სახელმწიფო მმართველობის ორგანოების აპარატის მუშაკთა შრომის ანაზღაურების პირობების მოწესრიგების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №15
1992 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
სახელმწიფო მმართველობის ორგანოების აპარატის მუშაკთა შრომის ანაზღაურების პირობების მოწესრიგების შესახებ
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში სახელმწიფო მმართველობის ახალი ტიპის ორგანოების ჩამოყალიბების, მათი საქმიანობის ძირეული გარდაქმნის, ამ ორგანოების მაღალკვალიფიციური ხელმძღვანელი მუშაკებითა და სპეციალისტებით დაკომპლექტებისა და დამაგრების მიზნით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. მიზანშეწონილად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის, რესპუბლიკის სამინისტროების, კომიტეტების, დეპარტამენტების ცენტრალური აპარატების, ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების, ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროების, უწყებების, ქალაქებისა და რაიონების საკრებულოების გამგეობების, ქ. თბილისის მერიის აპარატის, მათი სამმართველოებისა და განყოფილებების, საკრებულოების, საკრებულოების გამგეობების, სხვა რესპუბლიკური დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკთა შრომის ანაზღაურების სისტემის მოწესრიგება და შემოღებულ იქნეს 1992 წლის 15 იანვრიდან ახალი თანამდებობრივი განაკვეთები ამ დადგენილების დანართისა და NN1-13 ცხრილების შესაბამისად.
2. სახელმწიფო მმართველობის ორგანოებში სამუშაოდ მიღებისას გამოყენებულ იქნეს თანამდებობის დაკავების საკონტრაქტო სისტემები.
3. უფლება მიეცეთ სახელმწიფო მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებს:
- შეიტანონ მმართველობის აპარატის დამტკიცებული სტრუქტურაში ცვლილებანი, რომელიც გამოწვეულია ახალი პროგრესული ორგანიზაციული ფორმების, მართვის თანამედროვე ტექნოლოგიისა და ტექნიკის გამოყენების აუცილებლობით, მმართველობის ორგანოებისათვის დამტკიცებული შრომის ანაზღაურების ფონდისა და ზღვრული რიცხოვნობის ფარგლებში;
- დაუწესონ შესაბამისი აპარატის მუშაკებს შრომის ანაზღაურების დადგენილი ფონდის ფარგლებში დანამატები თანამდებობრივი განაკვეთის 50 პროცენტამდე ოდენობით შრომაში მოპოვებული მაღალი შედეგების ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისათვის დამტკიცებული დებულებების შესაბამისად. ეს დანამატები მოიხსნება, ან შემცირდება დავალებების დაგვიანებით შესრულების, სამუშაოს ხარისხის გაუარესების, აგრეთვე შრომის დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში;
- აწარმოონ მუშაკთა პრემირება, რისთვისაც გამოიყენონ სახსრები შრომის ანაზღაურების ოთხი თვის ფონდის ოდენობით. დაწესდეს, რომ სპეციალისტთა და მოსამსახურეთა პრემიის კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება მუშაობის საერთო შედეგში შეტანილი მათი პირადი წვლილის შესაბამისად და მაქსიმალური სიდიდით არ იზღუდება;
- გაუწიონ მატერიალური დახმარება მუშაკებს, რისთვისაც გამოიყენონ სახსრები შრომის ანაზღაურების ერთი თვის ფონდის ოდენობით.
სახელმწიფო მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელთა და მათი მოადგილეების პრემირება და მატერიალური დახმარება ხორციელდება სახელმწიფო მმართველობის ზემდგომი ორგანოს გადაწყვეტილებით.
4. დაწესდეს სახელმწიფო/მმართველობის ორგანოების აპარატში მომუშავე ხელმძღვანელი მუშაკებისა და სპეციალისტებისათვის პროცენტული დანამატები თანამდებობრივ განაკვეთზე წელთა ნამსახურებისათვის შემდეგი ოდენობით:
|
სახელმწიფო მმართველობის ორგანოებში მუშაობის უწყვეტი სტაჟის სიდიდე |
თანამდებობრივ განაკვეთზე წელთა ნამსახურებისათვის დანამატის სიდიდე პროცენტებში |
|
5-დან 10 წლამდე |
10 |
|
10-დან 15 წლამდე |
15 |
|
15-დან 20 წლამდე |
20 |
|
20 წელზე ზევით |
30 |
5. შრომის ანაზღაურების ახალი პირობების შემოღება განხორციელდეს შესაბამისი ბიუჯეტების ხარჯზე.
