვევებში, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიიღოს დროებითი ზომები 15-დღიანი ვადის ამოწურვამდე. წინამდებარე პუნქტის შესაბამისად გატარებული ნებისმიერი ზომა შეწყვეტს მოქმედებას მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ მუხლით  გათვალისწინებული უშიშროების ნორმების შესრულებისთანავე. მუხლი 10🔗 უსაფრთხოება თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა უსაფრთხოების იმ ნორმების შესახებ, რომლებსაც  მეორე ხელშემკვრელი მხარე იყენებს ნებისმიერ სფეროში, რომელიც დაკავშირებულია ეკიპაჟთან, საჰაერო ხომალდთან ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან. ამგვარი კონსულტაციები ჩატარდება აღნიშნული მოთხოვნის წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში. თუ ამგვარი კონსულტაციების შედეგად ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე აღმოაჩენს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარე ვერ უზრუნველყოფს რომელიმე ზემოაღნიშნულ სფეროში უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტურად შესრულებასა და დაცვას, ჩიკაგოს კონვენციით დადგენილი თუნდაც მინიმალური სტანდარტების შესაბამისად, ის მეორე ხელშემკვრელ მხარეს აცნობებს შესაბამისი დასკვნებისა და იმ ზომების შესახებ, რომელთა გატარებაც აუცილებელია აღნიშნული მინიმალური სტანდარტების შესრულების მიზნით, რის შემდეგაც მეორე ხელშემკვრელი მხარე მიიღებს შესაბამის გამასწორებელ ზომებს. მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შესაბამისი ზომების მიუღებლობა 15 დღის ან უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შეთანხმებისამებრ, ჩაითვლება გარემოებად, რომელიც  შედის წინამდებარე შეთანხმების მე-5 მუხლის (საექსპლუატაციო ნებართვის გაუქმება ან შეჩერება) (1) (h) პუნქტის რეგულირების სფეროში. მიუხედავად ჩიკაგოს კონვენციის მე-16 და 33-ე მუხლში მითითებული ვალდებულებებისა, შეთანხმებულია, რომ ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ ექსპლუატირებული, ან მისი/მათი სახელით ლიზინგით აღებული ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელიც ახორციელებს ტრანსპორტირებას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ყოფნისას, დაექვემდებაროს მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ შემოწმებას ბორტზე და საჰაერო ხომალდის ირგვლივ, რომლის მიზანია როგორც საჰაერო ხომალდის, ისე  ეკიპაჟის დოკუმენტაციის ნამდვილობის, ასევე საჰაერო ხომალდისა და მისი აპარატურის მდგომარეობის ინსპექტირება (ამ მუხლში მოხსენიებულია, როგორც „ბაქანზე შემოწმება“), იმ პირობით, თუ ეს არ გამოიწვევს საჰაერო ხომალდის გაუმართლებელ დაყოვნებას. თუ ამგვარი ბაქანზე შემოწმება ან მთელი რიგი ბაქანზე შემოწმებები წარმოშობს სერიოზულ ეჭვს, რომ: საჰაერო ხომალდი ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია არ შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის შესაბამისად მოცემული მომენტისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს; ან  ჩიკაგოს კონვენციის შესაბამისად მოცემული მომენტისთვის დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტიანად განხორციელებასა და შესრულებაში არსებობს ხარვეზები, იმ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ახორციელებს შემოწმებას,  შეუძლია დაასკვნას, ჩიკაგოს კონვენციის 33-ე მუხლის მიზნებისთვის, რომ მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც გაიცა ან ამოქმედდა საჰაერო ხომალდისა და  ეკიპაჟის მოწმობები ან ლიცენზიები და ასევე მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, არ შეესაბამება ან არ აღემატება ჩიკაგოს კონვენციით დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების საჰაერო ხომალდის ან მისი/მათი სახელით ლიზინგით აღებული საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმებაზე, წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უარს იტყვის ამ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების წარმომადგენელი, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ივარაუდოს, რომ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული  ეჭვის სერიოზული საფუძველი და გამოიტანოს შესაბამისი  დასკვნები. