,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 |
|
2025 წლის 11 აგვისტო ქ. მარტვილი |
,,ე) ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა და საბჭოს დებულების დამტკიცება, აღნიშნული საბჭოს ხელშეწყობის ღონისძიებების დაგეგმვა და დამტკიცება;“;
,,თავი XVIII
მარტვილის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო
მუხლი 149. საბჭოს შექმნა
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის მარტვილის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს.
მუხლი 150. საბჭოს ამოცანები და ფუნქციები
საბჭოს შემადგენლობა, საქმიანობა, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება საბჭოს დებულებით.
მუხლი 151. საბჭოს დებულება
საბჭოს დებულებას დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო.“.
|