ახალქალაქის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი სამხედრო
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის

დ ა დ გ ე ნ ილ ე ბ ა №113

1992 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

ახალქალაქის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების თანახმად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. დაწესდეს ახალქალაქის რაიონში რესპუბლიკური მმართველობა და შეიქმნას ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანო - რაიონის გამგეობა.

2. მიღებულ იქნეს ახალქალაქის საქალაქო და ახალქალაქის რაიონის სოფლის საკრებულოების დეპუტატების გაერთიანებული კრების წინადადება და დამტკიცდეს ახალქალაქის რაიონის ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანოს - რაიონის გამგეობის შემადგენლობა: სამველ პეტროსიანი - გამგეობის თავმჯდომარე, მელსიკ ტოროსიანი, ბორის ზედგინიძე, დავით რსტაკიანი - გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეები, თევდორე ტოროსიანი, ფერდინანდ ალექსანიანი, სტეფანე აკოფიანი - გამგეობის წევრები.

3. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების შესაბამისად გაუქმებულად ჩაითვალოს ახალქალაქის რაიონში საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დროებითი რწმუნებულის თანამდებობა.

 

საქართველოს რესპუბლიკის

პრემიერ-მინისტრის

მოვალეობის შემსრულებელი                                                          თ. სიგუა

 

საქართველოს რესპუბლიკის

მინისტრთა კაბინეტის

სახელმწიფო კანცელარიის

მმართველის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                                       გ. ბერიძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ახალქალაქის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „ახალქალაქის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „ახალქალაქის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „ახალქალაქის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6604596/