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას, დაუყონებლივ შეაჩეროს ან შეცვალოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების ექსპლუატაციის ლიცენზია იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელშემკვრელი მხარე ბაქანზე შემოწმების ან ბაქანზე მთელი რიგი შემოწმებების, ასევე ბაქანზე შემოწმებაზე უარის თქმის, და კონსულტაციების შედეგად, ან რაიმე სხვა საფუძვლით დაასკვნის, რომ ავიასაწარმოს ექსპლუატაციის უსაფრთხოებისათვის აუცილებელია გადაუდებელი მოქმედება. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ მუხლის მე-2 ან მე-6 პუნქტების შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი ზომა შეწყვეტს მოქმედებას, როგორც კი აღარ იარსებებს ამგვარი ზომის საფუძველი. მუხლი 11🔗 ერთობლივი კოდების გამოყენება ნებისმიერ დანიშნულ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს შეუძლიათ, კონკურენციის მარეგულირებელი  კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, სხვა ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან  გააფორმონ შეთანხმებები ერთობლივი კოდების გამოყენების შესახებ, იმ პირობით, თუ: თითოეულ რეისს, რომელიც ტრანსპორტირების მომსახურების შემადგენელი ნაწილია და რომლის მიმართაც ვრცელდება ზემოაღნიშნული შეთანხმებები, ასრულებს ის ავიასაწარმო, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს აღნიშნული რეისი; და თითოეული ბილეთის გაყიდვის მომენტში მყიდველს ეცნობება, თუ რომელი ავიასაწარმო უზრუნველყოფს ავიახაზის თითოეული სექტორის ექსპლუატაციას. მუხლი 12🔗 საჰაერო ხომალდის ლიზინგი თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს, დადგენილი მარშრუტებით შეთანხმებული ავიახაზების ექსპლუატირებისას  ისარგებლოს ნებისმიერი კომპანიისგან, მათ შორის, სხვა ავიასაწარმოებისგან ლიზინგით აღებული საჰაერო ხომალდით (ან საჰაერო ხომალდითა და ეკიპაჟით) იმ პირობით, თუ მას ამგვარ საფუძველზე საჰაერო ხომალდის გამოყენების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოსგან. ამ მუხლის (1) პუნქტის შესაბამისად, ლიზინგით აღებული საჰაერო ხომალდის გამოყენების მიზნით, დანიშნული ავიასაწარმოები ვალდებული არიან შეასრულონ იმ კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული პირობები, რომლებითაც ხელშემკვრელი მხარეები, როგორც წესი, ხელმძღვანელობენ საერთაშორისო ავიახაზების ექსპლუატაციისას. მუხლი 13🔗 სახმელეთო მომსახურება თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე თავად უზრუნველყოს სახმელეთო მომსახურების გაწევა (ამ მუხლში მოხსენიებულია, როგორც „თვითმომსახურება“), ან ამ მომსახურების გაწევაზე, სრულად ან ნაწილობრივ, საკუთარი გადაწყვეტილებისამებრ, გააფორმოს კონტრაქტი ნებისმიერ მიმწოდებელთან, რომელიც უფლებამოსილია გასწიოს ამგვარი  მომსახურება. როდესაც, ან იმ შემთხვევაში, თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის  ტერიტორიაზე სახმელეთო მომსახურების მარეგულირებელი კანონები და კანონქვემდებარე აქტები ხელს უშლის ან ზღუდავს ზემოაღნიშნული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით კონტრაქტების გაფორმებას, ან თვითმომსახურების გაწევას, თითოეული დანიშნული ავიასაწარმო ისარგებლებს არადისკრიმინაციული პირობებით თვითმომსახურებასთან ან მიმწოდებლის ან მიმწოდებელთა მიერ გაწეულ სახმელეთო  მომსახურებასთან წვდომასთან მიმართებაში.  