სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა შესახებ
მიღების თარიღი 14.01.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 000000210.02(0).000.000237 17
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 31/01/1992
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.01.1992 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების
მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენელება №18
1992 წლის 14 იანვარი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა შესახებ
სახელმწიფოს მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მონოპოლიზაციის აღკვეთისა და პრესის თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების კუთვნილი პრესის საშუალებები გამოცხადდეს პრესის დამოუკიდებელ ორგანოებად.
2. „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 10 აგვისტოს კანონის შესაბამისად მოხდეს ამ დადგენილების 1-ლ პუნქტში აღნიშნული პრესის საშუალებების დაფუძნება და სათანადო ორგანოებში რეგისტრაცია.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის
მოვალეობის შემსრულებელი გ. ბერიძე