საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ყოფილი საკავშირო და საკავშირო რესპუბლიკური დაქვემდებარების სამეცნიერო-კვლევითი და სამეცნიერო ტექნიკური ორგანიზაციების საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მართვის ორგანოების იურისდიქციაში გადაცემისა და ამ ორგანიზაციების ფინანსური სახსრებით უზრუნველყოფის შესახებ

მიღების თარიღი 10.03.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №293
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000292 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 3, 31/03/1992
2,668 სიტყვა · ~13 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ყოფილი საკავშირო და საკავშირო რესპუბლიკური დაქვემდებარების სამეცნიერო-კვლევითი და სამეცნიერო ტექნიკური ორგანიზაციების საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მართვის ორგანოების იურისდიქციაში გადაცემისა და ამ ორგანიზაციების ფინანსური სახსრებით უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მი6ისტრთა კაბინეტის დადგენილება №293 1992 წლის 10 მარტი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ყოფილი საკავშირო და საკავშირო რესპუბლიკური დაქვემდებარების სამეცნიერო-კვლევითი და სამეცნიერო ტექნიკური ორგანიზაციების საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მართვის ორგანოების იურისდიქციაში გადაცემისა და ამ ორგანიზაციების ფინანსური სახსრებით უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. გადაეცეს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებს, დეპარტამენტებსა და უწყებებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ყოფილი საკავშირო და საკავშირო-რესპუბლიკური დაქვემდებარების სამეცნიერო-კვლევითი და სამეცნიერო-ტექნიკური ორგანიზაციები ახალი სახელწოდებით, თანახმად დანართისა, აღნიშნული ორგანიზაციების საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მართვის ორგანოების იურისდიქციაში გადასვლისას, მათი ქონების გადაცემა საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში განხორციელდეს უსასყიდლოდ. 2. სამეცნიერო-კვლევითი და სამეცნიერო-ტექნიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ერთი თვის ვადაში უზრუნველყონ ორგანიზაციის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის მდგომარეობის, ბოლო საანგარიშო პერიოდის საბუღალტრო ანგარიშის და სხვა მონაცემების წარდგენა სამინისტროების, დეპარტამენტებისა და უწყებებისათვის, რომელთა დაქვემდებარებაშიც გადადიან  ეს ორგანიზაციები. 3. საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების დაფინანსების 1992 წლის პროგნოზის შედგენისას გაითვალისწინონ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან 150 მილიონი მანეთის გამოყოფა იმ საბიუჯეტო სამეცნიერო ორგანიზაციების დასაფინანსებლად, რომლებიც გადადიან საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მართვის ორგანოების იურისდიქციაში. 4. საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის სოფლისა და სატყეო მეურნეობის სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის კვებისა და გადამმუშავებელი მრეწველობის სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის .ბეჭდვითი სიტყვის დეპარტამენტმა, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კონცერნმა „საქკურორტმა“, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კონცერნმა „საქგაზმა“, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კონცერნმა „საქყოფსერვისმა“, მომხმარებელთა საზოგადოებების ცენტრალურმა კავშირმა (ცეკავშირმა) დარგების სამეცნიერო-ტექნიკური მომსახურების მიზნით უზრუნველყონ როგორც უშუალო დაქვემდებარებაში გადაცემული, ისე სხვა სამეცნიერო-კვლევითი და სამეცნიერო-ტექნიკური ორგანიზაციები შესაბამისი შეკვეთებით, რისთვისაც გამოიყენონ მიზნობრივი დანიშნულების არასაბიუჯეტო სახსრების სპეციალური ფონდები, რომელთა წარმოქმნის წყაროა ამ სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებებისა და კონცერნების დაქვემდებარებაში არსებული საწარმოების, გაერთიანებებისა და ორგანიზაციების მიერ გამოშვებული პროდუქციის (სამუშაოები, მომსახურება) თვითღირებულებაში გათვალისწინებული დანახარჯები დარგობრივი და დარგთაშორისი სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებისა და პროდუქციის (სამუშაოები, მომსახურება) ახალი სახეობათა ათვისების ღონისძიებათა დასაფინანსებლად და რომელთა შექმნაც გათვალისწინებულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 5 სექტემბრის N716 დადგენილებით ამ თვითღირებულების პროცენტულად დადგენილი ოდენობით და ფაქტობრივად წარმოებული პროდუქციის სრული თვითღირებულების მიხედვით. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი  გ. ბერიძე დანართი საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროების, დეპარტამენტების უწყებების დასახელება, რომელთა დაქვემდებარებაში გადადის ორგანიზაცია ორგანიზაციის ახალი დასახელება ორგანიზაციის ძველი დასახელება I. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია 1. ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამკურნალო მცენარეთა ზონალური სადგური (ქ. ქობულეთი) სსრკ სამედიცინო მრეწველობის სამინისტროს სამკურნალო მცენა რეთა საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ამიერ კავკასიის სამკურნალო მცენარეთა ზონალური საცდელი სადგური 2. ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი სსრკ ჰიდრომეტეოროლოგიის კომიტეტის ამიერკავკასიის რეგიონალური სამეცნიერო-კვლევითი ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი 3. ვ. გულისაშვილის სახელობის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტი სსრკ ტყის სახელმწიფო კომიტეტის ე. გულისაშვილის სახელობის სამთო მეტყევეობის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტი 4. წყალთა მეურნეობისა და საინჟინრო ეკოლოგიის ინსტიტუტი სსრკ წყალმშენის წყალთა მეურნე ობის და საინჟინრო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი  ინსტიტუტი II. საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტრო 1. საცხოვრებელი და საზოგადო ებრივ შენობათა ტიპობრივი და    ექსპერიმენტული დაპროექტების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სსრკ სახმშენის საცხოვრებელი და საზოგადოებრივ  შენობათა ტიპო ბრივი და ექსპერიმენტული დაპრო ექტების   სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის  თბილისის ფილიალი 2. მშენებლობის ორგანიზაციის, ტექნოლოგიის, მექანიზაციისა და ტექნიკური დახმარების და საწარმოო ექსპერიმენტული ინსტიტუტი სსრკ სახმშენის მშენებლობის ორგანიზაციის მექანიზაციის და ტექნიკური დახმარების ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ექსპერიმენტული ინსტიტუტის ამიერკავკასიის ფილიალი 3. თბილისის არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სახელმწიფო თეორიის ინსტიტუტი  სსრკ არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სახელმწიფო კომიტეტის თბილისის არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თეორიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი („თბილნიიტაგი“) III. საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრო 1. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სამეც ნიერო-კვლევითი ლაბორატორია სსრკ სურსათისა და შესყიდვის სახელმწიფო კომიტეტის საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია 2. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი სექტორი სსრკ სურსათისა და შესყიდვის სახელმწიფო კომიტეტის საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი სექტორი I V . საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტრო ზღვის თევზის მეურნეობისა და ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სსრკ თევზის მეურნეობის სამინისტროს ზღვის თევზის მეურნეობისა და ოკეანოგრაფიის სამხრეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს განყოფილება V. საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტრო ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სსრკ ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის სამინისტროს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი VI. საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტრო სატელეგრაფო ტექნიკის საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიურო სსრკ კავშირგაბმულობის საშუალებათა სამინისტროს თბილისის სატელეგრაფო ტექნიკის საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიურო VII. საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტრო 1. ი. ვეკუას სახელობის სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინტიტუტი სსრკ ატომური ენერგეტიკისა და მრეწველობის სამინისტროს ი. ვეკუას სახელობის სოხუმის ფიზიკა- ტექნიკის ინსტიტუტი 2. სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სახელმწიფო ცენტრი სსრკ სახსტანდარტის საქართველოს სახსტანდარტის სამმართველო 3. სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ისარის“ მეტროლოგიის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი „სსრკ სახსტანდარტის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ისარის“ მეტროლოგიის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 4. სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ისარის“ სპეციალური საკონსტდრუქტორო ბიურო სსრკ სახსტანდარტის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება სპეციალური საკონსტდრუქტორო ბიურო 5. სტანდარტიზაციისა და მეტრო ლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია სსრკ სახსტანდარტის სტანდარტი ზაციის ხარისხისა და მეტროლოგიის დარგში ხელმძღვანელი და საინჟინრო-ტექნიკური კადრების კვალიფიკაციის ამაღლების საკავ შირო ინსტიტუტის ფილიალის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია 6. სტაბილური იზოტოპების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სსრკ ატომური ენერგეტიკისა და მრეწველობის სამინისტროს სტაბილური იზოტოპების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 7. საზღვაო სამეცნიერო-კვლევითი სადგური (ქ. გაგრა) სსრკ თავდაცვითი მრეწველობის სამინისტროს საზღვაო სამეცნიერო-კვლევითი სადგური (ქ. გაგრა) 8. ხელსაწყოთა კლიმატური გამოცდის ცენტრი (დ. ჩაქვი) სსრკ ხელსაწყოთმშენებლობის სამინისტროს ელექტროსაზომი ხელსაწყოთა საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სარეჟიმო კლიმატური გამოცდის განყოფილება (დ. ჩაქვი) 9. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება „ოპტიკა“ სსრკ - ელექტრონული მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის „პლატანის“ თბილისის ფილიალი 10. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი „ტალღა“ სსრკ კავშირგაბმულობის საშუალებათა სამინისტროს საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი „ტალღა“ 11. მემბრანული ტექნოლოგიის და ტექნიკის დამუშავებისა და დანერგვის საინჟინრო ინსტიტუტი საკავშირო აქციონერთა საზოგადოება „პლოდის“ ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის საკავშირო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების მემბრანული ტექნოლოგიის და ტექნიკის დამუშავების და დანერგვის რესპუბლიკური საინჟინრო ცენტრი 12. მცირე მექანიზაციის პრობლემათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სსრკ ავტომატიზაციისა და სოფლის მეურნეობის მანქანათმშენებლობის სამინისტროს მეცხოველეობისა და საკვებმოპოვების მანქანათ მშენებლობის სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო ინსტიტუტი 13. უსაფრთხოების ტექნიკის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება სსრკ პროფსაბჭოს შრომის დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება 14. რადიაციული ტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სსრკ რადიომრეწველობის სამინისტროს მოსკოვის რადიოტექნიკური ინსტიტუტის თბილისის ფილიალი 15. ტექნიკური ესთეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სსრკ მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტი, ტექინიკური ესთეტიკის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 16. მასალების გამოცდის დარგთაშორისი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (დ. ჩაქვი) სსრკ საავიაციო მრეწველობის სამინისტროს საავიაციო მასალების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი VIII. საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტრო ორგანიზაციის ახალი დასახელება 1. ელექტრონულ-იონური ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი საკავშირო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „კვანტის“ ელექტრო ნულ-იონური ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 2. გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სსრკ ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის კომიტეტის გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის საქართველოს სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 3. ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნისა და ძიების სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ცენტრი სსრკ ნავთობისა და გაზის მრეწველობის სამინისტროს ჩრდილო კავკასიის სახელმწიფო სამეცნიერო- კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტის საქართველოს განყოფილება 4. სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „მიონის“ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სსრკ ელექტრონული მრეწველობის სამინისტროს სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „მიონის“ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 5. საწარმოო გაერთიანება „საქკვებმანქანმშენის“ სათაო სპეციალური საკონსტრუქტორო  ბიურო სსრკ გემთმშენებლობის სამინისტროს საწარმოო გაერთიანება „საქკვებმანქანმშენის“ სათაო სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო 6. საწარმოო გაერთიანება „საქკვებმანქანმშენის“ სათაო სპეციალური ტექნოლოგიური ბიურო „კვებმანქანმშენი“ სსრკ გემთმშენებლობის სამინისტროს საწარმოო გაერთიანება „საქკვებმანქანმშენის“ სათაო სპეციალური ტექნოლოგიური ბიურო „კვებმანქანმშენი“ 7. ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სსრკ თავდაცვითი მრეწველობის სამინისტროს ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტი 8. მცირე სიმძლავრის ელექტრონული მანქანების ტექნოლოგიის - სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტი სსრკ - ელექტროტექნიკური მრეწველობისა და ხელსაწყოთმშენებლობის სამინისტროს მცირე სიმძლავრის ელექტრონული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო–საკონსტრუქტორო ინსტიტუტი 9. სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ელვას“ ავტომა ტიზაციის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სსრკ ელექტროტექნიკური მრეწველობისა და ხელსაწყოთმშენებლობის სამინისტროს სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ელვას“ თბილისის ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 10. საწარმოო