⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.12.2013)
გაუქმებულია:

“ტექნიკური რეგლამენტის “დაკანონებული გაზომვის საშუალებების პირველადი და პერიოდული დამოწმება" დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 15.08.2006
ძალის დაკარგვა 25.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/793
სარეგისტრაციო კოდი 300.180.000.22.024.009.094
გამოქვეყნების წყარო სსმ, 110, 18/08/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,774 სიტყვა · ~19 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.08.2006 მიღება
25.12.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“ტექნიკური რეგლამენტის “დაკანონებული გაზომვის საშუალებების პირველადი და პერიოდული დამოწმება" დამტკიცების შესახებ" p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .5in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.180.000.22.024.009.094 საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/793 2006 წლის 15 აგვისტო ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტის „დაკანონებული გაზომვის საშუალებების პირველადი და პერიოდული დამოწმება“ დამტკიცების შესახებ „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 და მე-12 მუხლების საფუძველზე და ,,სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და აკრედიტაციის სფეროს მარეგულირებელი კანონების რეალიზაციის ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის დამტკი­ცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის №591 განკარგულების შესაბამისად: 1. დამტკიცდეს ტექნიკური რეგლამენტი ,,დაკანონე­ბული გაზომვის საშუალებების პირველადი და პერიო­დული დამოწმება“ – თანდართული სახით. 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ი. ჩოგოვაძე ტექნიკური რეგლამენტი „დაკანონებული გაზომვის საშუალებების პირველადი და პერიოდული დამოწმება“ I. ზოგადი დებულებები 1. ძირითადი დებულებები ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც ატარებენ გაზომვის საშუალებების პირველად და პერიოდულ დამოწმებას (შემდგომში – დამმოწმებლები), ორგანიზებას უწევენ მეტროლოგიურ საქმიანობას (შემდგომში – მეტროლო­გიუ­რი სამსახურები). მასში აღწერილია პროცედურები და განსაზღვრულია ზეგავლენის მქონე ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია დამოწმებისადმი სწორი მიდგომის შერჩევასთან. პირველადი დამოწმების მიზანია უზრუნველყოს ექსპლუატაციაში გაშვებამდე გაზომვის საშუალების შესაბამისობა დამტკიცებულ ტიპთან. ამასთან, მისი დადგენილი მეტროლოგიური მახასიათებლები იყოს დასაშვებ ზღვრებში და ის სათანადოდ ფუნქციონირებ­დეს. პერიოდული დამოწმების მიზანს წარმოადგენს უკვე დამოწმებული გაზომვის საშუალებების მდგრადი მუშაობის უზრუნველყოფა. 2. განსაზღვრებანი ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმი­ნებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ტიპის ასლი – ცალკეული გაზომვის საშუალება, რო­მელიც დადგენილ ზღვრებში ყველა პარამეტრით შეესაბამება მოცემულ ტიპს. შენიშვნა. სიტყვა „ტიპი“ ფართოდ გამოიყენება გაზომვის საშუალებების დამტკიცებული მოდელის მიმართ, აგრეთვე გაზომვის საშუალებების კლასის მიმართ, რომელიც შეესაბამება მას. ტიპის ასლის სა­­ხით დამზადებული გაზომვის საშუალებები ქმნის სხვა კლასს. განსაზღვრული კლასის გაზომვის საშუა­ლებების აღნიშნულ ტიპთან შესაბამისობის შესახებ გადაწყვეტილება, ჩვეულებრივ, დამოკიდებუ­ლია პირ­ვე­ლად დამოწმებაზე. ტიპის დამტკიცება გულის­ხმობს არა მარტო მოთხოვნებთან ტიპის შესაბამი­სობის აღიარებას, არამედ ასევე ეხება მოცემული კლა­სის გაზომვის საშუალებებსაც. ეს ჩვეულებრივ ნიშნავს, რომ მოცემული გაზომვის საშუალება შესაძლოა დაშვებულ იქნეს რეალიზაციისათვის რო­გორც დაკანონებული გაზომვის საშუალება და წარ­დგე­ნილ იქნეს პირველად დამოწმებაზე; ბ) იურიდიული ვარგისობა – დაკანონებული გაზომვის საშუალებების თვისება, რომლის საშუალე­ბითაც ტიპის დამტკიცების და დამოწმების დადებითი შედეგების შემთხვევაში ოფიციალურად იქნება აღიარებული იურიდიულად ვარგისად; გ) გაზომვის საშუალების გამოყენება – გაზომვის საშუალების ტიპის კონკრეტული ასლისათვის განსაზ­ღვრა ყველა იმ გაზომვების, რომელთათვისაც ის შეიძ­ლება იქნეს გამოყენებული, ასევე ყველა იმ პირობების, რომლეთა მიხედვითაც ეს გაზომვები ჩაითვლება დაკანონებულად; დ) გამოსაცდელი ნიმუში – ფიზიკური ობიექტი, მოწყობილობა ან მასალა, რომელიც ექვემდებარება გაზომ­ვას და აღაწარმოებს გასაზომ ან დასაკალიბრე­ბელ ფიზიკურ სიდიდეს; ე) ბრმა გამოსაცდელი ნიმუში (ბრმა მასალის ნიმუში) – უცნობი გამოსაცდელი ნიმუში (ან მასალის ნიმუში), რომელიც წარმოდგენილია ორგანიზაციაში, აღნიშნული ორგანიზაციის გაზომვების შესაძლებ­ლობების შესაფასებლად; ვ) ორმაგი ბრმა გამოსაცდელი ნიმუში (ორმაგი ბრმა