ასპინძის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ
მიღების თარიღი 05.02.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №127
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000257 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 127, 28/02/1992
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.02.1992 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტის
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №127
1992 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
ასპინძის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ა დ გ ე ნ ს:
1. დაწესდეს ასპინძის რაიონში რესპუბლიკური მმართველობა და შეიქმნას ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანო – ასპინძის რაიონის გამგეობა.
2. მიღებული იქნეს ასპინძის რაიონის პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს წინადადება და დამტკიცდეს ასპინძის რაიონის ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანოს – რაიონის გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ვახტანგ დათაშვილი. დაევალოს მას შექმნას გამგეობა და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილისა და გამგეობის წევრების კანდიდატურები დასამტკიცებლად წარმოუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.
3. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების შესაბამისად გაუქმებულად ჩაითვალოს ასპინძის რაიონში საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დროებითი რწმუნებულის თანამდებობა.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტის
სახელმწიფო კანცელარიის
მმართველის მოვალეობის
შემსრულებელი გ. ბერიძე