გარდაბნის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ
მიღების თარიღი 27.01.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №81
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).020.000246 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 31/01/1992
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.1992 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №81
1992 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
გარდაბნის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების თანახმად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. დაწესდეს გარდაბნის რაიონში რესპუბლიკური მმართველობა და შეიქმნას ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანო - რაიონის გამგეობა.
2. დამტკიცდეს ნუგზარ მამალაძე გარდაბნის რაიონის ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანოს გარდაბნის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად და დაევალოს მას შექმნას გამგეობა და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილისა და გამგეობის წევრების კანდიდატურები დასამტკიცებლად წარმოუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.
3. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების შესაბამისად გაუქმებულად ჩაითვალოს გარდაბნის რაიონში საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დროებითი საგანგებო რწმუნებულის თანამდებობა.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის
მოვალეობის შემსრულებელი გ. ბერიძე