გაერთიანება „ელექტროაპარატის“ სპეციალური საპროექტო-საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ბიურო სსრკ ელექტროტექნიკური მრეწველობისა და ხელსაწყოთმშენებლობის სამინისტროს საწარმოო-გაერთიანება „ელექტროაპარატის“ სპეციალური საპროექტო-საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ბიურო 11. სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ანალიზხელსაწყოს“ ანალიზური ტექნიკის ინსტიტუტი სსრკ ელექტროტექნიკური მრეწველობისა და ხელსაწყოთ მშენებლობის სამინისტროს სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ანალიზხელსაწყოს“ ანალიზური ტექნიკის ინსტიტუტი 12. სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ანალიზხელსაწყოს“ სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო სსრკ ელექტროტექნიკური მრეწველობისა და ხელსაწყოთ მშენებლობის სამინისტროს სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ანალიზხელსაწყოს“ სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო 13. სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ანალიზხელსაწყოს“ ტახომეტრიის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო სსრკ ელექტროტექნიკური მრეწველობისა და ხელსაწყოთ მშენებლობის სამინისტროს სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ანალიზხელსაწყოს ტახომეტრიის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო 14. მცირე ელექტრონული მანქანების სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო, საკონსტრუქტორო და ტექნოლოგიური ცენტრი სსრკ ელექტროტექნიკური მრეწველობისა და ხელსაწყოთ მშენებლობის სამინისტროს მცირე ელექტრონული მანქანების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ინსტიტუტის თბილისის ფილიალი 15. საწარმოო გაერთიანება „დილას“ მრეწველობაში საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სსრკ ელექტროტექნიკური მრეწველობისა და ხელსაწყოთ მშენებლობის სამინისტროს საწარმოო გაერთიანება „დილას“ მრეწველობაში საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 16. სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ელმავალმშენებლის“ საპროექტო საკონსტრუქტორო ბიურო სსრკ „ელექტროტექნიკური მრეწველობისა და ხელსაწყოთ მშენებლობის სამინისტროს თბილისის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ელმავალმშენებლის“ საპროექტო საკონსტრუქტორო ბიურო 17. სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ელექტროამძრავის“ ფილიალი „აგრეგატი“ სსრკ ელექტროტექნიკური მრეწველობისა და ხელსაწყოთ მშენებლობის სამინისტროს სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „თბილისი-ელექტროამძრავის“ ფილიალი „აგრეგატი“ 18. ელექტრო შედუღების მოწყობილობათა სამეცნიერო საკონსტრუქტორო და ტექნოლოგიური ინსტიტუტი სსრკ ელექტროტექნიკური მრეწველობისა და ხელსაწყოთ მშენებლობის სამინისტროს ელექტროშედუღების მოწყობილობათა სრულიად საკავშირო სამეცნიერო საკონსტრუქტორო და ტექნოლოგიური ინსტიტუტი 19. სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ავტომატმრეწვის“ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სსრკ ელექტროტექნიკური მრეწველობისა და ხელსაწყოთმშენებლობის სამინისტროს რუსთავის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ავტომატმრეწვის“ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 20. სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ელექტრომექანიკის“ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი „ელექტორმექანიკა“ სსრკ ელექტროტექნიკური მრეწველობისა და ხელსაწყოთ მშენებლობის სამინისტროს სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „საქელექტრომექანიკის“ სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტი „ელექტრომექანიკა“ 21. სამეცნიერო-საწარმოო გაერთ იანება „სპექტრის“ სპეციალური საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიურო სსრკ ქიმიური მრეწველობის სამინისტროს სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „სპექტრის“ სპეციალური საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიურო 22. ქუთაისის საწარმოო გაერთიანება   „ელექტრომექანიკური ქარხნის“ სპეციალური საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიურო სსრკ ელექტრონული მრეწველობის სამინისტროს ქუთაისის საწარმოო გაერთიანება „ელექტრომექანიკური ქარხნის“ სპეციალური საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიურო 23. „პროექტხელსაწყოს“ საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიურო „რემმშენპროექტი“ სსრკ - ელექტრონული მრეწველობის სამინისტროს „პროექტხელსაწყოს“ საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიურო „რემმშენპროექტი“ 24. ჩარხმშენებლობის სპეციალური საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიურო სსრკ ჩარხმშენებლობისა და საინსტრუმენტო მრეწველობის სამინისტროს თბილისის ჩარხმშენებლობის სპეციალური საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიურო 25. საინსტრუმენტო ცენტრი სსრკ ჩარხმშენებლობისა