ბოლნისის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ

მიღების თარიღი 24.01.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №70
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000243 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 31/01/1992
131 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ბოლნისის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენელება №70 1992 წლის 24 იანვარი ქ. თბილისი ბოლნისის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების თანახმად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. დაწესდეს ბოლნისის რაიონში რესპუბლიკური მმართველობა და შეიქმნას ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანო - რაიონის გამგეობა. 2. დამტკიცდეს აპოლონ წულაია ბოლნისის რაიონის ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანოს - რაიონის გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად და დაევალოს მას შექმნას გამგეობა და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილისა და გამგეობის წევრების კანდიდატურები და დასამტკიცებლად წარმოუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს. 3. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების შესაბამისად გაუქმებულად ჩაითვალოს ბოლნისის რაიონში საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დროებითი საგანგებო რწმუნებულის თანამდებობა. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი  გ. ბერიძე