მუხლი 14🔗 შემოსავლების გადარიცხვა თითოეული დანიშნული ავიასაწარმო, მოთხოვნის შემთხვევაში, მოახდენს ადგილობრივ დონეზე მიღებულ შემოსავლებსა და ადგილობრივ დონეზე გაწეულ ხარჯებს შორის არსებული განსხვავების კონვერტაციასა და მის მიერ არჩეულ რომელიმე ქვეყანაში გადარიცხვას. კონვერტაცია და გადარიცხვა განხორციელდება  სწრაფად და შეზღუდვების გარეშე,  აღნიშნული თანხის კონვერტაციისა და  გადარიცხვის დღეს მოქმედი კომერციული სავალუტო კურსით და არ დაექვემდებარება რაიმე გადასახადს/გადასახდელებს, გარდა ბანკების მიერ კონვერტაციისა და გადარიცხვისთვის დადგენილი მოსაკრებლებისა. მუხლი 15🔗 ავიასაწარმოს წარმომადგენლობა და მომსახურების გაყიდვა დანიშნულ ავიასაწარმოს შეუძლია: მეორე ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, რომლებიც შეეხება ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას, ცხოვრებასა და დასაქმებას, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეიყვანოს თავისი მენეჯერებისგან, ტექნიკოსებისგან და სხვა სპეციალისტებისგან შემდგარი პერსონალი, რომელსაც ეს ავიასაწარმო აუცილებლად მიიჩნევს საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტირების მომსახურების განსახორციელებლად; ისარგებლოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის, კომპანიის ან ავიასაწარმოს მომსახურებითა და პერსონალით; გახსნას წარმომადგენლობები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე; და დაკავდეს საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტირების მომსახურებისა და დამხმარე მომსახურებების გაყიდვითა და რეკლამირებით  მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, პირდაპირ ან ავიასაწარმოს მიერ დანიშნული აგენტების ან სხვა შუამავლების მეშვეობით. ავიასაწარმოს შეუძლია გაყიდოს, ხოლო ნებისმიერ პირს შეუძლია იყიდოს  ტრანსპორტირების მომსახურება და დამხმარე მომსახურებები ადგილობრივი ვალუტით ან თავისუფლად კონვერტირებადი ნებისმიერი სხვა ვალუტით. მუხლი 16🔗 მომხმარებლის გადასახდელი მომხმარებლის გადასახდელი, რომელიც შეიძლება თითოეული ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა უწყებამ ან ორგანომ დააკისროს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოებს, იქნება სამართლიანი, გონივრული, და არა არასამართლიანად დისკრიმინაციული, ამასთან, ის თანაბრად გადანაწილდება მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიას შორის. ნებისმიერ შემთხვევაში, მომხმარებლის გადასახდელი მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს არ შეიძლება დაეკისროს იმაზე უფრო ნაკლებად ხელსაყრელი პირობებით, ვიდრე მომხმარებლის გადასახდელი დადგენის მომენტში არსებობს ნებისმიერი სხვა ავიასაწარმოსთვის. მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოებისთვის დაწესებული მომხმარებლის გადასახდელი შეიძლება ასახავდეს, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს, პირველი ხელშემკვრელი მხარის იმ კომპეტენტური უწყებების ან ორგანოების მიერ გაწეულ მთლიან ხარჯს, რომლებიც უზრუნველყოფენ აეროპორტში ან აეროპორტის სისტემის ფარგლებში სათანადო და არა გადაჭარბებული, მომსახურებების გაწევას და აეროპორტის მოწყობილობებით, ნავიგაციური საშუალებებით, გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვას. აღნიშნული გადასახადი/გადასახადები შეიძლება მოიცავდეს  კაპიტალიდან უკუგების გონივრულ ოდენობას. მომხმარებლის გადასახდელი დაბეგრილი მომსახურებებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს ეფექტიანად და რენტაბელურად. თითოეული ხელშემკვრელი მხარე შეეცდება უზრუნველყოს კონსულტაციების გამართვა თავის ტერიტორიაზე მოქმედ კომპეტენტურ უწყებებს ან ორგანოებსა და შესაბამისი მომსახურებებითა და მოწყობილობებით უზრუნველყოფილ საავიაციო საწარმოებს შორის და ინფორმაციის გაცვლას კომპეტენტურ  უწყებებს ან ორგანოებსა და ავიასაწარმოებს შორის, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს ამ მუხლის (1) და (2) პუნქტების შესაბამისად დაწესებული მომხმარებლის გადასახდელი საფუძვლიანობის ზუსტი შეფასება. თითოეული ხელშემკვრელი მხარე შეეცდება უზრუნველყოს, რომ კომპეტენტურმა  უწყებებმა  მომხმარებლებს აცნობონ მომხმარებლის გადასახდელი  შეთავაზებული ნებისმიერი შესაძლო ცვლილების შესახებ, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს გამოთქვან თავიანთი შეხედულებები აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე. არცერთ მხარეს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა წინამდებარე მუხლის დებულებათა დარღვევისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: ის გონივრულ ვადებში არ განიხილავს ან არ უზრუნველყოფს მეორე ხელშემკვრელი მხარის საჩივრის საფუძველზე სადავოდ გამოცხადებული მომხმარებლის გადასახდელი, ან ქმედების დამოუკიდებელ განხილვას; ან ამგვარი განხილვის შემდეგ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში არ გადადგამს ყველა ნაბიჯს,    წინამდებარე მუხლის დარღვევით გადახდილი ნებისმიერი მომხმარებლის გადასახდელი ანაზღაურების ან ქმედების გამოსწორების მიზნით. მუხლი 17🔗 ინტერმოდალური ტრანსპორტირება თითოეული ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოები სარგებლობენ უფლებით გამოიყენონ ინტერმოდალური ტრანსპორტირების საშუალებები ხელშემკვრელ მხარეთა ან მესამე ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ პუნქტებში ან პუნქტებიდან საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტირების განხორციელებასთან დაკავშირებით. ავიასაწარმოებს შეუძლიათ თავად განახორციელონ ინტერმოდალური ტრანსპორტირება, ან უზრუნველყონ ის სხვა გადამზიდველ კომპანიებთან  შეთანხმებების, მათ შორის, ერთობლივი კოდების გამოყენების შესახებ შეთანხმებების გაფორმების გზით. ამგვარი ინტერმოდალური მომსახურება შეიძლება შეთავაზებულ იქნეს როგორც პირდაპირი მომსახურება, ერთიანი საფასურის გადახდის საფუძველზე, როგორც საჰაერო და ინტერმოდალური ტრანსპორტირებისთვის, იმ პირობით თუ როგორც მგზავრები, ისე გადამზიდველები ინფორმირებულები არიან გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალებების შესახებ. მუხლი 18🔗 გარემოს დაცვა ხელშემკვრელი მხარეები აღიარებენ გარემოს დაცვის საჭიროებას ავიაციის მდგრადი განვითარების გზით. გარემოსდაცვითი ზომების განსაზღვრის შემდეგ უნდა შესრულდეს ICAO-ს მიერ მიღებული სტანდარტები ავიაციის ზემოქმედებისგან გარემოს დაცვის შესახებ, რომლებიც  ჩამოყალიბებულია ჩიკაგოს კონვენციის დანართების სახით, გარდა იმ   შემთხვევებისა როდესაც არსებობს ინფორმაცია მათ შორის შეუსაბამობების შესახებ. წინამდებარე შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ის ზღუდავდეს ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოთა  უფლებას მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა გარემოზე საავიაციო მომსახურებათა ზემოქმედების პრევენციის ან სხვაგვარად რეგულირების მიზნით, იმ პირობით თუ ამგვარი ზომები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ მათ უფლებებსა და მოვალეობებს და ისინი ტარდება მოქალაქეობის ნიშნით რაიმე დისკრიმინაციის გარეშე. მუხლი 19🔗 კონსულტაციები თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების ჩატარება წინამდებარე შეთანხმების განხორციელების, ინტერპრეტაციის, გამოყენების ან ცვლილების, ან მასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის საკითხებზე. ამგვარი კონსულტაციები, რომლებიც შეიძლება წარიმართოს საავიაციო ორგანოებს შორის, დაიწყება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 60 დღის განმავლობაში, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. მუხლი 20🔗 დავების გადაწყვეტა თუ ხელშემკვრელ მხარეთა შორის წარმოიშობა რაიმე დავა წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, ხელშემკვრელი მხარეები შეეცდებიან ეს დავა გადაჭრან პირველ რიგში მოლაპარაკებათა გზით. თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ შესძლებენ დავის გადაწყვეტას  მოლაპარაკებათა გზით, სადავო საკითხი განსახილველად შეიძლება გადაეცეს იმ პირს ან ორგანოს, რომელზეც ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდებიან, ან ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით, სამი არბიტრისგან შემდგარ ტრიბუნალს, რომელიც შემდეგი წესით დაკომპლექტდება: არბიტრაჟთან დაკავშირებით წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს თითო