გამოგონების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე

მიღების თარიღი 10.03.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №302
სარეგისტრაციო კოდი 000000050.02(0).000.000293
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 3, 31/03/1992
2,829 სიტყვა · ~14 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

გამოგონების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №302 1992 წლის 10 მარტი ქ.   თბილისი გამოგონების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. დამტკიცდეს და შემოღებულ იქნეს სამოქმედოდ 1992 წლის 1 მაისიდან თანდართული დებულება გამოგონების შესახებ. 2. დებულება გამოგონების შესახებ გამოიყენება მისი ძალაში შესვლის შემდეგ წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობათა მიმართ. 3. დაშვებულია საქართველოს რესპუბლიკის პატენტის გაცემა ყოფილი სსრ კავშირის საავტორო მოწმობით ან პატენტით დაცულ გამოგონებებზე, რომელთაც აქვთ პრიორიტეტი 1972 წლის 1 მაისის შემდეგ, ამასთან საქართველოს რესპუბლიკის პატენტის მოქმედების 20-წლიანი ვადა აითვლება გამოგონების არსებული პრიორიტეტიდან. იგივე წესი გავრცელდეს პატენტებზე, რომლებიც გაცემულია უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. 4. უცხოეთის ფიზიკური და იურიდიული პირების სახელზე გაცემული ყოფილი სსრ კავშირის პატენტის მოქმედება გავრცელდეს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, თუ პატენტმფლობელებს წინასწარ, 1992 წლის 1 იანვრამდე აქვთ გადახდილი ბაჟი პატენტის ძალაში შენარჩუნებისათვის, და იმ ვადით, რომელსაც ითვალისწინებდა ბოლო გადახდა. 5. განაცხადები, რომლებიც ყოფილი სსრ კავშირის საპატენტო უწყებაში განხილვის სტადიაში იყო. ან რომლებზეც მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება, მაგრამ არ არის გაცემული საავტორო მოწმობები ან პატენტები, შეიძლება შეტანილ იქნეს „საქპატენტში“, ამასთან მათ შეუნარჩუნდებათ ყოფილი სსრ კავშირის საპატენტო უწყების მიერ დადგენილი პრიორიტეტი. 6. ამ დებულების ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში დაშვებულია პატენტის გაცემა ფიზიკური ან იურიდიული პირების ისეთ სავარაუდო გამოგონებებზე და სასარგებლო მოდელებზე, რომელთა გამოყენება ან პუბლიკაცია საქართველოს რესპუბლიკაში მოხდა 1990 წლის 1 მაისის შემდეგ. 7. ამ დებულებაში მითითებული საპატენტო სასამართლოს შექმნამდე წარმოქმნილი დავების განხილულ იქნეს საერთო სასამართლო წესით. 8. საქართველოს რესპუბლიკაში რაციონალიზატორული წინადადების დაცვა განხორციელდება სპეციალური ნორმატიული აქტით. 9. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროს შეიმუშაოს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან ერთად წინადადებანი გამოგონებაზე და სასარგებლო მოდელებზე საპატენტო უფლებების დაცვის საბაჟო გადასახადების შესახებ და ერთი თვის ვადაში წარმოუდგინოს დასამტკიცებლად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისსახელმწიფო კანცელარიის მმართველის მოვალეობისშემსრულებელი   გ. ბერიძე დებულება „გამოგონების შესახებ“ თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 . საქართველოს რესპუბლიკა იცავს უფლებას გამოგონებაზე და ადასტურებს მას პატენტით. მუხლი 2🔗. პატენტი გაიცემა გამოგონებაზე, რომელსაც ახასიათებს სიახლე, საგამომგონებლო დონე და სამრეწველო გამოყენებადობა. მუხლი 3🔗. გამოგონების სიახლედ ითვლება ის, რაც არ არის ცნობილი ტექნიკის არსებული დონისათვის. მუხლი 4🔗 . გამოგონებას სიახლეს არ უკარგავს მისი არსის გახსნა განაცხადის შეტანამდე არაუმეტეს 6 თვით ადრე, მათ შორის, თუ იგი გამოვლინდა როგორც პირდაპირი ან ირიბი შედეგი: ა) განმცხადებლის ან მისი წინამოსარგებლის მიმართ უფლების აშკარად ბოროტად გამოყენებისა; ბ) განმცხადებლის ან მისი წინამოსარგებლის მიერ გამოგონების წარდგენისა ოფიციალურ ან ოფიციალურად მიჩნეულ გამოფენაზე. მუხლი 5🔗 . ტექნიკის არსებული დონე გულისხმობს ყოველივე იმას, რაც ცნობილი გახდა ფართო წრისათვის წერილობით ან ზეპირი აღწერის, ან საჯარო გამოყენების, ან სხვა გზით, პატენტზე განაცხადის შეტანის თარიღამდე. გამოგონებას გააჩნია საგამომგონებლო დონე თუ იგი სპეციალისტისათვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის არსებული დონიდან. მუხლი 6🔗. გამოგონების სამრეწველო გამოყენებადობა გულისხმობს მეურნეობრიობის ნებისმიერ სფეროში მისი მრავალჯერადი დამზადების ან სარგებლობის შესაძლებლობას. მუხლი 7🔗. გამოგონების ობიექტებია მოწყობილობა, ხერხი, ნივთიერება, მიკროორგანიზმთა შტამი, ცხოველთა და მცენარეთა ქსოვილთა კულტურა, აგრეთვე მოწყობილობის, ხერხის, ნივთიერების და მიკროორგანიზმთა შტამის ახალი დანიშნულებით გამოყენება. მუხლი 8🔗 . მცენარეთა და ცხოველთა ახალი სასელექციო ჯიშების სამართლებრივი დაცვა რეგულირდება სპეციალური საკანონმდებლო აქტით. მუხლი 9🔗. გამოგონებად არ ჩაითვლება: ა) აღმოჩენა, სამეცნიერო თეორია ან მათემატიკური მეთოდი; ბ) ლიტერატურის, ხელოვნების ნაწარმოები ან სხვა მხატვრული შემოქმედება-კონსტრუირების შედეგი; გ) გამომთვლელი მანქანების ალგორითმი ან უშუალოდ პროგრამა; დ) მეურნეობრიობის ორგანიზაციისა და მართვის მეთოდი; ე) აღზრდის, სწავლების მეთოდი და სისტემა, ენის გრამატიკული სისტემა და ა. შ.); ვ) ნაგებობათა, შენობათა, ტერიტორიათა დაგეგმარების პროექტი და სქემა; ზ) პირობითი ნიშანი, განრიგი, წესი; თ) ინფორმაციის მიწოდების ხერხი. მუხლი 10🔗 . პატენტი არ გაიცემა გამოგონებაზე, რომლის გამოქვეყნებამ ან გამოყენებამ შეიძლება არაჰუმანური, ამორალური და ანტისაზოგადოებრივი ქმედობა გამოიწვიოს ან წაახალისოს იგი. თავი II პატენტი და მასთან დაკავშირებული უფლება მოვალეობანი მუხლი 11🔗 . პატენტი ადასტურებს ავტორობას და პრიორიტეტს, ანიჭებს პატენტმფლობელს განსაკუთრებულ უფლებას გამოგონებაზე, რათა მისი გამოყენებით მიიღოს შემოსავალი ან მოგება, პატენტმფლობელი განკარგავს გამოგონებას თავის შეხედულებისამებრ. პატენტმფლობელს შეუძლია გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს პატენტი, დადგენილი წესით გასცეს გამოგონების გამოყენების ლიცენზია, გასხვისების შეთანხმება დადგენილი წესით რეგისტრირდება „საქპატენტში“ და მხოლოდ ამის შემდეგ იძენს იურიდიულ ძალას. მუხლი 12🔗. პატენტის უფლება ეკუთვნის გამოგონების ავტორს ან მის უფლება მონაცვლეს. მუხლი 13🔗 . პატენტით დაცული გამოგონების გაუმჯობესების ან სრულყოფის შემთხვევაში ნებადართულია დამატებითი პატენტის მოთხოვნა. მუხლი 14🔗. გამოგონების ავტორს შეუძლია პატენტის მიღების უფლება დაუთმოს სხვა პირს. მუხლი 15🔗 . პატენტმფლობელს უფლება აქვს გადასცეს პატენტი გამოგონებათა ეროვნულ ფონდს. მუხლი 16🔗. პატენტის მიღების უფლება, მისივე როგორც გაცემული პატენტი, გადადის მემკვიდრეობით. მუხლი 17🔗 . პატენტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 20 წლით განაცხადის შეტანის დღიდან. დამატებითი პატენტი მოქმედებს ძირითადი პატენტის მოქმედების ვადის დარჩენილ პერიოდში. მუხლი 18🔗. გამოგონების ავტორობა განუსხვისებელი