საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის სახელმწიფო კომიტეტის გაუქმების შესახებ
მიღების თარიღი 10.01.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000239 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 31/01/1992
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.01.1992 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის სახელმწიფო კომიტეტის
გაუქმების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №32
1992 წლის 10 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის სახელმწიფო კომიტეტის გაუქმების შესახებ
რესპუბლიკის ეკონომიკის საბაზრო ურთიერთობებზე გარდამავალ პერიოდში სამეწარმეო საქმიანობისადმი სახელმწიფო კონტროლის ფუნქციების შემდგომი შეზღუდვისა და საკონტროლო ფუნქციების მქონე სახელმწიფო მმართველობის ზედმეტი და პარალელურად მოქმედი რესპუბლიკური ორგანოების შემცირების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის სახელმწიფო კომიტეტი.
2. საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის სახელმწიფო კომიტეტის გაუქმებასთან დაკავშირებით შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია კონტროლის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მ. პ. ჩიქვილაძის თავმჯდომარეობით.
3. დაევალოს სალიკვიდაციო კომისიას გაუქმებული კომიტეტის მუშაკთა განთავისუფლება და მათთან საბოლოო ანგარიშსწორება განახორციელოს საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის
მოვალეობის შემსრულებელი გ. ბერიძე