„შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2006 წლის ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №53/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№219/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.020.000.22.035.009.089
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 108, 15/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.020.000.22.035.009.089

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №219/ნ

2006 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

„შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2006 წლის ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №53/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2006 წლის ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №53/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №21, მუხლი 257) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის („შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციისა და ადაპტაციის ხელშეწყობის“ 2006 წლის სახელმწიფო პროგრამა) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. პროგრამის დაფინანსება

პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი.

შშმპ-თა სოციალური ინტეგრაციისა და ადაპტაციის ხელშეწყობის 2006 წლის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 829 106 ლარით.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციისა და ადაპტაციის ხელშეწყობის პროგრამა

ბიუჯეტი

სულ

მათ შორის

 

 

საქართველოს სოციალური დაზ-ღვ ე ვის ერთიანი სახელმწიფო ფონ-დის ასიგნებები

სოციალური დახმარე-ბისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ასიგნებები

 

3 829 106

737 600

3 091 506

1

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის ქვე -პროგრამა

 

1 624 838

338 838

1 286 000

1.1

შშმპ-თა საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპო-ნენტი

210 000

66 640

143 360

1.2

შშმპ-თა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი ცენტრების განვითარების უზრუნველყოფის კომპონენტი

1 334 838

272 198

1 062 640

1.3

უსინათლოთა საინფორმაციო უზრუნველ-ყოფის კომპონენტი

80 000

0

80 000

2

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინსტიტუციური პატრონაჟის ხარჯების ქვეპროგრამა

725 910

198 762

527 148

2.1

ინსტიტუციურ დაწესებულებებში სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფ შშმპ-თა და ხანდაზმულთა მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის კომპონენტი

594 768

198 762

 396 006

2.2

შშმ პირთა სათემო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობის კომპონენტი

31 142

0

 31 142

 2.3

ინსტიტუციური დაწესებულებების ბენე-ფიციართა საკურორტო რეაბილიტაციის კომპონენტი

100 000

0

100 000

3

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა

619 658

200 000

419 658

3.1

შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის კომპონენტი

597 320

200 000

397 320

3.2

დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები პერტესის დაავადების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის კომპონენტი

22 338

0

 22 338

4

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამხმარე საშუალებებით უზრუნ-ველყოფის ქვეპროგრამა

858 700

0

 858 700

4.1

შშმპ-თა გადასაადგილებელი საშუალებე-ბით უზრუნველყოფის კომპონენტი

352 200

0

352 200

4.1.1

სავარძელ-ეტლები

307 950

0

 307 950

4.1.2

ხელჯოხები (მათ შორის უსინათლოთა)

23 250

0

 23 250

4.1.3

ყავარჯნები

21 000

0

 21 000

4.2

სმენადაქვეითებულ პირთა სმენის აპარა-ტებით უზრუნველყოფის კომპონენტი

439 000

0

439 000

4.3

აბსოლუტური სიყრუის მქონე პირთა კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყო-ფის კომპონენტი

67 500

0

67 500

 

 

ბ) ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის – („შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის“ 2006 წლის სახელმწიფო პროგრამა) მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაფინანსება

კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელშიც მისთვის გათვალისწინებულია 1 334 838 ლარი.

ერთ ბენეფიციარზე პროგრამით გათვალისწინებული დღიური ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს 7,30 ლარს, ხოლო აუცილებელი პაკეტი უნდა მოიცავდეს ბენეფიციართა კვებით, ტრანსპორტირებით, სწავლებით, მოვლითა და პირადი ჰიგიენით უზრუნველყოფას.“;

გ) ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის – („შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის“ 2006 წლის სახელმწიფო პროგრამა) მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაფინანსება

1. კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელშიც მისთვის გათვალისწინებულია 594 768 ლარი.

2. თითოეულ ბენეფიციარზე გათვლილი თანხის სადღეღამისო ოდენობა შეადგენს 8 ლარს.

დ) ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის – („შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის“ 2006 წლის სახელმწიფო პროგრამა) მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაფინანსება

1. კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელშიც მისთვის გათვალისწინებულია 31 142 ლარი.

2. ერთ ბენეფიციარზე სადღეღამისო ხარჯის ანაზღაურების ოდენობა შეადგენს 5 ლარს.“;

ე) ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის – („შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის“ 2006 წლის სახელმწიფო პროგრამა) მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„5. დაფინანსება

კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელშიც მისთვის გათვალისწინებული 597 320 ლარი.“ ;

ვ) ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №1-ს („შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის“ 2006 წლის სახელმწიფო პროგრამა) დაემატოს 171მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17 1 . დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები პერტესის დაავადების (ბარძაყის ძვლის თავის ასეპტიური ნეკროზი) მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის კომპონენტი

1. აქტუალობა

ბავშვთა ასაკში გავრცელებული პერტესის დაავადების (ბარძაყის ძვლის თავის ასეპტიური ნეკროზი) დროს პაციენტის სათანადო მკურნალობას და რეაბილიტაციას დიდი მნიშვნელობა აქვს შესაძლებლობის მყარი შეზღუდვის განვითარების თავიდან ასაცილებლად, რაც საკმაო ფინანსურ დანახარჯებს საჭიროებს.