6. დაევალოთ საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებს. კომიტეტებს, დეპარტამენტებს, რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული რესპუბლიკურ დაწესებულებებს, რომლებიც ბიუჯეტის ხარჯზე ინახებიან, ერთი თვის ვადაში წარუდგინონ საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს საჭირო გაანგარიშებები შრომის ანაზღაურების ფონდის დასაზუსტებლად.
7. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ საჭირო გაანგარიშებების მიღებიდან ერთი თვის ვადაში წარმოუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს წინადადება სახელმწიფო მმართველობის ორგანოების ცენტრალური აპარატისათვის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული შესანახი ხარჯების საერთო რაოდენობისა და მათ შორის შრომის ანაზღაურების ფონდის გადიდების შესახებ.
8. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით და სახელმწიფო მმართველობის შესაბამისი რესპუბლიკური ორგანოების წარდგინებით დაადგინოს შრომის ანაზღაურების პირობები სახელმწიფო მმართველობის იმ ცალკეული ორგანოების მუშაკთათვის და ცალკეული თანამდებობისათვის, რომელიც გათვალისწინებული არ არის წინამდებარე დადგენილებით.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველის მოვალეობის
შემსრულებელი გ. ბერიძე
დანართი
სახელმწიფო მმართველობის ორგანოების აპარატის მუშაკთა შრომის ანაზღაურების პირობები
1. სახელმწიფო მმართველობის ორგანოების აპარატის მუშაკთა (ცალკეული კატეგორიების თანამდებობრივი განაკვეთები განისაზღვრება:
სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების მოადგილეთა – შესაბამისი ხელმძღვანელის თანამდებობრივ განაკვეთზე 10 პროცენტით ნაკლები;
სექტორის ხელმძღვანელთა – შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელის თანამდებობრივ განაკვეთზე 15 პროცენტით ნაკლები;
სახელმწიფო მმართველობის რესპუბლიკური ორგანოების აპარატში საქმეთა მმართველის – სადაც ეს ქვედანაყოფი არ არის გათანაბრებული სამმართველოსთან, ან დამოუკიდებელ განყოფილებასთან სამმართველოს განყოფილების, დამოუკიდებელი განყოფილების ქვეგანყოფილებების, ან მთავარი სპეციალისტების თანამდებობრივი განაკვეთის დონეზე;
სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივ ორგანოებში კანცელარიის შემადგენლობაში სტრუქტურულ ქვედანაყოფთა ხელმძღვანელებისა - მთავარი სპეციალისტების თანამდებობრივი განაკვეთის დონეზე;
სამინისტროს, კომიტეტის, დეპარტამენტის, რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული რესპუბლიკური დაწესებულების, ქ. თბილისის მერიის ქალაქების, ქალაქის რაიონებისა და რაიონების პრეფექტურების, მათი სამმართველოების და დამოუკიდებელი განყოფილებების მთავარი ბუღალტრების თანამდებობრივი განაკვეთები, თუ ისინი წარმოადგენენ სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და ახორციელებენ მეთოდური და ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას აღრიცხვისა და ანგარიშგებისადმი დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში და დაწესებულებებში – სახელმწიფო მმართველობის ორგანოს აპარატის სამმართველოსა და დამოუკიდებელი განყოფილების უფროსის თანამდებობრივი განაკვეთის დონეზე, სხვა შემთხვევაში – შესაბამისი მმართველობის ორგანოს აპარატის მთავარი სპეციალისტის თანამდებობრივი განაკვეთის დონეზე;
მმართველობის ადგილობრივ ორგანოებში სამოქალაქო თავდაცვის შტაბის უფროსის, მთავარი არქიტექტორის, კომიტეტის თავმჯდომარეების თანამდებობრივი განაკვეთები – შესაბამისი პრეფექტურის დამოუკიდებელი განყოფილების უფროსის თანამდებობრივი განაკვეთის დონეზე;
სახელმწიფო მმართველობის რესპუბლიკური და ადგილობრივი ორგანოების აპარატში განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ინსპექტორებისა და ექიმ-ინსპექტორების თანამდებობრივი განაკვეთები სპეციალისტების თანამდებობრივი განაკვეთების დონეზე.
