ქალაქ რუსთავში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ

მიღების თარიღი 24.01.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №71
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000244 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 31/01/1992
129 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №71 1992 წლის 24 იანვარი ქ. თბილისი ქალაქ რუსთავში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების თანახმად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. დაწესდეს ქალაქ რუსთავში რესპუბლიკური მმართველობა და შეიქმნას ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანო - ქალაქის გამგეობა. 2. დამტკიცდეს სოსო არეშიძე ქალაქ რუსთავის ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანოს ქალაქის გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად და დაევალოს მას შექმნას გამგეობა და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილისა და გამგეობის წევრების კანდიდატურები დასამტკიცებლად წარმოუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს. 3. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების შესაბამისად გაუქმებულად ჩაითვალოს ქალაქ რუსთავში საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დროებითი საგანგებო რწმუნებულის თანამდებობა. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი   გ. ბერიძე