საქართველოში პერტესის დაავადების მქონე ბავშვთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის კუთხით მდგომარეობა არასახარბიელოა. კერძოდ, ასეთი ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურების, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, მიმწოდებელი ამჟამად, მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „თბილისის შშმ ბავშვთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრია.“ ამ უკანასკნელის არასაკმარისი სიმძლავრეები და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისათვის არახელსაყრელი მდებარეობა განაპირობებს სწორედ დასავლეთში მცხოვრებ, პერტესის დაავადების მქონე ბავშვთა (მათი ოჯახების) ნაწილის (ვისაც საშუალება აქვს გამონახოს ფინანსები და მიმართოს კერძო ორგანიზაციებს) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას, ხოლო ნაწილის საჭირო მომსახურების გარეშე დარჩენას, რაც ხშირ შემთხვე-ვაში მათი შესაძლებლობის სამუდამო შეზღუდვასა და სოციალურ იზოლაციას იწვევს.

2. მიზანი

დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები პერტესიის დაავადების მქონე ბავშვთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარების გზით აღნიშნული კომპონენტი მოემსახურება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრატეგიისა და საერთაშორისო ნორმების ცხოვრებაში გატარებას, კერძოდ, ფიზიკური შეზღუდვების მქონე ბავშვთა ცხოვრებას ისეთ ადაპტირებულ პირობებში, რომლებიც დაიცავენ მათ ღირსებას, გაუძლიერებენ საკუთარი თავის რწმენას და გაუადვილებენ საზოგადოებაში ინტეგრირებას.

3. ამოცანები

ბენეფიციარების კომპლექსური რეაბილიტაციით უზრუნველყოფა, რაც მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) მომსახურების გამწევი ორგანიზაცია-დაწესებულებების შერჩევა და ხელშეკრულებების გაფორმება;

ბ) ბენეფიციართა იდენტიფიცირება, მომსახურების შეთავაზება და მიწოდება;

გ) ბენეფიციარებისათვის გაწეული მომსახურებისა და მიღებული შედეგების პერიოდული შეფასება.

4. ღონისძიებები

კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება უნდა მოიცავდეს:

ა) ყოველდღიურ, სადღეღამისო მომსახურებას 3-ჯერადი კვებით – სპეციფიკური დიეტის (ვიტამინები, ფოსფორისა და კალციუმის შემცველი საკვები) გათვალისწინებით;

ბ) სპეციფიკური სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურებით უზრუნველყოფას;

გ) ბენეფიციართა გონებრივი განვითარების ხელშეწ-ყობას, სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებით, ინტელექტუალური თამაშებით;

დ) საჭირო ფსიქოსოციალური დახმარების გაწევას.

5. დაფინანსება

კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელშიც მისთვის გათვალისწინებულია 22 338 ლარი.

ერთ ბენეფიციარზე კომპონენტით გათვალისწინებული დღიური ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს 14,6 ლარს.

6. განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებები

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო“;

გ) მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია-დაწესებულებები.

7. სამიზნე ჯგუფი:

დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები პერტესის დაავადების (ბარძაყის ძვლის თავის ასეპტიური ნეკროზი) მქონე ბავშვები.

8. შეფასების კრიტერიუმები

კომპონენტის შეფასების კრიტერიუმებია:

ა) კომპონენტის ბენეფიციართა მიერ დამოუკიდებლად გადაადგილების უნარის აღდგენის ხარისხი;

ბ) ბენეფიციართა სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციის შეფასებისათვის მოწოდებული სხვა სპეციფიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილების ხარისხი.

9. შედეგი

პერტესის დაავადებით გამოწვეული შესაძლებლობის შეზღუდვისა და მასთან დაკავშირებული სოციალური ტვირთის შემსუბუქება.“;

ზ) ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის – („შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის“ 2006 წლის სახელმწიფო პროგრამა) მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაფინანსება

კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელშიც მისთვის გათვალისწინებულია 352 200 ლარი.

 

შშმპ-თა გადასაადგილებელი საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი

 352 200

სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფა

 307 950

ხელჯოხებით (მათ შორის, უსინათლოთა) უზრუნველყოფა

 23 250

ყავარჯნებით (მათ შორის, ხელჯოხ-ყავარჯნებით) უზრუნველყოფა

 21 000

 

 

 

 

 

თ) ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის – („შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის“ 2006 წლის სახელმწიფო პროგრამა) მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„5. დაფინანსება

კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელშიც მისთვის გათვალისწინებულია 439 000 ლარი.“

ი) ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის – („შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის“ 2006 წლის სახელმწიფო პროგრამა) მე-20 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაფინანსება

კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 67 500 ლარი.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი