საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტატუსის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილეგა №46
1992 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტატუსის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის სამეცნიერო კადრების ინტელექტუალური პოტენციალის სრულყოფილად გამოყენების, სასწავლო პროცესის დემოკრატიული მართვის, უმაღლესი სასწავლებლების თავისუფალი და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. მიენიჭოთ საქართველოს რესპუბლიკაში ყველა ტიპის სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს თვითმმართველი (ავტონომიური) ორგანიზაციების სტატუსი, იმ ვარაუდით, რომ მათ თავიანთი საქმიანობა განახორციელონ საკუთარი წესდების შესაბამისად.
2. გადაეცეთ ავტონომიამინიჭებულ უმაღლეს სასწავლებლებს საკუთრებად მათ სარგებლობაში არსებული ძირითადი ფონდები და სხვა სახელმწიფო ქონება.
3. რჩევა მიეცეთ უმაღლესი სასწავლებლების სამეცნიერო საბჭოებს უმოკლეს ვადაში შეიმუშაონ და დაამტკიცონ დებულება რექტორის თანამდებობის დაკავების შესახებ, რომლის საფუძველზეც აირჩევენ უმაღლესი სასწავლებლის რექტორს.
4. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტრომ წარმოუდგინონ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების სახელმწიფო პროგრამის შემუშავებისათვის უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციის წესი, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე დაფინანსების მოცულობანი, სოციალური და სამეცნიერო პროგრამების დაფინანსების პირობები.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველის მოვალეობის
შემსრულებელი გ. ბერიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტატუსის შესახებ“?
- დიახ, სამართლებრივი აქტი „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტატუსის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
- სად არის „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტატუსის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტატუსის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6600884/