მასალის ნიმუში) – ბრმა გამოსაცდელი ნიმუში, გამოყენებული იმ დამატებითი პირობით, რომ ორგა­ნიზაციის პერსონალისათვის, რომლის შესაძ­ლებ­ლო­ბების შეფასება ხდება, არაა ცნობილი იმის შესახებ, რომ გამოსაცდელი ნიმუში სინამდვილეში წარმოადგენს ბრმა გამოსაცდელ ნიმუშს (ან ბრმა მასალის ნიმუშს); ზ) საკანონმდებლო მეტროლოგია – მეტროლოგიის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია საკანონმდებლო (დადგენილი) მოთხოვნების შედეგად წარმოქმნილ საქმიანობასთან, რომელსაც ახორციელებს საკანონ­მდებ­ლო მეტროლოგიის სამსახური და მოიცავს გაზომ­ვებს, გაზომვის ერთეულებს, გაზომვის საშუა­ლებებს და გაზომვის მეთოდებს; თ) საკანონმდებლო მეტროლოგიის სამსახური – სამსახური, რომელსაც საქართველოს კანონმდებლო­ბით მინიჭებული აქვს ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიური საქმინაობის ორგანიზებისა და განხორციელების უფლება; ი) დამმოწმებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ატარებს დამოწმებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; კ) დამოწმების სპეციალისტი – დამმოწმებლის თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ ატარებს დამოწ­მების სამუშაოებს; ლ) დაკალიბრება – ოპერაციათა ერთობლიობა, რომლებიც ადგენენ თანაფარდობებს გაზომვის საშუალების (ან საზომის სისტემის) მიერ ნაჩვენებ ან საზომით (ან სანიმუშო ნივთიერებით) წარმოდგე­ნილ მნიშვნელობებსა და ეტალონების მიერ აღსაწარ­მოებელ მნიშვნელობებს შორის; მ) მომხმარებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში იყენებს გაზომვის საშუალებას. II. დამოწმება 3. დამოწმების სახეები გაზომვის საშუალებების დამოწმება არის ორი სახის: პირველადი და პერიოდული. ა) პირველადი დამოწმება გაზომვის საშუალებების პირველადი დამოწმება არის გამოცდებისა და ვიზუალური ექსპერტიზების სერია, რომელიც ტარდება იმის დასადგენად, შეესაბა­მება თუ არა განსაზღვრული ტიპის ასლის სახით დამ­ზადებული გაზომვის საშუალება ამ ტიპს და არ­სე­­ბულ რეგლამენტებს; არის თუ არა აღნიშნული ტიპის ასლის მეტროლოგიური მახასიათებლები პირ­ვე­ლადი დამოწმებისათვის მოთხოვნილ ზღვრებში. თუკი გაზომვის საშუალება გაივლის ყველა გამოცდას და გამოკვლევას, მაშინ ის ჩაითვლება იურიდიულად ვარგისად, რაც დასტურდება დამოწმების დაღის დატანითა და დამოწმების მოწმობის გაცემით. ადრე დაუმოწმებელ ნებისმიერ გაზომვის საშუალებას შეუძლია გაიაროს პირველადი დამოწმება. პირველადი დამოწმების მოთხოვნები, კანონ­მდებლო­ბიდან გამომდინარე, შესაძლოა შეეხოს გაზომ­ვის საშუალების ტიპს, გაზომვის საშუალების კატეგო­რიას, ტიპის სიზუსტის კლასს ან ნებისმიერი გაზომ­ვის საშუალების გამოყენების კონკრეტულ სფეროს. ბ) პერიოდული დამოწმება გაზომვის საშუალებების პერიოდული დამოწმება არის გამოცდებისა და ვიზუალური ექსპერტიზების სერია, რომელიც ჩვეულებრივ ტარდება დამმოწმებ­ლის მიერ იმის დასადგენად, აგრძელებს თუ არა გამო­ყენებული გაზომვის საშუალება ბოლო დამოწ­მების შემდეგ წესებთან შესაბამისობას და ინარჩუნებს თუ არა თავის მეტროლოგიურ მახასიათებლებს მოთ­ხოვნილ ზღვრებში. თუკი გაზომვის საშუალება გაივ­ლის ყველა გამოცდასა და გამოკვლევას, მაშინ ის კვლავ ჩაითვლება იურიდიულად ვარგისად, რაც დასტურდება დამოწმების დამღის დატანით და დამოწმების მოწმობის გაცემით. თუ პერიოდული დამოწმება ხდება გაზომვის საშუალებების ერთობლიობიდან ნიმუშების შერჩე­ვით, მაშინ დამოწმების დადებითი შედეგის შემთხვე­ვაში ამ ერთობლიობის ყველა გაზომვის საშუალება ჩაით­ვლება დამოწმებულად. პერიოდული დამოწმების მოთხოვნები განსხვავდება პირველადი დამოწმების მოთხოვნებისაგან და ხშირად ნაკლებად მკაცრია. ეს მოთხოვნები, კანონმდებლო­ბიდან გამომდინარე, შესაძლოა ეხებოდეს გაზომვის საშუალების ტიპს ან სიზუსტის კლასს, კატეგორიას ან ნებისმიერი გაზომვის საშუალების გამოყენების კონკრეტულ სფეროს. 4. დამოწმებას დაქვემდებარებული გაზომვის საშუალებები კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად პირველად დამოწმებას გადის ყველა ახალი გაზომვის საშუალება ან ახალი გაზომვის საშუალების ერთობ­ლიო­ბის ნიმუშები, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნეს როგორც დაკანონებული გაზომვის საშუალებები. გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმება ასევე ტარდება შეკეთების შემდეგ ან გაზომვის საშუალების გამოყენების სფეროს შეცვლისას. გაზომვის საშუალებები ჩვეულებრივ ექვემდებარე­ბიან როგორც ტიპის დამტკიცებას, ასევე დამოწმებას; ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთ-ერთი ოპერაცია, თუ ეს დაშვებუ­ლი იქნება საქართველოს კანონმდებლობით. 5. დამოწმება ტიპის დამტკიცების შემდეგ გაზომვის საშუალების კატეგორიების უმრავლესო­ბა, რომლებიც ექვემდებარება სახელმწიფო მეტრო­ლო­გიურ კონტროლს და ზედამხედველობას, ექვემ­დებარება ტიპის დამტკიცებას. ამგვარად, დამტკიცებული ტიპის ასლის სახით დამზადებული გაზომვის საშუალებების უმრავლესობა ექვემდებარება დამოწმებას. გამონაკლისები განხილუ­ლია ქვევით. 