და საინსტრუმენტო მრეწველობის სამინისტროს სათავო სპეციალური საპროექტო-საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ბიურო „ორგპრიმინსტრუმენტი“ 26. მცირეგაბარიტიანი მობილური მანქანებისა და იარაღების სპეციალიზებული საკონსტრუქტორო ბიურო სსრკ ავტომობილებისა და სოფლის მანქანათმშენებლობის სამინისტროს მცირეგაბარიტიანი მობილური მანქანებისა და იარაღების სპეციალიზებული საკონსტრუქტორო ბიურო 27. ელექტროტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სსრკ თავდაცვითი მრეწველობის სამინისტროს ელექტროტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თბილისის ფილიალი 28. სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ქარენერგო“ კონცერნ „ვოდსტროის“ საკავშირო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ქარენერგოს“ საქართველოს ფილიალი 29. მანქანათმშენებლობის საპროექტო-ტექნოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი საკავშირო კონცერნ „ინტოსის“ ჩარხმშენებლობის საპროექტო-ტექნოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 30. ასლგადასაღები, გასამრავლებელი ტექნიკის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო სსრკ ხელსაწყოთმშენებლობის სამინისტროს ასლგადასაღები გასამრავლებელი ტექნიკის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო 31. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „ატოლი“ (ქ. სოხუმი) სსრკ თავდაცვითი მრეწველობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის „ატოლის“ სოხუმის ფილიალი 32. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „კასატკა“ (ქ. გაგრა) სსრკ თავდაცვითი მრეწველობის სამინისტროს სრულიად საკავშირო საწარმოო გაერთიანება „ურანის“ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის „კასატკას“ გაგრის ფილიალი 33. ქვანახშირის ქანისა და გაზის მოულოდნელი გამოფრქვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამეცნიერო ცენტრი სსრკ ქვანახშირის მრეწველობის სამინისტროს მაკეევკის ქვანახშირის ქანისა და გაზის მოულოდნელი გამოფრქვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თბილისის ლაბორატორია 34. სამთოგეომექანიკის და სამარკშეიდერო საქმის სამეცნიერო ცენტრი სსრკ ქვანახშირის მრეწველობის სამინისტროს სამთო გეომექანიკისა და სამარკშეიდერო საქმის სრულიად საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტერიტორიული სექტორი 35. სამთო საქმის ტყიბულის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია სსრკ ქვანახშირის მრეწველობის სამინისტროს ა.ა. სკაჩინსკის სახელობის სამთო საქმის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტყიბულის ლაბორატორია 36. მილსადენი ჰიდროტრანსპორტის საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიურო სსრკ გაზისა და ნავთობის საწარმოთა მშენებლობის სამინისტროს მილსადენი ჰიდროტრანსპორტის სრულიად საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საძიებო ინსტიტუტის თბილისის საპროექტო- საკონსტრუქტორო განყოფილება 37. სოხუმის სამეურნეოანგარიშანი სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი საკავშირო-სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „როტორის“ სოხუმის სამეურნეოანგარიშიანი სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი 38. ელექტროტექნიკური მრეწველობის საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიურო სსრკ ელექტროტექნიკური მრეწველობისა და ხელსაწყოთ მშენებლობის სამინისტროს ელექტროტექნიკური მრეწველობის საკავშირო ცენტრალური საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიუროს თბილისის ფილიალი 39. სახელმწიფო კონცერნ „ავეჯმრეწვის“ სატყეო მრეწველობის თბილისის სამეცნიერო-კვლევითი საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტი სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „საქტყემრეწვის“ ხე-ტყის მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 40. ინფორმაციული საკვლევი სადგური სსრკ ქიმიური და ნავთობგადამმუშავებელი მრეწველობის სამინისტროს ინფორმაციული საკვლევი სადგური სსრკ ქიმიური და ნავთობ გადამმუშავებელი მრეწველობის სამინისტროს ინფორმაციული საკვლევი სადგური 41. ლაქსაღებავების მრეწველობის სამეცნიერო და საპროექტო ცენტრი   (ქ. ბათუმი) სსრკ ქიმიური და ნავთობგადამმუშავებელი მრეწველობის სამინისტროს ლაქსაღებავენის მრეწველობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი 42. სამეცნიერო საწარმო „შრომა“ სსრკ ქიმიური და ნავთობგადამმუშავებელი მრეწველობის სამინისტროს  სამეცნიერო საწარმო „შრომა“ 43. კონცერნ „საქსოფმანქანათმშენის“ სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ინსტიტუტი „საქაგრომანქანა“ სსრკ საავტომობილო და სასოფლო-სამეურნეო მანქნათმშენებლობის სამინისტროს სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „საქსოფმანქანათმშენის“ სამთო მიწათმოქმედების და სუპტროპიკული კულტურების მანქანათა საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ინსტიტუტი 44. ტელევიზორების ქარხანა „ეკრანის“ სპეციალური