„საქშავზღვათევზდაცვის სამმართველოს და საქართველოს შავი ზღვის სარეწაო ნავსადგურების „პორტის კაპიტნის“ სამსახურის საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაცემის შესახებ

მიღების თარიღი 31.01.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №90
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000248 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 31/01/1992
310 სიტყვა · ~2 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„საქშავზღვათევზდაცვის სამმართველოს და საქართველოს შავი ზღვის სარეწაო ნავსადგურების „პორტის კაპიტნის“ სამსახურის საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაცემის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №90 1992 წლის 31 იანვარი ქ. თბილისი „საქშავზღვათევზდაცვის სამმართველოს და საქართველოს შავი ზღვის სარეწაო ნავსადგურების „პორტის კაპიტნის“ სამსახურის საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაცემის შესახებ „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საკავშირო და საკავშირო-რესპუბლიკური დაქვემდებარების საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილების შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. თევზის მარაგის დაცვის, კვლავაღწარმოების და თევზჭერის რეგულირების საქართველო – შავი ზღვის სააუზო  სამმართველო „საქშავზღვათევზდაცვა“ როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული დაექვემდებაროს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეწოდოს მას საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს რესპუბლიკის შავი ზღვის ეკონომიკური ზონის, თევზის მარაგის დაცვის, კვლავწარმოებისა და თევზჭერის რეგულირების სამმართველო „საქშავზღვათევზდაცვა“ და აღნიშნულ სამმართველოს თავისი საშტატო ერთეულებით, მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობითა და სხვა საშუალებებით გადაეცეს საქართველოს შავი ზღვის სარეწაო ნავსადგურები (ბათუმი, ფოთი, სოხუმი) „პორტის კაპიტნის“ სამსახური. 2. დაევალოს „საქშავზღვათევზდაცვის“ სამმართველოს: – საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შავი ზღვის მიმდებარე აკვატორიაში ეკონომიკური ზონის დაცვა; – საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე თევზჭერის რეგულირება, თევზის მარაგის კვლავწარმოება და დაცვა, წყალსაცავების, მდინარეების, ტბებისა და სხვა თევზსარეწი მნიშვნელობის წყალსატევების დაცვა უარყოფითი ზემოქმედებისაგან; – სასაქონლო პროდუქციის წარმოება და რეალიზაცია; – სამმართველოს დებულების შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის; – თავის სისტემაში „პორტის კაპიტნის“ სამსახურის კოორდინაციისათვის სათანადო სტრუქტურის შექმნა. 3. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს (რ. გვენცაძე) დაუმტკიცოს სამმართველოს სტრუქტურა და საშტატო განრიგი, კონტროლი და დახმარება გაუწიოს მას სტრუქტურული ქვეგანყოფილების ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში, ტრანსპორტითა და ოპერატიული ტექნიკით აღჭურვაში. 4. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ (ფ. ანანიაშვილი) უზრუნველყოს „საქშავზღვათევზდაცვის“ სამმართველოს შესაბამისი დაფინანსება 1992 წლისათვის. 5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს შავი ზღვის ეკონომიკური საზღვრის, თევზის მარაგის დაცვის, კვლავწარმოებისა და თევზჭერის რეგულირების სამმართველოს სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 13 ივნისის №484 დადგენილება. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                                                                   თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი                                                                                                         გ. ბერიძე