6. დამოწმება ტიპის დამტკიცების გარეშე საქართველოს კანონმდებლობით ტიპის დამტკიცებას არ საჭიროებს განსაკუთრებული დანიშნულების ერ­თეულ ეგზემპლარად შემოტანილი გაზომვის საშუალე­ბები. ეს გაზომვის საშუალებები ექვემდებარება პირველად დამოწმებას. 7. ტიპის დამტკიცება დამოწმების გარეშე – თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით არის შემთხვევები, როდესაც ტიპის დამტკიცების შემდეგ საკანონმდებლო მეტროლოგიის სამსახურს შეუძლია გადაწყვიტოს, რომ გაზომვის საშუალების ტიპის ასლის სახით დამზადებულმა გაზომვის საშუა­ლებამ არ უნდა გაიაროს პირველადი ან პერიოდული დამოწმება. ჩვეულებრივ გაზომვის საშუალებები თავისუფლდება პირველადი დამოწმებისაგან, იმ შემთხვევაში, თუკი მოთხოვნები ტიპის სიზუსტისადმი არ არის მაღალი; თუკი ცნობილია დამამზადებელის მიერ ტიპის საიმე­დოდ წარმოების შესახებ; თუ პროცესის კონტროლის ხარისხი და საიმედოობა შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ და აპრობირებულ მეთოდებს; და თუ ტრანსპორტირება ან დამონტაჟება გავლენას არ ახდენს გაზომვის საშუალების რეგულირე­ბაზე, სიზუსტე­ზე ან ფუნქციონირებაზე. პერიოდული დამოწმებიდან გათავისუფლება შესაძ­ლე­ბელია იმ შემთხვევაში, თუ გაზომვის საშუალე­ბის ტიპის მეტროლოგიური ხარისხი არ იცვლება ექსპლუატაციის პროცესში. 8. დამოწმების შემადგენელი ნაწილები დამოწმება (პირველადი და პერიოდული) იყოფა სამ განსხვავებულ შემადგენელ ნაწილად: მეტროლო­გიური, ტექნიკური და ადმინისტრაციული გამოკვლევა. ა) მეტროლოგიური გამოკვლევა მეტროლოგიური გამოკვლევა პირველადი დამოწ­მები­სას ჩვეულებრივ უფრო სრულია, ვიდრე იმავე გაზომვის საშუალების პერიოდული დამოწმებისას. ორივე შემთხვევაში დგინდება არსებული მეტროლო­გიური და სამუშაო მახასიათებლები. თუ პირველადი დამოწმებისას შესაძლოა ჩატარდეს გაზომვის საშუა­ლების სკალის ყველა გადამრთველის, მართვის სახელუ­რების სისტემატური შემოწმება, პერიოდული დამოწმე­ბისას ეს კონტროლი ხორციელდება იმ ხარისხით, რასაც ითხოვს გაზომვის საშუალების ფაქტობრივი ექსპლუატაცია ან მისი იმიტაცია. ორივე შემთხვევაში გაზომვის საშუალების დამოწმება ჩვეულებრივ ხდება სამუშაო პირობებში დიაპაზონის ზღვრული და საშუა­ლო მნიშვნელობებისათვის. ამ გამოცდებმა უნდა გან­საზღვროს გაზომვის საშუალების ფაქტობრივი ცდომი­ლება ან აჩვენოს (განსაკუთრებით პერიოდული დამოწმე­ბისას) არის თუ არა ცდომილება დასაშვებ ზღვრებში. ბ) ტექნიკური გამოკვლევა ტექნიკურმა გამოკვლევამ შეიძლება მოიცვას ისეთი შემოწმებები, როგორიცაა: ბ.ა) გაზომვის საშუალების საერთო მდგომარეობის შემოწმება, დაზიანებების, ჭუჭყის, ცვეთის კვალის გამოვლენა;  ბ.ბ) გაზომვის საშუალების ადგილმდებარეობის სისწორის, გამყიდველისა და მყიდველისათვის მისი ჩვენების დანახვის შესაძლებლობის შემოწმება; ბ.გ) ავტომატური სასწორების ჩვენების სისრულის შემოწმება (ჩვენება უნდა მოიცავდეს მასას, საქონლის ერთი ერთეულის ფასს, საერთო ფასს); ბ.დ) გაზომვის საშუალებით თაღლითობის ან მისი განზრახ თაღლითურად გამოყენების შესაძლებლობების ან კონკრეტული ქმედებების არსებობის შეფასება; ბ.ე) გაჩერების მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანის თანმიმდევრობა. გ) ადმინისტრაციული გამოკვლევა ადმინისტრაციული გამოკვლევა შესაძლოა მოიცავ­დეს: გ.ა) იარლიყების, ცხრილების, წარწერების შემოწმე­ბას; გ.ბ) ტიპის დამტკიცების დაღის და დამოწმების დაღის და თარიღის შემოწმებას; გ.გ) პლომბის, ჩამკეტის და სხვა მეტორლოგიური უსაფრთხოების მოწყობილობების მთლიანობის შემოწ­მებას; გ.დ) გაზომვის საშუალების ან მისი ექსპლუატაციის მოწმობების ხელმისაწვდომობის შემოწმებას; გ.ე) საჭირო ტექნიკური დოკუმენტების და გრადუი­რების დიაგრამების ხელმისაწვდომობის შემოწმებას; გ.ვ) დამოწმების, შეკეთებისა და ტექნიკური მომსახუ­რების ოქმების შემოწმებას. III. დამოწმების პროცესი 9. დამოწმებისას გამოყენებული ეტალონები და გაზომვის საშუალები დამოწმებისას გამოყენებული ეტალონები და გაზომ­ვის საშუალები უნდა შეესაბამებოდეს მის მიზანს, მიკვლევადი უნდა იყოს სახელმწიფო ეტალონებთან, უნდა წარმოადგენდეს დამოწმების, დაკალიბრების საიმედო პროგრამის ნაწილს. დამოწმებული გაზომვის საშუალება უნდა გამოიყენებოდეს იმავე სიდიდის ან ამ სიდიდესთან პირდაპირ დაკავშირებული სიდიდეების გასაზომად ან სხვა განსაზღვრული სიდიდეების გასაზო­მად, რომლებიც იძლევიან გაზომვის საშუალების მუშა მახასიათებლების შესახებ მონაცემებს. დამმოწმებელს ასევე შეუძლია გამოიყენოს ზუსტად დაკალიბრებული საგამოცდო ნიმუშები (ეტალონები), მაგალითად, საწონები – გაზომვის საშუალების ნაცვლად. 