ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.08.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №362
სარეგისტრაციო კოდი 010030000.10.003.025255 7
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 21/08/2025
205 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების სახელმძღვანელოს“ მოწონების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 84% 30.01.2020 ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 30.06.2020 საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 81% 19.10.2018 საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 81% 17.05.2017 სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი 81% 22.07.2015

დოკუმენტის ტექსტი

ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №362 2025 წლის 18 აგვისტო ქ. თბილისი ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს ქართული სალიტერატურო ენის ნორმები, შემდეგი დანართების შესაბამისად: 1. „ატრიბუტული მსაზღვრელის შეთანხმება საზღვრულთან ბრუნვასა და რიცხვში“ (დანართი №1). 2. „მსაზღვრელი ზედსართავი სახელის შეთანხმება საზღვრულთან ბრუნვასა და რიცხვში“ (დანართი №2). 3. „მსაზღვრელი რიცხვითი სახელის შეთანხმება საზღვრულთან ბრუნვასა და რიცხვში“ (დანართი №3). 4. „მსაზღვრელი ნაცვალსახელის შეთანხმება საზღვრულთან ბრუნვასა და რიცხვში“ (დანართი №4). 5. „ატრიბუტული მსაზღვრელი არსებითი სახელის შეთანხმება საზღვრულთან ბრუნვასა და რიცხვში“ (დანართი №5). 6. „ნათესაური ურთიერთობის აღმნიშვნელი სახელები ატრიბუტულ მსაზღვრელად“ (დანართი №6). 7. „სახელისა და გვარის მართლწერა“ (დანართი №7). 8. „მე, ვე, ღა, ღაცა ნაწილაკიან სახელთა მართლწერა“ (დანართი №8). 9. „ზედსართავი სახელების წარმოება ბერძნული ენიდან მომდინარე მა-ზე დაბოლოებულ არსებით სახელთაგან“ (დანართი №9). 10. „აფხაზური ენის ბგერითი სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები“ (დანართი №10). 11. „ჩინური ენის მარცვალთა სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები“ (დანართი №11). 12. „ოსური ენის ბგერითი სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები“ (დანართი №12). 13. „აზერბაიჯანული ენის ბგერითი სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები“ (დანართი №13). 14. „სომხური ენის ბგერითი სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები“ (დანართი №14). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე