ქ. გორსა და გორის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ
მიღების თარიღი 04.02.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №114
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000254 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 2, 28/02/1992
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.02.1992 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ქ. გორსა და გორის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №114
1992 წლის 4 თებერვალი
ქ. თბილისი
ქ. გორსა და გორის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების თანახმად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. დაწესდეს ქ. გორსა და გორის რაიონში რესპუბლიკური მმართველობა და შეიქმნას ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანო - ქ. გორისა და გორის რაიონის გამგეობა.
2. მიღებულ იქნეს ქ. გორისა და გორის რაიონის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პარტიების და საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლობითი ორგანიზაციების წარმომადგენლობითი კრების წინადადება და დამტკიცდეს ქ. გორისა და გორის რაიონის ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანოს - ქ. გორისა და გორის რაიონის გამგეობის შემადგენლობა: ვალიკო დოლიაშვილი - გამგეობის თავმჯდომარე, მერაბ ჯიბუტი, მიშა წიწიკაშვილი - გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეები, გურამ გიორგაძე, გუჯა ვეშაპური, ელდარ მამისთვალაშვილი, თამაზ მაყაშვილი, შოთა ეცადაშვილი, ვაჟა გიგაშვილი - გამგეობის წევრები
3. შეტანილ იქნეს ნაწილობრივი ცვლილება „ქ. გორსა და გორის რაიონში საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საგანგებო რწმუნებულის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 13 დეკემბრის № 940 დადგენილებით დამტკიცებული დროებით ინსტრუქციაში და მეორე მუხლში სიტყვა პრეფექტი შეიცვალოს სიტყვით გამგეობის თავმჯდომარე.
4. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების შესაბამისად გაუქმებულად ჩაითვალოს ქ, გორსა და გორის რაიონში საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დროებითი რწმუნებულის თანამდებობა.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო კანცელარიის
მმართველის მოვალეობის შემსრულებელი ბ. ბერიძე