საერთაშორისო სავალუტო ფონდში, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ფონდში და მასში შემავალ ორგანიზაციებში საქართველოს რესპუბლიკის წევრად მიღების შესახებ
მიღების თარიღი 31.03.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №377
სარეგისტრაციო კოდი 000000430.02(0).000.000304 172
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 3, 31/03/1992
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.03.1992 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საერთაშორისო სავალუტო ფონდში, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ფონდში და მასში შემავალ ორგანიზაციებში საქართველოს რესპუბლიკის წევრად მიღების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №377
1992 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
საერთაშორისო სავალუტო ფონდში, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ფონდში და მასში შემავალ ორგანიზაციებში საქართველოს რესპუბლიკის წევრად მიღების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკა მთავრობა ადგენს:
1. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ეთანხმება:
ა) საერთაშორისო სავალუტო ფონდის (შემდგომში „ფონდი“) შეთანხმების ხელშეკრულებას;
ბ) რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (შემდგომში „ბანკი“) შეთანხმების ხელშეკრულებას;
გ) საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (შემდგომში „კორპორაცია“) შეთანხმების ხელშეკრულებას;
დ) განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (შემდგომში „ასოციაცია“) შეთანხმების ხელშეკრულებას;
ე) კონვენციას, რომელიც აფუძნებს საინვესტიციო დავების რეგულირების საერთაშორისო ცენტრს (შემდგომში „ცენტრი“);
ვ) კონვენციას, რომელიც აფუძნებს მრავალმხრივი ინვესტიციების გარანტიების სააგენტოს (შემდგომში „სააგენტო“);
ზ) ფონდის, ბანკის, კორპორაციის, ასოციაციის და სააგენტოს წევრად საქართველოს რესპუბლიკის მიღების ვადებსა და პირობებს, რომლებიც განსაზღვრულია ამ ორგანიზაციების მმართველი საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციებით.
2. საქართველოს რესპუბლიკა იღებს ვალდებულებას შეასრულოს ფონდის, სპეციალური სესხის უფლებათა დეპარტამენტის წევრობის შედეგად დაკისრებული ყველა მოვალეობა.
3. საქართველოს რესპუბლიკა, როგორც ფონდის წევრი, ეთანხმება ფონდის მმართველობის №45-3 რეზოლუციით დამტკიცებულ ყველა ცვლილებას.
4. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე ბ-ნი ო. ქვილითაია უფლებამოსილია ხელი მოაწეროს ფონდის, ბანკის, კორპორაციისა და ასოციაციის ხელშეკრულებას, ასევე იმ კონვენციებს, რომლებიც აფუძნებენ სააგენტოს და ცენტრს, აგრეთვე სხვა დოკუმენტებს, რომლებიც აუცილებელია ამ დადგენილების 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნათა შესასრულებლად.
5. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე - ბ-ნი ო. ქვილითაია და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი ბ-ნი ვ. ჯინჯიხაძე უფლებამოსილი არიან ისესხონ ან მოითხოვონ ფულადი სახსრები ფონდის, ბანკის, კორპორაციის, ასოციაციის, სააგენტოს და ცენტრისათვის გადასახდელად და ამ მიზნით გამოუშვან უბრუნვადი ფასიანი ქაღალდები და უპროცენტო ობლიგაციები.
მე-5 პუნქტის პირველ ნაწილში მითითებულ პირებს მიეცეთ ნებისმიერი ოდენობის კრედიტები, რომლებიც გადაეხდება ან გადაეცემა საქართველოს ოპერაციებისა და რესპუბლიკას ხელშეკრულების შესაბამისად ფულადი ტრანსაქციების შესასრულებლად.
6. ა) ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს:
1. საფინანსო სააგენტოს ფონდთან ურთიერთობაში, ხელშეკრულების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად;
2. საფინანსო სააგენტოს ბანკთან ურთიერთობაში, ბანკის ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად;
კომუნიკაციის არხს კორპორაციასთან ურთიერთობაში, კორპორაციის ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად;
4. კომუნიკაციის არხს ასოციაციასთან ურთიერთობაში ასოციაციის ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად;
5. კომუნიკაციის არხს სააგენტოსთან ურთიერთობაში, სააგენტოს კონვენციის 38-ე მუხლის თანახმად.
ბ) საქართველოს ეროვნული ბანკი იქნება რესპუბლიკაში არსებული ფულადი ნიშნების საცავი ფონდი, რომლითაც მოხდება ყველანაირი ანგარიშსწორება ფონდთან, ბანკთან, კორპორაციასთან, ასოციაციასთან და სააგენტოსთან.
7. საქართველოს რესპუბლიკის მმართველად ფონდში დაინიშნოს ბ-ნი ი. ქვილითაია, ხოლო ალტერნატიულ მმართველად ბ-ნი ვ. ჯინჯიხაძე.
საქართველოს რესპუბლიკის მმართველად ბანკში დაინიშნოს ბ-ნი ო. ქვილითაია, ხოლო ალტერნატიულ მმართველად ბ-ნი ნ. კაკულია.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო კანცელარიის
მმართველის მოვალეობის შემსრულებელი გ. ბერიძე