10. კადრები – დამოწმების სპეციალისტი დამოწმების სპეციალისტები მომზადებული უნდა იყვნენ ზოგადი და საკანონმდებლო მეტროლოგიის საკითხებში. მათ უნდა გაიარონ სპეციალიზებული მომზადება თავის კონკრეტულ სფეროში, აგრეთვე სტაჟირება საკანონმდებლო მეტროლოგიის სამსახურში, ამ მომზადების შედეგების შემდგომი შემოწმებით. მათი მუშაობა შეფასდება პერმანენტულად დამოწმების მონაცემთა ანალიზის საფუძველზე. 11. პირველადი დამოწმების პროცესი პირველადი დამოწმება ტარდება, რათა დაკანონებული გაზომვის საშუალება ჩაითვალოს იურიდიულად ვარგისად. ეს მიიღწევა თითოეული გაზომვის საშუალე­ბის ექსპერტიზით, რათა დადგინდეს, არის თუ არა ის დამტკიცებული ტიპის ასლი და მუშაობს თუ არა არსე­ბულ რეგლამენტებთან სრული შესაბამისობით. ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაზომვის საშუალების დამონტაჟების და მისი დანიშნულე­ბისამებრ გამოყენების სისწორის შესამოწმებლად. 12. გადაწყვეტილება პირველადი დამოწმების ჩატარების შესახებ არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე პირვე­ლადი დამოწმების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დამამზადებლის, იმპორტის, მოვაჭრე ორგანიზა­ციების ან მომხმარებლის მიერ. 13. დამამოწმებელი ორგანიზაციის შერჩევა საქართველოს კანონმდებლობით დამოწმების ჩატა­რე­ბა შეუძლია საკანონმდებლო მეტროლოგიის სამსა­ხურს ან სხვა დამმოწმებლებს. 14. პირველადი დამოწმების ჩატარების დრო საქართველოს კანონმდებლობით გაზომვის საშუა­ლებას უტარდება პირველადი დამოწმება დამონტაჟების ან ექსპლუატაციის დაწყების წინ. 15. პირველადი დამოწმების ჩატარების ადგილი საქართველოს კანონმდებლობით პირველადი დამოწ­მება შესაძლოა ჩატარდეს დამამზადებლის და მომხმა­რებლის ტერიტორიაზე, საკანონმდებლო მეტრო­ლოგიის სამსახურის ან სხვა დამმოწმებლის ლაბორა­ტორიაში. გარდა ამისა, პირველადი დამოწმება შესაძ­ლოა ჩატარ­დეს ეტაპობრივად – ორ ან მეტ სტადიად. მაგალითად, დამოწმების ნაწილი შესაძლოა ჩატარდეს გაზომვის საშუალების დაყენებამდე, ხოლო მეორე ნაწილი – გაზომვის საშუალების დაყენების შემდეგ ექსპლუატა­ციის ადგილზე. 16. პირველადი დამოწმების ჩატარების სხვადასხვა ხერხი ა) თითოეული გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმება დამმოწმებელი უპირველესად განსაზღვრავს, რომ გაზომვის საშუალება მიეკუთნება სახეობას, რომელიც გამოიშვება როგორც დამტკიცებული ტიპის ასლი. მომხმარებელთან გაზომვის საშუალების დაყენების შემდეგ დამმოწმებელი ამოწმებს დაყენების სისწორეს. ეს, მაგალითად, შესაძლოა ეხებოდეს: გაზომვის საშუალების გაწონასწორებას თარაზოთი, გარემო პირობებს, მათ კონტროლს, ელექტრულ დამიწებას, ქსელის ძაბვის რეგულირებას ან სკალების ან ციფრუ­ლი გამომთვლელი მოწყობილობის ჩვენების ხილვა­დობას. მოთხოვნილი პირობების, მაგალითად, ექსპლუატა­ციის სანიმუშო ან ნორმალური პირობების არსებობის შემოწმების შემდეგ დამმოწმებელი ზომავს გაზომვის საშუალების შესაბამის მეტროლოგიურ მახასიათებ­ლებს. ეს მახასიათებლები უპირველესად მოიცავს გან­­სხვავებულ დიაპაზონებში მოცემულ წერტილებში გაზომვის საშუალების ძირითად ცდომილებას (ან გაზომვის პროცესის ცდომილებას). თუ გასაზომ სიდი­დეს შეუძლია იცვლებოდეს უწყვეტად ან საფეხურებად ავტომატურ რეჟიმში, დასაშვებია ცალკეული რთული გაზომვის საშუალებების დამოწმებისას ცალკეულ წერტი­ლებში თანმიმდევრული გაზომვების ნაცვლად ავტომატური მოწყობილობის გამოყენება უწყვეტი ან საფეხურებრივი გამოცდების შესაბამისად. ზემოთ ჩამოთვლილი ცდომილებების განსაზღვრის გარდა დამმოწმებელი ხშირად გამოცდის გაზომვის საშუალებების ცალკეულ მეორეხარისხოვან მეტრო­ლო­გიურ მახასიათებლებს. მაგალითად, ეს შეიძლება მოიცავდეს თვითმწერის დრეიფს, ჰისტერეზისით გამოწვეულ სკალის ცდომილებას, ციფრული ჩვენებების ცვლილებას (ხმაური) გასაზომი სიდიდის ნულამდე მისაყვანად. დამმოწმებელს ასევე შეუძლია გამოიკვლიოს ისეთი (არა მეტროლოგიური) ტექნიკური მახასიათებ­ლები, როგორიცაა მაკონტროლებელი და გაუმართაო­ბის შესახებ გამაფრთხილებელი მოწყობილობის სათანადო მუშაობა. დამმოწმებელი იწერს შედეგებს, ადგენს მოთხოვნებ­თან შესაბამისობას და იღებს საჭირო ზომებს, მაგალი­თად, დაღის დატანა ან მოწმობის გაცემა დამოწმების შესახებ. ბ) პირველადი დამოწმება ხარისხის კონტროლის მეთოდით აღნიშნული მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამოწმებას დაქვემდებარებული ტიპის ან გაზომვის საშუალებების დიდი რაოდენობის, მრავალფეროვნების და სირთულის, საგამოცდო მოწყობილობების, აგრეთვე მეტროლოგიური სამსახურის პერსონალის შეზღუდული შესაძლებლობის შემთხვევაში. მაგალითად, ელექტრო­ნუ­ლი მოწყობილობების დიდი რაოდენობით აღჭურვი­ლი თანამედროვე გაზომვის საშუალებები დამმოწმებლე­ბისათვის წარმოადგენენ მნიშვნელოვან სირთულეს, როდესაც უნდა განსაზღვრონ შეესაბამებიან თუ არა სერიული გაზომვის საშუალებები დამტკიცებულ ტიპებს. ამ შემთხვევაში ხარისხის კონტროლის ღონისძიებების საფუძველზე მოითხოვება ამ შესაბამისო­ბის შემოწმება. ხარისხის კონტროლის მეთოდით პირველადი დამოწმების ჩატარების შესაძლებლობა დამოკიდებულია არსებულ კანონმდებლობაზე. 