საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტორთა კავშირთან ქალაქ თბილისში რუსთაველის პროსპექტისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოებისათვის შემოწირული სახსრების ერთიანი ფონდის შეძენის შესახებ
მიღების თარიღი 31.01.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №104
სარეგისტრაციო კოდი 000000090.02(0).000.000250 108
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 31/01/1992
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.1992 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტორთა კავშირთან ქალაქ თბილისში რუსთაველის პროსპექტისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოებისათვის შემოწირული სახსრების ერთიანი ფონდის შეძენის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენელება №104
1992 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტორთა კავშირთან ქალაქ თბილისში რუსთაველის პროსპექტისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოებისათვის შემოწირული სახსრების ერთიანი ფონდის შეძენის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. დაკმაყოფილდეს საქართველოში 1991 წლის დეკემბრისა და 1992 წლის იანვრის მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო სამთავრობო კომისიის თხოვნა და შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტორთა კავშირთან ქალაქ თბილისში რუსთაველის პროსპექტის და მისი მიმდებარე ტერიტორიის აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოებისათვის შემოწირული სახსრების ერთიანი ფონდი.
2. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს თანხების აკუმულაციის მიზნით მისცეს მითითება რესპუბლიკის საბანკო დაწესებულებებს გახსნან სათანადო ანგარიშები შემოწირული თანხების (მანეთებით და უცხოური ვალუტით) ჩასარიცხავად.
3. რესპუბლიკის საბანკო დაწესებულებებმა შემოსული თანხები თვეში ორჯერ (1-16 რიცხვებში) გადმორიცხონ - საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში გახსნილ სატრანზიტო ანგარიშებზე.
4. ეთხოვოს საქართველოს არქიტექტორთა კავშირს შექმნას რუსთაველის გამზირისა და მიმდებარე ტერიტორიის აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოებისათვის შემოწირული სახსრების ერთიანი ფონდის გამგებელთა საბჭო, რომელიც კოორდინაციასა და კონტროლს გაუწევს ფონდში შემოსული სახსრების ხარჯვას.
5. აღნიშნული სამუშაოების წარმოებისათვის ერთიანი დამკვეთის ფუნქციები დაევალოს ქალაქ თბილისის მერიას.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის
მოვალეობის შემსრულებელი გ. ბერიძე