კასპის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი სამხედრო
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის

მინისტრთა კაბინეტის

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №132

1992 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

კასპის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების თანახმად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. დაწესდეს კასპის რაიონში რესპუბლიკური მმართველობა და შეიქმნას ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანო – კასპის რაიონის გამგეობა.

2. დამტკიცდეს კასპის რაიონის გამგეობის შემადგენლობა: ტარიელ შარიფაშვილი – გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, დავით გოგიბედაშვილი გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, ნუგზარ გოგიბედაშვილი, თამაზ შეშაბერიძე, ჯემალ მერებაშვილი, თამაზ ნიპარიშვილი, ნოდარ გურასპაშვილი – გამგეობის წევრები.

3. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების შესაბამისად გაუქმებულად ჩაითვალოს კასპის რაიონში – საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დროებითი რწმუნებულის თანამდებობა.

საქართველოს რესპუბლიკის

პრემიერ-მინისტრის

მოვალეობის შემსრულებელი                                                            თ. სიგუა

 

საქართველოს რესპუბლიკის

მინისტრთა კაბინეტის

სახელმწიფო კანცელარიის

მმართველის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                          გ. ბერიძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კასპის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „კასპის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „კასპის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „კასპის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6604623/