2. ქალაქებში მოსკოვში და სანკტ-პეტერბურგში საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლობის მუშაკთა თანამდებობრივი განაკვეთები დადგინდება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის აპარატის შესაბამისი მუშაკებისათვის წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული განაკვეთების დონეზე.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველის მოვალეობის
შემსრულებელი გ. ბერიძე
ცხრილი N1
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის, სამინისტროების, კომიტეტებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებისა და
ხელმძღვანელთა მოადგილეების თანამდებობრივი განაკვეთები
|
თანამდებობათა დასახელება |
თვიური თანამდებობრივი განაკვეთები (მანეთი) |
|
მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, კანცელარიის მმართველი |
1700 |
|
კომიტეტის თავმჯდომარე, დეპარტამენტის დირექტორი (უფროსი), მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველის პირველი მოადგილე |
1600 |
|
მინისტრის მოადგილე, კომიტეტის თავმჯდომარის, დეპარტამენტის დირექტორის (უფროსის) პირველი მოადგილე, მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველის პირველი მოადგილე |
1500 |
|
მინისტრის კაბინეტთან არსებული რესპუბლიკური დაწესებულების ხელმძღვანელი, კომიტეტის თავმჯდომარის, დეპარტამენტის დირექტორის (უფროსის) მოადგილე |
1400 |
|
მინისტრის კაბინეტთან არსებული რესპუბლიკური დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილე |
1300 |
ცხრილი N2
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის აპარატის ხელმძღვანელი მუშაკებისა და სპეციალისტების
თანამდებობრივი განაკვეთები
|
თანამდებობათა დასახელება |
თვიური თანამდებობრივი განაკვეთები (მანეთი) |
|
მთავარი სახელმწიფოს მრჩეველი, განყოფილების გამგე |
1500 |
|
წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე, დამოუკიდებელი სექტორის გამგე |
1350 |
|
სახელმწიფო მრჩეველი, პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე, განყოფილებაში შემავალი სექტორის გამგე |
1250 |
|
მთავარი სპეციალისტი, პრემიერ-მინისტრის მოადგილეთა თანაშემწეები |
1150 |
|
წამყვანი სპეციალისტი |
1050 |
|
უფროსი სპეციალისტი |
950 |
|
სპეციალისტი |
850 |
|
ხელმძღვანელის მდივანი |
700 |
ცხრილი N3
საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროების, ცენტრალური აპარატის ხელმძღვანელი მუშაკებისა და სპეციალისტების
თანამდებობრივი განაკვეთები
|
თანამდებობათა დასახელება |
თვიური თანამდებობრივი განაკვეთები (მანეთი) |
|
მთავარი სამმართველოს წამყვანი სამმართველოსა და განყოფილების უფროსი, საქმეთა მმართველი |
1300 |
|
მთავარი სამმართველოს წამყვანი სამმართველოს განყოფილების და წამყვანი |
1100 |
|
მრჩეველი, კონსულტანტი, მთავარი სპეციალისტი |
1000 |
|
წამყვანი სპეციალისტი |
950 |
|
უფროსი სპეციალისტი |
850 |
|
სპეციალისტი |
750 |
|
ხელმძღვანელის მდივანი |
550 |
ცხრილი N4
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომიტეტებისა და დეპარტამენტების ცენტრალური აპარატის ხელმძღვანელი
მუშაკებისა და სპეციალისტების თანამდებობრივი განაკვეთები
