ქალაქ თბილისში რუსთაველის პროსპექტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აღდგენითი და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 25.01.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №72
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000245 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 31/01/1992
337 სიტყვა · ~2 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში რუსთაველის პროსპექტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აღდგენითი და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღონისძიებათა შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №72 1992 წლის 25 იანვარი ქ. თბილისი ქალაქ თბილისში რუსთაველის პროსპექტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აღდგენითი და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღონისძიებათა შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის ცენტრალურ ნაწილში რუსთაველის პროსპექტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული ობიექტების აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ 1992 წლის 8 იანვრის №4 დადგენილებით შექმნილმა რესპუბლიკურმა საკოორდინაციო საბჭომ ჩაატარა გარკვეული საქმიანობა და ოპერატიულად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა, შეიმუშავა აღდგენითი სამუშაოების კონცეფცია. ამასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. შეწყვიტოს ფუნქციონირება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 8 იანვრის №4 დადგენილებით შექმნილმა რესპუბლიკურმა საკოორდინაციო საბჭომ და მისი უფლებამოსილება გადაეცეს ქალაქ თბილისის მერიასთან შექმნილ საკოორდინაციო კომისიას შემდეგი შემადგენლობით: ოთარ ლითანიშვილი – ქალაქ თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის თავმჯდომარე); სერგო გოცირიძე – ქალაქ თბილისის მერის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე); ნოდარ მეძმარიაშვილი – საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; ლერი მეძმარიაშვილი – საქართველოს რესპუბლიკის ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლთა დაცვის სამმართველოს უფროსი; ლევან თოფურია – საქართველოს რესპუბლიკის მატერიალური რესურსების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი; გივი მეფარიშვილი – საქართველოს რესპუბლიკური გაერთიანება „საქსაშენმასალების“ უფროსი; ზაალ გენძეხაძე – საქართველოს რესპუბლიკის „მრეწვმშენბანკის“ მმართველი; გურამ დავლიანიძე – ქალაქ თბილისის მერიის საგეგმო კომისიის თავმჯდომარე; ოთარ კაპანაძე – ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო სამმართველოს უფროსი; გივი მეტრეველი – ინსტიტუტ „თბილქალაქპროექტის“ დირექტორი; დემნა ქარსელაძე – ქალაქ თბილისის მერიის საინჟინრო ნაგებობათა მშენებლობის დირექციის დირექტორი; ნოდარ ჟვანია – ქალაქ თბილისის მერიის საინჟინრო ნაგებობათა მშენებლობის დირექციის დირექტორის მოადგილე (კომისიის პასუხისმგებელი მდივანი; ზურაბ ბიბილეიშვილი – მთაწმინდის რაიონის საკრებულოს გამგებელი; ირაკლი მასხარაშვილი – ქალაქის მთავარი არქიტექტორი; გურამ ქორქაშვილი – გაერთიანება „საქქალაქმშენის“ უფროსი. 2. დაევალოს ქალაქ თბილისის მერიას აღდგენითი და სარეკონსტრუქციო სამუშაოების დამკვეთის ფუნქცია. 3. შექმნილმა საკოორდინაციო კომისიამ ერთი თვის ვადაში განსახილველად წარმოადგინოს კომისიის მიერ შემუშავებული კონცეფცია და კონკრეტულ ღონისძიებათა პროგრამა. 4. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ (ფ. ანანიაშვილი) და ეროვნულმა ბანკმა (ვ. ჯინჯიხაძე) ერთი კვირის ვადაში  შეიმუშაონ წინადადება აღდგენითი სამუშაოების დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხების მერიის განკარგულებაში თავმოყრის შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                                                                 თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი                                                                                                     გ. ბერიძე