17. პერიოდული დამოწმება პერიოდული დამოწმება ტარდება გაზომვის საშუა­ლების მიერ იურიდიული ვარგისობის შენარჩუ­ნების დადგენის მიზნით, აგრეთვე ამ სტატუსის დადასტურ­ებისათვის ან მოხსნისათვის საფუძვლის შექმნის მიზნით, რათა განხორციელდეს მისი აღდგენის ღონისძიებები. შეიძლება დამოწმდეს ტიპის თითოეული გაზომვის საშუა­ლება ან გაზომვის საშუალებების მოცემული ერთობლიობის სათანადო ნიმუში. ერთობ­ლიობის მხოლოდ ნიმუშის პერიოდული დამოწმება ტარდება ექსპლუატაციაში მყოფი გაზომვის საშუალებე­ბის შესაბამისობის მისაღები მუდმივი დონის უზრუნ­ველ­საყოფად. პერიოდული დამოწმება შესაძლოა ეხებო­დეს არა მარტო გაზომვის საშუალებას, არამედ შესაძლოა ჩატარდეს მისი ექსპლუატაციის, გარემო პირობების ან დაყენების, გაზომვის მთელი პროცესის სისწორის შემოწმების და თაღლითობის აღმოჩენის მიზნით. პერიოდული დამოწმება ტარდება დადგენილი ინტერვალის გასვლის (თუ არ არის სხვა საფუძველი) ან გაზომვის საშუალების მუშაობის შესაძლო გაუარესე­ბის, კომპონენტების დაძველების და ცვეთის, მტვრის ან ჭუჭყის მოხვედრის შედეგად, გარემოს ზემოქმედების შედეგად, ისეთი როგორიცაა არასწორი ექსპლუატა­ციით გამოწვეული ვიბრაცია და დარეგულირება. ზოგიერთი გაზომვის საშუალება განსაკუთრებით ექვემ­დება­რება ასეთ ზემოქმედებას მექანიკური დარტყმების და ძაბვის მკვეთრი ცვალებადობის, ზუსტი მიმართვის ან ზემოქმედებისადმი დაბალი წინაღობის გამო. შესაბამისობის დონის შენარჩუნება ან პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ცალკეულ გაზომვის საშუალებებთან, ტიპთან, მწარმოებლებთან, გამოყენების სფეროებთან ან ექსპლუატაციის ადგილთან, ასევე შესაძლოა გახდეს პერიოდული დამოწმების მიზეზი ან დამოწმებებს შორის ინტერვალების შეცვლის მიზეზი. პერიოდული დამოწმების მიზეზი შეიძლება იყოს გაზომვის საშუალების არადამაკმაყოფილებელი მუშაობა ან შემოსული საჩივრები, რომლებიც შეიძლება საექ­სპერ­ტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარების საფუძ­ველი გახდეს. 18. გადაწყვეტილება პერიოდული დამოწმების ჩატარების შესახებ პერიოდული დამოწმების ჩატარების შესახებ გა­დაწყვე­ტილება ჩვეულებრივ მიიღება საკანონმდებლო მეტროლოგიის სამსახურის მიერ, თუმცა მომხმარებლე­ბისაგან შეუძლიათ მოითხოვონ გაზომვის საშუალების წარმოდგენა დამოწმებაზე განსაზღვრულ დროში. ასეთი გადაწყვეტილება ასევე შეიძლება მიღებულ იქნეს მომხმარებლის, შეკეთების ან დაკალიბრების ჩამტარებე­ლი პირის მიერ, განსაკუთრებით, თუ ადგილი ჰქონდა ზემოთ აღნიშნულ ფაქტორებს. პერიოდული დამოწმე­ბის მიზეზი შეიძლება იყოს შემოსული საჩივრებიც. 19. პერიოდული დამოწმების შედეგების მოქმე­დე­ბის პერიოდი პერიოდული დამოწმების შედეგები ძალაშია მომდევ­ნო დამოწმებამდე. შედეგები ავტომატურად ხდება ძალადაკარგული, თუ დამოწმების ჩასატარებლად გამოჩ­ნდება მიზეზები. პრობლემები წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, თუ დამოწმების შედეგები ძალაშია დროის შეზღუდული პერიოდის განმავლობაში, ხოლო დამმოწ­მებე­ლი დამოწმების ვადის გასვლამდე ვერ მოახერხებს დამოწმების ჩატარებას. პერიოდული დამოწმების ინტერვალს განსაზღვრავს საკანონმდებლო მეტროლო­გიის სამსახური გაზომვის საშუალების ტიპის რეესტრში გატარების დროს. 20. პერიოდული დამოწმების ინტერვალები დამოწმების ინტერვალები განისაზღვრება საკანონ­მდებ­ლო მეტროლოგიის სამსახურის მიერ გაზომვის საშუალების ტიპის რეესტრში გატარების დროს. გაზომვის საშუალებაზე გარკვეული ზემოქმედების შემდეგ დამოწმება ტარდება აუცილებლობის შემთხვე­ვაში. დამოწმება შეიძლება იყოს პერიოდული და ტარდებოდეს ბოლო დამოწმების შემდეგ განსაზღვრუ­ლი რაოდენობის გაზომვების შემდეგ ან დადგენილი ინ­ტერ­ვალებით, ან ეფუძნებოდეს წინა დამოწმების შედეგებს. 21. პერიოდული დამოწმების ჩატარების ადგილი დამოწმების ჩატარების ადგილი დამოკიდებულია ვითარებასა და არსებულ რეგლამენტებზე, ის შეიძლება ჩატარდეს მომხმარებლის ტერიტორიაზე. ნიმუშები და ცალკეული გაზომვის საშუალებები შეიძლება იქნეს დამოწმებული საკანონმდებლო მეტროლოგიის სამსახუ­რის ან სხვა დამმოწმებლის ლაბორატორიებში. დამოწ­მების ადგილის შერჩევაზე ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს როგორც დასამოწმებელი და ასევე დამოწმე­ბისას გამოყენებული გაზომვის საშუალების ტრანსპორ­ტირების შესაძლებლობამ. 