ახალქალაქის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ

მიღების თარიღი 04.02.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №113
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000253 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 2, 28/02/1992
153 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ახალქალაქის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დ ა დ გ ე ნ ილ ე ბ ა №113 1992 წლის 4 თებერვალი ქ. თბილისი ახალქალაქის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების თანახმად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. დაწესდეს ახალქალაქის რაიონში რესპუბლიკური მმართველობა და შეიქმნას ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანო - რაიონის გამგეობა. 2. მიღებულ იქნეს ახალქალაქის საქალაქო და ახალქალაქის რაიონის სოფლის საკრებულოების დეპუტატების გაერთიანებული კრების წინადადება და დამტკიცდეს ახალქალაქის რაიონის ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანოს - რაიონის გამგეობის შემადგენლობა: სამველ პეტროსიანი - გამგეობის თავმჯდომარე, მელსიკ ტოროსიანი, ბორის ზედგინიძე, დავით რსტაკიანი - გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეები, თევდორე ტოროსიანი, ფერდინანდ ალექსანიანი, სტეფანე აკოფიანი - გამგეობის წევრები. 3. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების შესაბამისად გაუქმებულად ჩაითვალოს ახალქალაქის რაიონში საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დროებითი რწმუნებულის თანამდებობა. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                                          თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი                                                                                                       გ. ბერიძე