კასპის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ
მიღების თარიღი 07.02.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №132
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000258 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 2, 28/02/1992
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.02.1992 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
კასპის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტის
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №132
1992 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
კასპის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების თანახმად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. დაწესდეს კასპის რაიონში რესპუბლიკური მმართველობა და შეიქმნას ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანო – კასპის რაიონის გამგეობა.
2. დამტკიცდეს კასპის რაიონის გამგეობის შემადგენლობა: ტარიელ შარიფაშვილი – გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, დავით გოგიბედაშვილი გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, ნუგზარ გოგიბედაშვილი, თამაზ შეშაბერიძე, ჯემალ მერებაშვილი, თამაზ ნიპარიშვილი, ნოდარ გურასპაშვილი – გამგეობის წევრები.
3. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების შესაბამისად გაუქმებულად ჩაითვალოს კასპის რაიონში – საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დროებითი რწმუნებულის თანამდებობა.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტის
სახელმწიფო კანცელარიის
მმართველის მოვალეობის
შემსრულებელი გ. ბერიძე