სამეცნიერო საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ბიურო სსრკ რადიომრეწველობის სამინისტროს ტელევიზორების ქარხანა „ეკრანის“ სპეციალური სამეცნიერო-საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ბიურო 45. საფეიქრო მრეწველობის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი საფეიქრო მრეწველობის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 46. მსუბუქი მრეწველობის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო მსუბუქი მრეწველობის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო 47. მსუბუქი მრეწველობის შრომის ორგანიზაციის ცენტრი მსუბუქი მრეწველობის შრომის ორგანიზაციის ცენტრი 48. პლასტმასების სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო პლასტმასების სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო 49. ქიმიური მრეწველობის შრომის ორგანიზაციის ცენტრი ქიმიური მრეწველობის შრომის ორგანიზაციის ცენტრი 50. სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ბაქტერიოფაგის“ ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსთან ერთობლივ დაქვემდებარებაში) სსრკ სამედიცინო მრეწველობის სამინისტროს სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ბაქტერიოფაგის“ ვაქცინებისა და შრატების თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი IX. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია 1. სუბტროპიკული კულტურების საცდელი სადგური სსრკ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ლენინ გრადის მემცენარეობის საკავშირო ინსტიტუტის სუბტროპიკული კულტურების საცდელი სადგური 2. აფხაზეთის საცდელი სადგური „თამბაქო“ სსრკ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კრასნოდარის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „თამბაქოს“ აფხაზეთის საცდელი სადგური „თამბაქო“ 3. ლაგოდეხის საცდელი სადგური „თამბაქო“ სსრკ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კრასნოდარის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „თამბაქოს“ ლაგოდეხის საცდელი სადგური „თამბაქო“ 4. ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების ჩაის სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - სოხუმის ფილიალით - ზუგდიდის ფილიალით - კოლხეთის ფილიალით (ქ. ფოთი) - ჩაქვის ფილიალით - წყალტუბოს საყრდენი პუნქტით - ქედის საყრდენი პუნქტით - თბილისის რეგიონალური განყოფილებით (საქართველოს რესპუბლიკის სოფლისა და ტყის მეურნეობის სამინისტროსთან ერთობლივ დაქვემდებარებაში) საკავშირო აქციონერთა საზოგადოება „პლოდის“ ჩაის, სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 5. ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა  და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა  და ჩაის მრეწველობის საცდელ-საკონსტრუქტორო ბიურო (საქართველოს რესპუბლიკის სოფლისა და ტყის მეურნეობის სამინისტროსთან ერთობლივ დაქვემდებარებაში საკავშირო აქციონერთა   საზოგადოება „პლოდის“ ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-საწარმო გაერთიანების ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის საცდელ-საკონსტრუქტორო ბიურო 6. ხილ-ბოსტნეულის შენახვის, გადამუშავების სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო ინსტიტუტი „სოიუზპრომტეპლიტას“ ხილ-ბოსტნეულის შენახვის სრულიად საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერიმენტული საკონსტრუქტორო ინსტიტუტი 7. სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „აისი“ საკავშირო საწარმოო გაერთიანება „აგრომრეწვსათბურის“ საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის „აგრომრეწვსისტემის საქართველოს განყოფილება 8. საკვებწარმოების რესპუბლიკური-სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (საქართველოს რესპუბლიკის სოფლისა და ტყის მეურნეობის სამინისტროსთან ერთობლივ დაქვემდებარებაში) „სოიუზსეხოზქიმიის“ სოფლის მეურნეობის აგროქიმიური მომსახურების ცენტრალური ინსტიტუტის ამიერკავკასიის ფილიალი 9. აფხაზეთის ტოქსიკოლოგიური ლაბორატორია სსრკ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ლენინგრადის მემცენარეობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აფხაზეთის ტოქსიკოლოგიური ლაბორატორია 10. აგროეკოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (სოფ. ყარაჯალა) სსრკ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკავშირო მცენარეთა დაცვის კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ტოქსიკოლოგიური ლაბორატორია (სოფ. ყარაჯალა) 11. სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლებთან ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდების სამეცნიერო ცენტრი (ქ. ბათუმი) სსრკ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა კარანტინის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საკარანტინო მავნებლებთან ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდების ლაბორატორია (ქ. ბათუმი) ვეტერინალური სანიტარიისა და ზოოეკოლოგიის რესპუბლიკური სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი სსრკ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკავშირო ვეტერინალური სანიტარიის ჰიგიენისა და ეკოლოგიის  სამეცნიერო-კვლევითი  ინსტიტუტის ამიერკავკასიის განყოფილება X. საქართველოს რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტრო რეგიონალური სამეცნიერო-კვლევითი კლინიკო-დიაგნოსტიკური ცენტრი ამიერკავკასიის რკინიგზის რეგიონალური სამეცნიერო-კვლევითი კლინიკო-დიაგნოსტიკური ცენტრი XI. საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტრო თბილისის შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სსრკ შრომის სახელმწიფო კომიტეტის შრომის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალი XII. საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო 1. სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ბაქტერიოფაგის“ ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროსთან ერთობლივ დაქვემდებარებაში) სსრკ სამედიცინო მრეწველობის   სამინისტროს სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ბაქტერიოფაგის“ ვაქცინებისა და შრატების თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 2. აუდიოლოგიისა და სმენის პროთეზირების სამეცნიერო ცენტრი სსრკ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს აუდიოლოგიისა და სმენის პროთეზირების სამეცნიერო ცენტრი XIII. საქართველოს რესპუბლიკის გეოლოგიის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტი 1. ა. თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი სსრკ გეოლოგიის სამინისტროს ა. თვალჭრელიძის სახელობის კავკასიის  მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი 2. მიწის სითბოს გამოყენების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სსრკ კონცერნ „გაზმრეწვის“ მიწის სითბოს გამოყენების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი და სა- პროექტო ინსტიტუტის თბილისის კომპლექსური განყოფილება XIV. მომხმარებელთა საზოგადოებების ცენტრალური კავშირი (ცეკავშირი) სამომხმარებლო კოოპერაციის პრობლემათა რესპუბლიკური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია „ცენტროსოიუზის“ სამომხმარებლო კოოპერაციის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალი XV. სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტი სამეცნიერო-ინფორმაციული ცენტრი სსრკ სტატსახკომთან არსებული საკავშირო-სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის საქართველოს ფილიალი XVI. საქართველოს რესპუბლიკის სოფლისა და ტყის მეურნეობის სამინისტრო 1. სოფლის მეურნეობის ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო ცენტრი სსრკ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სოფლის მეურნეობის ბიოტექნოლოგიის საკავშირო ინსტიტუტის რეგიონალური ფილიალი 2. სასოფლო-სამეურნეო მანქანების სახელმწიფო საგამოცდო სადგური სსრკ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო მანქანების სახელმწიფო საგამოცდო სადგური 3. ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების ჩაის სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - სოხუმის ფილიალით - ზუგდიდის ფილიალით - კოლხეთის ფილიალით (ქ. ფოთი) - ჩაქვის ფილიალით - წყალტუბოს საყრდენი პუნქტით - ქედის საყრდენი პუნქტით - თბილისის რეგიონული განყოფილებით, (საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერების აკადემიასთან ერთობლივ დაქვემდებარებაში) საკავშირო აქციონერთა საზოგადოება „პლოდის“ ჩაის, სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-საწარმოო, გაერთიანების ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 4. ჩაის, სუბტროპიკული კულტუ რებისა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების ჩაის, სუბტროპიკული კულტუ რებისა და ჩაის მრეწველობის საცდელ-საკონსტრუქტორო ბიურო (საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან ერთობლივ დაქვემდებარებაში) საკავშირო აქციონერთა საზოგადოება „პლოდის“  ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის საცდელ-საკონსტრუქტორო ბიურო 5. საკვებწარმოების რესპუბლიკური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი   (საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან ერთობლივ დაქვემდებარებაში) „სოიუზსელხოზქიმიის“ სოფლის მეურნეობის აგროქიმიური მომსახურების ცენტრალური ინსტიტუტის ამიერკავკასიის ფილიალი XVII. საქართველოს რესპუბლიკის კვებისა და გადამმუშავებელი მრეწველობის სამინისტრო 1. ხორცისა და რძის მრეწველობის ხორცისა და რძის მრეწველობის მართვის ავტომატიზირებული სისტემების სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო ხორცისა და რძის მრეწველობის მართვის  ავტომატიზირებული სისტემების სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს  საქართველოს განყოფილება 2. პურპროდუქტების სამეცნიერო ცენტრი სსრკ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კომბინირებული საკვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი გ. ბერიძე