ახალგორის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ
მიღების თარიღი 24.01.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №69
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000242 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 31/01/1992
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.01.1992 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ახალგორის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილეგა №69
1992 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
ახალგორის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. დაწესდეს ახალგორის რაიონში რესპუბლიკური მმართველობა და შეიქმნას ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანო - რაიონის კომიტეტი.
2. დამტკიცდეს ახალგორის რაიონის დროებითი კომიტეტის შემადგენლობა: ვლადიმერ ღუნაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, ვლადიმერ ბალაშვილი -თავმჯდომარის მოადგილე, წევრები ილია ბაშარული, შალვა ჩოჩელი, მედეა ჩოხელი, ნუგზარ თინიკაშვილი, იმბურგი ბერიანიძე, ვლადიმერ გაბარაევი, ზურაბ ზანგურაშვილი, ჯამბულ ბერიძე, ნიკო მღებრიშვილი.
3. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების შესაბამისად გაუქმებულად ჩაითვალოს ახალგორის რაიონში საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დროებითი საგანგებო რწმუნებულის თანამდებობა.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის
მოვალეობის შემსრულებელი გ. ბერიძე