22. პერიოდული დამოწმების ჩატარების სხვა­დას­ხვა ხერხები ა) თითოეული გაზომვის საშუალებების პერიო­დუ­ლი დამოწმება გამოცდის დაწყების წინ უზრუნველყოფილი უნდა იყოს დადგენილი ნორმალური პირობები და გამოცდა უნდა ჩატარდეს დამმოწმებლის მიერ, რომელიც უნდა ეცადოს დაიყვანოს მინიმუმამდე ყველა ცდომილება, გარდა გაზომვის საშუალების ძირითადი ცდომილებისა. დამმოწმებელმა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა უზრუნველყოს გაზომვის საშუალების ექსპლუატა­ციის პირობების იდენტური პირობები. მას შეუძლია გამოვიდეს კლიენტის როლში ან გამოიყენოს ორმაგი ბრმა საგამოცდო ნიმუშები; ამასთან, გაზომვები უნდა ტარდებოდეს მომხმარებლის ჩვეულებრივი პერსონა­ლის მიერ. პერიოდული დამოწმებისას გაზომვის საშუალების მუშაობას, ანუ დასამოწმებელი გაზომვის საშუალების ცდომილებას ეთმობა მეტი ყურადღება, ვიდრე პირველადი დამოწმებისას. დასამოწმებელი დამხმარე მახასიათებლები მოიცავს მხოლოდ იმ მახასიათებლებს, რომლებიც შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობა­ში ან გაზომვის საშუალების ექსპლუატაციის პროცესში, მაგალითად, გაზომვის საშუალების მექანიკური ან ელექტრული ნული, განმეორებადობა ან მგრძნობიარო­ბის ზონა, ან ჩადგმული ეტალონების სიზუსტე. დამმოწმებელმა ასევე უნდა მიაქციოს ყურადღება გაზომვის საშუალების სათანადო განთავსებას, გაზომვის საშუალების ჩვენებების ხილვადობას, მოთხოვნილი წარწერიანი ფირფიტის არსებობას, გამაფრთხილებელ წარწერებს, დაღებს, ბჟენების მთლიანობას. ყველა საჭირო მონაცემები რეგისტრირდება. თუ ყველა მოთ­ხოვნა სრულდება, დამმოწმებელი გაზომვის საშუალე­ბაზე დაიტანს დაღს და გასცემს დამოწმების მოწმობას. ბ) პერიოდული დამოწმება ნიმუშების შერჩევით პერიოდული დამოწმების ძირითად მიზანს წარმოად­გენს გაზომვის საშუალებების ერთობლიობის, რომელ­საც უტარდება დამოწმება ნიმუშების შერჩევით, შესაბა­მისობის საერთო დონის უზრუნველყოფა. მონაცემთა ანალიზის საფუძველზე გაკეთებული დასკვნები ფართოდ უნდა გამოიყენებოდეს არა მარტო დადგენილ მოთ­ხოვნებთან შეუსაბამობის მიზეზების აღმოსაფხვრელად, არამედ ძალების კონცენტრაციისათვის გაზომვის საშუა­ლებ­ების ერთობლიობის შედარებით ნაკლად შესაბამის სეგმენტზე, გაუმართავი გაზომვის საშუალებების რაც შეიძ­ლება მეტი რაოდენობის სწრაფად გამოვლენი­სათვის. ყოველი დამოწმებისათვის ნიმუში შეიძლება შერ­ჩეულ იქნეს სხვადასხვა მეთოდით: მაგალითად, მთლიანი ერთობლიობიდან შემთხვევითი ამონაკრებით; ერთობ­ლიობის ნაწილიდან შემთხვევითი ამონაკრებით, რომე­ლიც არ არის დამოწმებული ბოლო ერთი, ორი ან სამი დამოწმებისას; ან ამონაკრებით, რომლის დროსაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ გაზომვის საშუალებებს, რომელთა მუშაობა არ იქნა აღიარებული მისაღებად წინა დამოწმების დროს. 23. დამოწმება საგამოცდო ლაბორატორიებში ეს მუხლი ეხება მხოლოდ ქიმიურ, ბიოლოგიურ და კლინიკურ ლაბორატორიებს. ხშირად ასეთ ლაბო­რა­ტორიებში ჩატარებული ნებისმიერი გაზომვა დამოკიდებულია უშუალოდ გაზომვის საშუალებების რაოდენობაზე და ქიმიური და ბიოლოგიური მასალების რაოდენობაზე. ვინაიდან გაზომვის საშუალებების და მასალების ცალ-ცალკე დამოწმება არადამაკმაყოფილებ­ლად ხსნის მათი ერთად გამოყენებისას მიღებული გაზომვის შედეგებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთლიანად საიმედოობის დაცვა, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შედეგებს, რომლე­ბიც მიიღება ამ ლაბორატორიების მიერ ბრმა ან ორმაგ ბრმა საგამოცდო ნიმუშზე გაზომვებისას. საჭირო საგამოცდო ნიმუშები, რომლებსაც უნდა ჰქონ­დეთ სპეციალური თვისებები, უნდა შეფასდეს სტანდარტული მეთოდებით საკანონმდებლო მეტროლო­გიის სამსახურის მიერ. ჩვეულებრივი ნიმუშები შეირჩევა საერთო ერთგვაროვანი ჯგუფიდან და უცვლელად გამო­იყენება შესაფასებელი ლაბორატორიების მიერ ჩატარებული გაზომვების მიმდინარეობისას. დამოწმების პირველ სტადიაზე ყოველი ლაბორატო­რია ღებულობს ერთ ან მეტ საგამოცდო ნიმუშს და მოგვიანებით, გადასცემს ამ ნიმუშზე გამოცდების შედეგებს საკანონმდებლო მეტროლოგიის სამსახურს, რომელიც შემდეგ ადგენს რამდენად მისაღებია თითოეული შედეგი და აკეთებს დასკვნას თვით ლაბო­რატორიული პროცესის შესახებ, რომლის დროსაც იქნა მიღებული ეს შედეგები. როდესაც გამოიყენება რიცხობრივად შეფასებული ნიმუშები, შეტყობინებული შედეგების სიზუსტე შეიძლება დადგინდეს სტანდარტული მეთოდით მიღე­ბულ შედეგებთან შედარების გზით. სხვა ვითარებაში სტანდარტული მეთოდის შედეგის ნაცვლად შეიძლება გამოყენებული გაზომვების საშუალო შედეგი; ასეთი პროცედურა აჩვენებს სისწორეს, შეუცდომლობას (ლაბორატორიების ერთობლიობიდან მიღებული შედეგების მუდმივობა) და ჩვეულებრივ ნაკლები ხარისხით სიზუსტეს. ამ ლაბორატორიების მიერ ჩატარებული გაზომვები არ მოიცავს სათანადო ფიზიკური სიდეების ყველა გაზომვებს, რამდენადაც ისინი ასევე მოიცავს რიცხობრივ ანათვლებს და შედარე­ბებს ამოსავალი სკალიდან. IV. დამოწმების შედეგები 24. დამოწმების შედეგები პირველადი დამოწმების შედეგი შეიძლება იყოს გაზომვის საშუალების მიღება ან დაწუნება, ან მიღება სპეციალური პირობების შესრულების შემდეგ. გაზომვის საშუალების მიღება ნიშნავს, რომ დაკანონებული გაზომვის საშუალება ჩაითვლება იურიდიულად ვარგი­სად და გაზომვის საშუალებაზე დაიტანება დამოწმების ბეჭედი ან დაღი და გაიცემა მოწმობა. თუ დაკანონებული გაზომვის საშუალება პასუხობს პერიო­დული დამოწმების მოთხოვნებს, მაშინ ის კვლავ ჩიათ­ვლება იურიდიულად ვარგისად და დარჩება ექსპლუატაციაში. გარკვეულ ვითარებაში გაზომვის საშუალება შეიძ­ლება ჩაითვალოს პირობითად დამოწმებულად და შემდგომში უნდა მოხდეს სპეციალური პირობების შესრუ­ლების დემონსტრირება. თუ ასეთი გაზომვის საშუალება არ პასუხობს პერიოდული დამოწმების მოთხოვნებს, ის აღარ ჩაითვლება იურიდიულად ვარ­გისად და მოიხსნება ექსპლუატაციიდან. თუ ასეთ შემთხვე­ვაში ტარდება გაზომვის საშუალების დამოწმება, დადებითი შედეგის შემთხვევაში მას შეიძლება აღუდგეს იურიდიულად ვარგისი გაზომვის საშუალების სტატუსი ან ძალაში დარჩეს უარყოფითი გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში გაზომვის საშუალება კვლავ ჩაითვლება უვარგისად. დამოწმების შედეგიდან გამომდინარე გაზომვის საშუალებაზე დაიტანება შესაბამისი ბეჭედი ან დაღი და გაიცემა მოწმობა. თუ გაზომვის საშუალება აღიარებულია უვარგისად, მომხმარებელს უნდა ეცნობოს ამის მიზეზი და, თუ ეს საჭიროა, მიეცეს რეკომენდაციები გაზომვის საშუალების იურიდიულად ვარგისის სტატუსის აღ­დგენასთან დაკავშირებით. 25. დამოწმების მოწმობა მოწმობაში შეტანილი ინფორმაცია ჩვეულებრივ მოიცავს მფლობელის დასახელებას და მისამართს, გაზომვის საშუალების დასახელებას მისი საპასპორტო მონაცემების მიხედვით, დამოწმების თარიღს და მისი მოქმედების ვადას, ექსპლუატაციისას განსაკუთრებულ შეზღუდვებს, დამამოწმებელის გვარს, სახელს და ხელმოწერას. მოწმობაში ასევე შეიძლება შეტანილ იქნეს მომდევნო პერიოდული დამოწმების თარიღი. 26. დამოწმების დაღები, ბეჭდები და ბჟენები დამოწმების დაღები და ბეჭდები გაზომვის საშუა­ლება­ზე დაიტანება დამოწმების სპეციალისტის მიერ. დამოწმების შედეგიდან გამომდინარე, გაზომვის საშუალებაზე დაიტანება დამოწმების ან წუნდების დაღი ან ბეჭედი, რათა ნაჩვენები იყოს გაზომვის საშუალების სტატუსი და მისი ხანგრძლივობა. თუ დაკანონებული გაზომვის საშუალება კარგავს იურიდიულად ვარგისის სტატუსს, მას უნდა მოეხსნას დამოწმების დაღი. გაზომვის საშუალების მთლიანობის, დაკალიბრების, აწყობის, პროგრამული უზრუნველყოფის და ა. შ. დაც­ვის მიზნით გაზომვის საშუალებაზე დაიდება სხვადას­ხვა სახის ბჟენები ან დაიტანება დაღები. ფასგამომ­თვლელ გაზომვის საშუალებებში საქონლის ერთეულზე ფასის ცვალებადობისას გაზომვის საშუალე­ბის რაოდე­ნობრივ და გამომთვლელ ნაწილებს აქვთ ბჟენები, მაშინ, როცა ფასის შემნახველ ნაწილს ჩვეულებრივ არ პლომბავენ, თუ ფასის კონტროლის ფუნ­­ქციის და მეტროლოგიურ ფუნქციის ექსპერტიზა ერთდროულად არ განხორციელდა. 27. დამოწმების პროცესის კონტროლი და შესაბამისობა დამოწმების პროცესის ეფექტურობა და შედეგების უტყუარობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია თვით პროცესის კონტროლზე. ეს პროცესი მოიცავს დამოწმე­ბის ჩატარების წესს, მეთოდიკას, დამოწმების ჩამტარე­ბელ პერსონალს და მოწყობილობებს; დამოწმებებს შორის ინტერვალებს; ნიმუშების შერჩევის გეგმას; მომხმარებლის მონაწილეობას; დამოწმების ჩატარების ადგილსა და დროის შერჩევას და თვით პროცესის კონ­ტროლის ნებისმიერ სხვა საერთაშორისოდ აღიარე­ბულ და აპრობირებულ ზომებს. შედგენილი კონტროლის გეგმა უნდა ითვალისწინებ­დეს კონტროლირებად პროცესში ცვლადების არსე­ბობას დამოწმებას დაქვემდებარებული გაზომვის საშუა­ლე­ბების ერთობლიობაში, მიმდინარე დამოწმების პროცესს და ამ ცვლადების შეფასების მეთოდს; ის აგრეთვე უნდა ადგენდეს რომელი მონაცემები უნდა იყოს რეგისტრირებული. ამ მონაცემთა შენახვის წესმა არ უნდა გაართულოს მათი მოძიება, ხოლო თვით მო­ნა­ცემები უნდა იყოს პერიოდულად გაანალიზებული რო­გორც კონტროლირებადი ცვლადების ფუნქცია შესაბამისობის დონისათვის. ანალიზის შედეგების მიხედვით უნდა გატარდეს ღონისძიებები როგორც თვით დამოწ­მე­ბის პროცესის გაუმჯობესებისათვის, ასევე გაზომვის საშუალებების დასამოწმებელი ერთობ­ლიო­­ბის შესაბამისობის საფუძვლების გაუმჯობესები­სათ­ვის. 28. დამოწმების ოქმები და მონაცემები დამოწმების შესახებ მონაცემების არსებობა საჭიროა როგორც დამმოწმებლების ეფექტური მუშაობისათვის, ისე ანალიზის ჩასატარებლად. ასეთი მონაცემები უნდა არსებობდეს დამოწმების ოქმების ორი ეგზემპლარის სახით, რომელთაგან ერთი ინახება დამოწმების სპეციალისტთან, მეორე კი დამამოწმებელთან ან კომპიუტერის მეხსიერებაში. გარკვეული ტენდეციების გამოვლენის მიზნით ანალიზის ჩასატარებლად საჭიროა გათვალის­წინებულ იქნეს ოქმების ხანგრძლივი დროით შენახვა. საკონტროლებელი ცვლადებიდან გამომდინარე, მონაცემები შეიძლება მოიცავდეს ცნობებს: ა) გაზომვის საშუალების მფლობელის, ოპერატო­რის, ადგილმდებარეობის და გარემო