არბიტრს. მესამე არბიტრად, მეორე არბიტრის დანიშვნიდან  60 დღის განმავლობაში, ორი არბიტრის ურთიერთშეთანხმებით, დაინიშნება მესამე ქვეყნის მოქალაქე და შეასრულებს  ტრიბუნალის თავმჯდომარის მოვალეობას; თუ დანიშვნა არ განხორციელდა ზემოთ მითითებულ ვადებში, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია თხოვნით მიმართოს  საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარეს, რათა მან განახორციელოს  დანიშვნა 30 დღის განმავლობაში. თუ თავმჯდომარე რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა, დანიშვნას განახორციელებს ვიცე-თავმჯდომარე. თუ ვიცე-თავმჯდომარე  რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა, დანიშვნას განახორციელებს საერთაშორისო სასამართლოს ის წევრი, რომელიც ვიცე-თავმჯდომარის შემდეგ რანგით ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია და არ არის არც ერთი ხელშემკვრელი მხარის  მოქალაქე. გარდა ამ მუხლის შემდგომი პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, ტრიბუნალი წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად თავად განსაზღვრავს თავისი იურისდიქციის ფარგლებს და საპროცედურო წესებს. ტრიბუნალის განკარგულებით, ან რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით, ტრიბუნალის სრული დაკომპლექტებიდან არაუგვიანეს ოცდაათი (30) დღის განმავლობაში ჩატარდება სხდომა საარბიტრაჟო წესით განსახილველი საკითხებისა და კონკრეტული პროცედურების განსაზღვრის მიზნით. თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, ან თუ ტრიბუნალი  სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წარადგენს მემორანდუმს ტრიბუნალის სრულად დაკომპლექტებიდან 45 დღის განმავლობაში. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია წარმოადგინოს თავისი პასუხი მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ მემორანდუმის წარდგენიდან 60 დღის განმავლობაში. ტრიბუნალი გამართავს საქმის მოსმენას რომელიმე ხელშემკვრელი მხარის წერილობითი მოთხოვნით ან საკუთარი შეხედულებისამებრ, პასუხის გაცემის ვადის დადგომიდან 30 დღის განმავლობაში. ტრიბუნალი შეეცდება მიიღოს წერილობითი გადაწყვეტილება საქმის მოსმენის დასრულებიდან 30 დღის განმავლობაში, ან თუ საქმის მოსმენა არ ჩატარებულა, ორივე პასუხის წარდგენის დღიდან 30 დღის შემდეგ. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ წარადგინონ გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნა გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის განმავლობაში. განმარტება გაიცემა ამგვარი მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში. ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოო და სავალდებულოა ხელშემკვრელი მხარეებისათვის. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დაფარავს მის მიერ დანიშნული არბიტრის ხარჯებს. ტრიბუნალის სხვა ხარჯები, მათ შორის,  ნებისმიერი ხარჯი, რომელსაც გაწევს საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარე, ვიცე-თავმჯდომარე ან წევრი ამ მუხლის (2)(b) პუნქტით დადგენილი პროცედურების განხორციელებისას, თანაბრად გაიყოფა ხელშემკვრელ მხარეთა შორის. მუხლი 21🔗 ცვლილებები და დამატებები თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, წინამდებარე შეთანხმების მე-19 მუხლის  (კონსულტაციები) შესაბამისად.  წინამდებარე შეთანხმებაში შეტანილი ცვლილებები გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ შეთანხმების 24(1)-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. ამ შეთანხმების მე-2 მუხლის („ჩიკაგოს კონვენციის გამოყენება“) შეუზღუდავად,  იმ შემთხვევაში, თუ ძალაში შევა საჰაერო მიმოსვლის შესახებ ზოგადი ხასიათის მრავალმხრივი კონვენცია, რომელსაც მიიღებენ მხარეები, აღნიშნული კონვენციის დებულებებს ექნება უპირატესი ძალა. ნებისმიერი დისკუსია იმის განსასაზღვრად, თუ რა მოცულობით უნდა იქნეს გამოყენებული მრავალმხრივი კონვენციის დებულებები წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის, სხვა