ფასების ლიბერალიზაციის პირობებში საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესების დამატებითი ღონისძიებების შესახებ

მიღების თარიღი 13.01.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 000000080.02(0).000.000235 6
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 31/01/1992
210 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ფასების ლიბერალიზაციის პირობებში საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესების დამატებითი ღონისძიებების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №14 1992 წლის 13 იანვარი ქ. თბილისი ფასების ლიბერალიზაციის პირობებში საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესების დამატებითი ღონისძიებების შესახებ საქართველოს რესპუბლიკაში საპენსიო რეფორმის ეტაპობრივი განხორციელების და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში საქართველოს რესპუბლიკის საპენსიო უზრუნველყოფისა და საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტის შესახებ კანონების მიღებამდე მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. პენსიების დანიშვნა, გადაანგარიშება და გაცემა მოხდეს იმავე ნორმებითა და წესებით, რაც მოქმედებდა 1992 წლის 1 იანვრამდე. 2. 1992 წლის 15 იანვრიდან ყველა სახის პენსია და დახმარება გადიდდეს ასი პროცენტით. 3. ხელფასების, სტიპენდიების, პენსიების და დახმარებების ასი პროცენტით გადიდებასთან დაკავშირებით გაუქმდეს დღემდე მოქმედი ყველა სახის კომპენსაცია. 4. 1992 წლის 15 იანვრიდან დროებით განესაზღვროთ სახელმწიფო სოციალური დაზღვევის შენატანების ტარიფები: საწარმოებს, დაწესებულებებსა და სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, კოოპერატივებს, კოლმეურნეობებს, ყველა იურიდიული პირის უფლების მქონე სახელმწიფო სოციალური დაზღვევის შენატანების გადამხდელებს (დამზღვევებს), მეურნეობრიობისა და საკუთრების ფორმის მიუხედავად, დამქირავებლებს (სამუშაოდ მოწვეულ ცალკე პირებზე), მოქალაქეებს, რომლებიც ინდივიდუალურ შრომით საქმიანობას ეწევიან, მათ შორის ინდივიდუალური (ჯგუფური) იჯარით ან კერძო გლეხურ მეურნეობაში მომუშავეებს – 37 პროცენტის ოდენობით; ინდივიდთა და პენსიონერთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მათს საწარმოებს, დაწესებულებებს, გაერთიანებებსა და სასწავლებლებს – 10 პროცენტის ოდენობით. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                                                            თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი                                                                                                გ. ბერიძე