ქ. ტყიბულში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი სამხედრო
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის

მინისტრთა კაბინეტის

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №130

1992 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

ქ. ტყიბულში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების თანახმად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. დაწესდეს ქ. ტყიბულში რესპუბლიკური მმართველობა და შეიქმნას ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანო - ქალაქის გამგეობა.

2. დამტკიცდეს რევაზ ჭიჭინაძე ქ. ტყიბულის ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანოს -  ქალაქის გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად და დაევალოს მას შექმნას გამგეობა და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილისა და გამგეობის წევრების კანდიდატურები დასამტკიცებლად წარმოუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.

3. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების შესაბამისად გაუქმებულად ჩაითვალოს ქ. ტყიბულში საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დროებითი საგანგებო რწმუნებულის თანამდებობა.

საქართველოს რესპუბლიკის

პრემიერ-მინისტრის

მოვალეობის შემსრულებელი                                                          თ. სიგუა

 

საქართველოს რესპუბლიკის

მინისტრთა კაბინეტის

სახელმწიფო კანცელარიის

მმართველის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                      გ. ბერიძე