დმანისის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ

მიღების თარიღი 04.02.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №108
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000253 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 2, 28/02/1992
146 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

დმანისის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №108 1992 წლის 4 თებერვალი ქ. თბილისი დმანისის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების თანახმად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. დაწესდეს დმანისის რაიონში რესპუბლიკური მმართველობა და შეიქმნას ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანო - რაიონის გამგეობა. 2. მიღებულ იქნეს დმანისის რაიონის რაიონული, სასოფლო და საქალაქო საკრებულოს დეპუტატთა, წარმოება-დაწესებულებების მუშა-მოსამსახურეთა გაერთიანებული კრების წინადადება და დამტკიცდეს დმანისის რაიონის ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანოს - რაიონის გამგეობის შემადგენლობა: რომან კავლელიშვილი - გამგეობის თავმჯდომარე, ალექსი ტატუაშვილი, ომარ სიხარულიძე - გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეები, ეთერ პეტროვა, ბორის ჩარკვიანი, ნოდარ კეკელიძე, ჯანგირ ორუჯევი - გამგეობის წევრები 3. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების შესაბამისად გაუქმებულად ჩაითვალოს - დმანისის რაიონში საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დროებითი რწმუნებულის თანამდებობა. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი    თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფოკანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი გ. ბერიძე