პირობების შესახებ; ბ) გაზომვის საშუალების მწარმოებლის, მოდელის, სერიული ნომრის შესახებ; გ) გაზომვის საშუალების გამოყენების სფეროს, სიხშირის და ხანგრძლივობის შესახებ; დ) ბოლო დაკალიბრების, მომართვის ან შეკეთების, მათი რაოდენობისა და იმ ორგანიზაციის შესახებ, რომელ­მაც ჩაატარა აღნიშნული ოპერაციები; ბოლო დამოწმების თარიღის შესახებ; ე) გაზომვის საშუალების მეტროლოგიური, ტექნიკუ­რი და ადმინისტრაციული მონაცემების შესახებ; ვ) დამოწმების თარიღის, სეზონის და გარემო პირობების შესახებ; ზ) დამოწმების მეთოდის, დასამოწმებელი გაზომვის საშუალებების და ეტალონების შესახებ; თ) დამოწმებამდე და დამოწმების შემდეგ დაკანონებუ­ლი გაზომვის საშუალების იურიდიული ვარგისობის შესახებ; ი) დამმოწმებელის და დამოწმებაში მონაწილე პერსონალის საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ. 29. დამოწმების ოქმების და მონაცემების ანალიზი დამოწმების მსვლელობისას მიღებული მონაცემები უნდა გაანალიზდეს არა მარტო გაზომვის საშუალებებ­თან დაკავშირებული პრობლემების განსაზღვრისა და თა­ვიდან აცილების მიზნით, არამედ გამოყენებულ იქნეს როგორც თვით დამოწმებული პროცესის „უკუკავში­რი“. მაგალითად, მონაცემები შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ პერიოდულ დამოწმებებს შორის ინტერ­ვალები საკმაოდ დიდია და საჭიროებს შემცირე­ბას. ოქმში შეტანილი დამოწმების მონაცემები არის დამოწმების სპეციალისტის დაკვირვება, გაზომვის საშუალების ფაქტობრივი მდგომარეობის შედარებისას დამოწმებისას გამოყენებულ გაზომვის საშუალებებსა და ეტალონებთან, აგრეთვე არსებული რეგლემენტების მოთხოვნებთან. რეალურად შეიძლება მცდარი იყოს არა მარტო დასამოწმებელი ან დამამოწმებელი გაზომ­ვის საშუალების და ეტალონის მუშაობა, არამედ დამ­მოწ­­მებელის მიერ ჩატარებული შედარების პროცე­დურა და მისი დაკვირვება. ყველა ეს ფაქტორი გავლენას ახდენს დამოწმების შედეგზე – დადებითი ან უარყო­ფითი. ოქმების ანალიზი მიზნად ისახავს აღმოა­ჩინოს შეცდომების წყაროები უცვლელი, საერთო ფაქ­ტო­რების განსაზღვრის გზით. მაგალითად, არსებობს შეუსაბამობის მაღალი დონე მოცემული მწარმოებლის გაზომვის საშუალებებს და ეტალონის მეშვეობით დამოწმებულ გაზომვის საშუალებებს შორის, მაგრამ ამ მოცემული სახის გაზომვის საშუალების შესაბამისო­ბა, ჩვეულებრივ მაღალია, თუ დამოწმება ტარდება კონკრეტული დამმოწმებლის მიერ. შესაბამისობის დონის ანალიზი, როგორც ერთი ან რამდენიმე კონტროლირებადი ცვლადის ფუნქცია, შეიძლება ადვილად ჩატარდეს ყველა ცვლადისათვის შესაბამისი ინფორმაციული სისტემების არსებობისას. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს დამმოწმებლის ეჭვებით ან მომხმარებლის საჩივრებით, რომლებიც გულისხმო­ბენ კონკრეტულ ცვლადს. თუ რესურსები საშუალებას იძლევა, დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეიძლება გაანალიზდეს ყველა ცვლადი ერთი მეორის მიყოლებით. საკონტროლო სქემები, რომლებიც აჩვენებენ შესაბა­მი­სობის დონეს, როგორც დროის ფუნქციას გაზომვის საშუალებების მთელი ერთობლიობისათვის ან მისი გარკვეული სეგმენტისათვის, შეიძლება მიუთი­თებდეს ძირითად ტენდეციებზე, რომლებიც გარკვეულ მოვლენე­ბის ან პრობლემების მიზეზებს უკავშირდება. მაგალი­თად, შესაბამისობის დონის ამაღლება ახალი სახის გა­ზომ­ვის საშუალებების ექსპლუატაციაში შეყვანისას; შესაბამისობის დონის მოულოდნელი დაქვეითება ყველა დამმოწმებლის მიერ გამოყენებული დამოწმების მეთო­დიკის შეცვლის შემდეგ; შესაბამისო­ბის დონის სეზონუ­რი მერყეობა. მონაცემების ან ოქმების შედარებითი ანალიზი საუ­კეთე­სოდ ტარდება კვალიფიციური პერსონალის მიერ, რომლებიც კარგად იცნობენ როგორც დასამოწ­მებელი გაზომვის საშუალებებს, ასევე დამოწმების პროცესის კომპონენტებს. 30. მაკორექტირებელი ღონისძიებები მონაცემების ანალიზის შედეგების საფუძველზე მაკო­რექ­ტირებელი ღონისძიებების ჩატარებისას გათვალის­წინებულ უნდა იქნეს, რომ დამოწმების ძირითად მი­ზანს წარმოადგენს დაკანონებული გაზომვის საშუა­ლებებით შესრულებული გაზომვების ცდომილებების მინიმუმამდე დაყვანა და ცალკეული გაზომვის საშუა­ლებისათვის იურიდიულად ვარგისის სტატუსის მინი­ჭება, გაუქმება ან შეჩერება მხოლოდ ერთ-ერთი საშუა­ლებათაგანია. ფაქტობრივად, ეს ღონისძიებები, რომლე­ბიც ეფუძნება მონაცემთა ანალიზს, არ შეიძლება პირდა­პირ უკავშირდებოდეს ცალკეულ გაზომვის საშუა­ლებებს, არამედ შეიძლება უკავშირდებოდეს უფრო განსაზღვრული პრობლემის ზოგად მიზეზებს. ამრიგად, საკანონმდებლო მეტროლოგიის სამსახური ან სხვა დამმოწ­მებლები უნდა ესწრაფოდნენ მათი კომპეტენციის ფარგლებში, გამოავლინონ ეს პრობლე­მები თავიანთ მუშაობაში ცვლილებების შეტანის გზით, შესთავაზოს დამამზადებლს ან მომხმარებელს შეიტანოს დასაშვები და საჭირო ცვლილებები, ან დამტკიცებულ ტიპში ან რეგ­ლამენტებშიც კი ცვლილებების შეტანის ინიცირება მოახდინონ.