დმანისის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №108
1992 წლის 4 თებერვალი
ქ. თბილისი
დმანისის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების თანახმად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. დაწესდეს დმანისის რაიონში რესპუბლიკური მმართველობა და შეიქმნას ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანო - რაიონის გამგეობა.
2. მიღებულ იქნეს დმანისის რაიონის რაიონული, სასოფლო და საქალაქო საკრებულოს დეპუტატთა, წარმოება-დაწესებულებების მუშა-მოსამსახურეთა გაერთიანებული კრების წინადადება და დამტკიცდეს დმანისის რაიონის ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანოს - რაიონის გამგეობის შემადგენლობა: რომან კავლელიშვილი - გამგეობის თავმჯდომარე, ალექსი ტატუაშვილი, ომარ სიხარულიძე - გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეები, ეთერ პეტროვა, ბორის ჩარკვიანი, ნოდარ კეკელიძე, ჯანგირ ორუჯევი - გამგეობის წევრები
3. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის
დადგენილების შესაბამისად გაუქმებულად ჩაითვალოს - დმანისის რაიონში საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დროებითი რწმუნებულის თანამდებობა.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფოკანცელარიის
მმართველის მოვალეობის შემსრულებელი გ. ბერიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დმანისის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ“?
- დიახ, სამართლებრივი აქტი „დმანისის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
- სად არის „დმანისის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „დმანისის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6606553/