შეთანხმებით ჩანაცვლების, მოქმედების შეჩერების, მასში ცვლილებების ან დამატებების შეტანის მიზნით, გაიმართება წინამდებარე შეთანხმების მე-19 მუხლის (კონსულტაციები) შესაბამისად. მუხლი 22🔗 რეგისტრაცია ICAO-ში წინამდებარე შეთანხმება და მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება გადაეცემა ICAO-ს რეგისტრაციის მიზნით. მუხლი 23🔗 მოქმედების შეწყვეტა თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია, ნებისმიერ დროს, წერილობით შეატყობინოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ მოქმედების შეუწყვიტოს წინამდებარე შეთანხმებას. ეს შეტყობინება იმავდროულად გაეგზავნება ICAO-ს. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს შუაღამისას (შეტყობინების მიღების ადგილას) მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ზემოაღნიშნული შეტყობინების მიღების დღიდან პირველი წლისთავის დადგომამდე, თუ ამ ვადის გასვლამდე, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, არ განხორციელდა შეტყობინების უკან გამოთხოვა. იმ შემთხვევაში თუ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ არ დაადასტურა შეტყობინების მიღება, შეტყობინება  ჩაითვლება მიღებულად ICAO-ს მიერ შეტყობინების მიღებიდან 14 დღის შემდეგ. მუხლი 24🔗 ძალაში შესვლა წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან მოქმედებას წყვეტს 2010 წლის 18 ნოემბერს, ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მომსახურების შესახებ“ შეთანხმება. რის დასტურადაც, წინამდებარე შეთანხმებას ხელი მოაწერეს შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა. შესრულებულია ორ დედნად, ქ. ლონდონში, 2023 წლის 26 იანვარს, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ტექსტების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს. საქართველოს მთავრობის სახელით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) (ხელმოწერილია) დანართი მარშრუტების განრიგი ნაწილი 1 მარშრუტები, რომლებიც ექვემდებარება ექსპლუატაციას გაერთიანებული სამეფოს დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ: პუნქტები გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე – შუალედური პუნქტები – პუნქტები საქართველოს  ტერიტორიაზე - პუნქტები საზღვრებს გარეთ შენიშვნა: შუალედური პუნქტები ან პუნქტები საზღვრებს გარეთ შეიძლება გამოტოვებულ იქნეს, თუ რეისი იწყება ან მთავრდება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე. მგზავრების ნაკადი (მათ შორის, შუალედურ პუნქტებში მყოფ მგზავრთა ყველა  ნაკადი) შეიძლება აყვანილ იქნეს შუალედურ პუნქტში მათი საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანის მიზნით, ან შეიძლება აყვანილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე მათი საზღვრებს გარეთ პუნქტში გადაყვანის მიზნით და პირიქით, ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ორგანოებს შორის პერიოდულად და ერთობლივად განსაზღვრული მექანიზმების შესაბამისად. ნაწილი 2 მარშრუტები, რომლებიც ექვემდებარება ექსპლუატაციას საქართველოს დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ: პუნქტები საქართველოს  ტერიტორიაზე – შუალედური პუნქტები – პუნქტები გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე - პუნქტები საზღვრებს გარეთ შენიშვნა:  შუალედური პუნქტები ან პუნქტები საზღვრებს გარეთ შეიძლება გამოტოვებულ იქნეს, თუ რეისი იწყება ან მთავრდება საქართველოს ტერიტორიაზე.  მგზავრების ნაკადი (მათ შორის, შუალედურ პუნქტებში მყოფ მგზავრთა ყველა  ნაკადი) შეიძლება აყვანილ იქნეს შუალედურ პუნქტში მათი გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე გადაყვანის მიზნით ან შეიძლება აყვანილ იქნეს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე მათი საზღვრებს გარეთ პუნქტში გადაყვანის მიზნით და პირიქით, ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ორგანოებს შორის პერიოდულად და ერთობლივად განსაზღვრული მექანიზმების შესაბამისად.