|
თანამდებობათა დასახელება |
თვიური თანამდებობრივი განაკვეთები (მანეთი) |
|
წამყვანი სამმართველოსა და განყოფილების უფროსი |
1200 |
|
წამყვანი სამმართველოს განყოფილების უფროსი, კომიტეტის თავმჯდომარის |
1000 |
|
მრჩეველი, კონსულტანტი, მთავარი სპეციალისტი |
900 |
|
წამყვანი სპეციალისტი |
850 |
|
უფროსი სპეციალისტი |
800 |
|
სპეციალისტი |
700 |
|
ხელმძღვანელის მდივანი |
500 |
ცხრილი N5
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული რესპუბლიკური დაწესებულებების აპარატის ხელმძღვანელი
მუშაკებისა და სპეციალისტების თანამდებობრივი განაკვეთები
|
თანამდებობათა დასახელება |
თვიური თანამდებობრივი განაკვეთები (მანეთი) |
|
დამოუკიდებელი განყოფილების უფროსი |
1000 |
|
მრჩეველი, კონსულტანტი, მთავარი სპეციალისტი |
850 |
|
წამყვანი სპეციალისტი |
800 |
|
უფროსი სპეციალისტი |
750 |
|
სპეციალისტი |
650 |
|
ხელმძღვანელის მდივანი |
450 |
ცხრილი N6
ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების, სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელებისა და ხელმძღვანელთა მოადგილეების თანამდებობრივი განაკვეთები
|
თანამდებობათა დასახელება |
თვიური თანამდებობრივი განაკვეთები (მანეთი) |
|
თავმჯდომარის პირველი მოადგილე |
1700 |
|
თავმჯდომარის მოადგილე |
1600 |
|
საქმეთა მმართველი |
1400 |
|
მინისტრი, უწყების ხელმძღვანელი |
1300 |
|
მინისტრი, უწყების ხელმძღვანელის პირველი მოადგილე |
1200 |
|
მინისტრის, უწყების ხელმძღვანელის მოადგილე |
1100 |
ცხრილი N7
ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების აპარატის ხელმძღვანელი მუშაკებისა და სპეციალისტების
თანამდებობრივი განაკვეთები
|
თანამდებობათა დასახელება |
თვიური თანამდებობრივი განაკვეთები (მანეთი) |
|
განყოფილების გამგე |
1200 |
|
თავმჯდომარის თანაშემწე |
1100 |
|
ეკონომიკური მრჩეველი, კონსულტანტი, თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს გამგე |
1000 |
|
მთავარი სპეციალისტი |
900 |
|
წამყვანი სპეციალისტი |
850 |
|
უფროსი სპეციალისტი |
750 |
|
სპეციალისტი |
650 |
|
ხელმძღვანელის მდივანი |
500 |
ცხრილი N8
ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროების და უწყებების ცენტრალური აპარატის ხელმძღვანელი მუშაკებისა და სპეციალისტების თანამდებობრივი განაკვეთები
|
თანამდებობათა დასახელება |
თვიური თანამდებობრივი განაკვეთები (მანეთი) |
|
სამმართველოს, წამყვანი განყოფილების უფროსი |
1000 |
|
სამმართველოს განყოფილების უფროსი, მინისტრის, უწყების ხელმძღვანელის თანაშემწე |
950 |
|
მთავარი სპეციალისტი |
900 |
|
წამყვანი სპეციალისტი |
850 |
|
უფროსი სპეციალისტი |
800 |
|
სპეციალისტი |
650 |
|
ხელმძღვანელის მდივანი |
450 |
ცხრილი N9
ქ. თბილისის მერიის აპარატის, დაქვემდებარებული სამმართველოებისა და დამოუკიდებელი განყოფილების ხელმძღვანელი მუშაკებისა და სპეციალისტების თანამდებობრივი განაკვეთები
|
თანამდებობათა დასახელება |
თვიური თანამდებობრივი განაკვეთები (მანეთი) |
|
ქალაქის მერი |
1700 |
|
ქალაქის მერის პირველი მოადგილე |
1600 |
|
ქალაქის მერის მოადგილე, კანცელარიის გამგე |
1500 |
|
სამმართველოს, დამოუკიდებელი განყოფილების უფროსი, მერის მრჩეველი |
1200 |
|
მთავარი სპეციალისტი, კონსულტანტი, მერის თანაშემწე |
1000 |
|
წამყვანი სპეციალისტი |
800 |
|
უფროსი სპეციალისტი |
700 |
|
სპეციალისტი |
650 |
|
ხელმძღვანელის მდივანი |
450 |
ცხრილი N10
საქართველოს რესპუბლიკისა და ავტონომიური რესპუბლიკების ქალაქების, ქალაქის რაიონებისა და რაიონების საკრებულოების გამგეობათა აპარატების, მათი განყოფილებების ხელმძღვანელ მუშაკთა და სპეციალისტთა თანამდებობრივი განაკვეთები
|
თანამდებობათა დასახელება |
თვიური თანამდებობრივი განაკვეთები (მანეთი) |
|
გამგეობის თავმჯდომარე |
1600 |
|
თავმჯდომარის პირველი მოადგილე |
1500 |
|
თავმჯდომარის მოადგილე, კანცელარიის გამგე |
1400 |
|
განყოფილების უფროსი, თავმჯდომარის მრჩეველი |
1100 |
|
მთავარი სპეციალისტი, თავმჯდომარის თანაშემწე |
900 |
|
უფროსი სპეციალისტი |
750 |
|
სპეციალისტი |
650 |
|
ხელმძღვანელის მდივანი |
450 |
ცხრილი N11
ქალაქის, რაიონის, ქალაქის რაიონის, სოფლის (დაბის, თემის) რაიონული დაქვემდებარების ქალაქის საკრებულოების შტატიან მუშაკთა თანამდებობრივი განაკვეთები
|
თანამდებობათა დასახელება |
თვიური თანამდებობრივი განაკვეთები (მანეთი) |
|
ქ. თბილისის საკრებულოს მდივანი |
1600 |
|
ქ. თბილისის საკრებულოს მდივნის მოადგილე |
1500 |
|
ქ. თბილისის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე |
1200 |
|
ქალაქის, ქალაქის რაიონის, სასოფლო რაიონის საკრებულოს მდივანი |
1500 |
|
ქ. თბილისის რაიონის საკრებულოს მდივნის მოადგილე |
1400 |
|
რაიონული დაქვემდებარების ქალაქის, სოფლის (დაბის, თემის) საკრებულოს მდივანი |
1100 |
ცხრილი N12
სოფლის (დაბის, თემის) რაიონული დაქვემდებარების ქალაქის საკრებულოს გამგეობის (გამგებლის) აპარატის ხელმძღვანელი მუშაკებისა და სპეციალისტების თანამდებობრივი განაკვეთები
|
თანამდებობათა დასახელება |
თვიური თანამდებობრივი განაკვეთები (მანეთი) |
|
გამგეობის თავმჯდომარე |
1100 |
|
უფროსი სპეციალისტი |
700 |
|
სპეციალისტი |
600 |
ცხრილი N13
სახელმწიფო მმართველობის ორგანოების აპარატის მოსამსახურეთა
თანამდებობრივი განაკვეთები
|
თანამდებობათა დასახელება |
თვიური თანამდებობრივი განაკვეთები (მანეთი) |
||
|
|
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი და ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოები |
საქართველოს რესპუბლიკისა და ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროები და უწყებები, ქ. თბილისის მერია, მისი სამმართვე ლოები და განყოფილებები |
ქალაქის, რაიონის; ქალაქის რაიონების პრეფექტურები, მათი განყოფი- |
|
არქივის გამგე |
800 |
750 |
550 |
|
უფროსი: ინსპექტორი, სტატისტიკოსი, |
800 |
550 |
450 |
|
ინსპექტორი, სტატისტიკოსი; ექსპედიციის, მეურნეობის, საწყობის გამგეები, |
550 |
500 |
400 |
|
კომენდანტი |
450 |
400 |
400 |
|
საქმისმწარმოებელი, არქივარიუსი |
350 |
350 |
300 |
|
ექსპედიტორი |
250 |
250 |
250 |
|
სახელმწიფო მმართველობის ყველა ორგანოსათვის |
|||
|
I კატეგორიის სტენოგრაფისტი |
550 |
|
|
|
II კატეგორიის სტენოგრაფისტი, მდივანი სტენოგრაფისტი, I კატეგორიის |
450 |
||
|
II კატეგორიის მემანქანე, მდივანი- |
400 |