უფლებაა. იგი უვადოდ არის დაცული. მუხლი 19🔗 . სამსახურებრივ დავალებასთან დაკავშირებით შექმნილ გამოგონებაზე პატენტი ეძლევა გამომგონებელს. ამ შემთხვევაში იურიდიულ პირს აქვს: ა) უფლება მარტივ ლიცენზიაზე პრიორიტეტის დღიდან; ბ) უპირატესი შესყიდვის უფლება პატენტის განსხვისებისას. თუ პირი უშუალოდ საგამომგონებლო საქმიანობის შესასრულებლად იყო დაქირავებული, პატენტის მიღების უფლება ეკუთვნის იურიდიულ პირს. თავის მხრივ გამომგონებელს უფლება ეძლევა დამატებით მიიღოს გამოგონების გამოყენების ფარდი გასამრჯელო. თავი III საპატენტო საქმიანობის ორგანოები მუხლი 20🔗 . რესპუბლიკაში საპატენტო საქმიანობას ხელმძღვანელობს საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტრო, რომლის შემადგენლობაშია საქართველოს რესპუბლიკის საპატენტო სამსახური („საქპატენტი“). მუხლი 21🔗 . საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტრო და მის შემადგენლობაში არსებული „საქპატენტის“ სამსახური შეიმუშავებენ და ატარებენ საპატენტო საქმიანობის ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას. მუხლი 22🔗. „საქპატენტის“ უფლება-მოვალეობაში შედის: - საპატენტო განაცხადის მიღება, ექსპერტიზის ჩატარება, პატენტის გაცემა, პატენტის მოქმედების შეწყვეტა, იძულებითი ლიცენზიების გაცემა, პატენტის ბათილად ცნობა, სახელმწიფო საპატენტო რეესტრის წარმოება. მუხლი 23🔗 . „საქპატენტის“ თანამშრომლად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე. მუხლი 24🔗 . საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა საპატენტო უფლებათა და მის დაცვასთან დაკავშირებულ საქმიანობას შეიძლება წარმართავდეს პატენტრწმუნებული. მუხლი 25🔗 . პატენტრწმუნებულად შეიძლება აღიარებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე. მუხლი 26🔗 . პატენტრწმუნებულის სტატუსის მინიჭება ხდება სათანადო საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ. მუხლი 27🔗. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიას აყალიბებს საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტრო. მუხლი 28🔗. პატენტრწმუნებულთა სტატუსის აღიარება ხდება სათანადო დოკუმენტაციის გაცემით და რეგისტრაციაში გატარებით დადგენილი სარეგისტრაციო ბაჟის გადახდის შემდეგ. მუხლი 29🔗 . „საქპატენტის“ თანამშრომლები - სპეციალისტები დებენ ფიცს, რომ ისინი კეთილსინდისიერად შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას და საიდუმლოდ შეინახავენ იმ ინფორმაციას, რომელიც მათთვის „საქპატენტის“ სისტემაში მუშაობის პერიოდში გახდება ცნობილი. მუხლი 30🔗 . „საქპატენტში მუშაობის პერიოდში და განთავისუფლებიდან ერთი წლის განმავლობაში მის თანამშრომლებს ეკრძალებათ გამოგონებაზე განაცხადის შეტანა როგორც პირადად, ისე თანაავტორებთან ერთად. მუხლი 31🔗. განმცხადებლის, პატენტმფლობელის ან სხვა პირის „საქპატენტთან“ დავის განსახილველად საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროში იქმნება სააპელაციო პალატა, რომელიც მუშაობს დადგენილი წესით დამტკიცებული დებულების თანახმად. სააპელაციო პალატის თავმჯდომარეა საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის მინისტრი. მუხლი 32🔗. საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტრო ხელმძღვანელობს საპატენტო-საინფორმაციო საქმიანობას, საქართველოს რესპუბლიკის გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საზოგადოებასთან ერთად მეთოდური და სხვა დადგენილი სახის დახმარებას უწევს დაინტერესებულ პირებს საპატენტო-სალიცენზიო საქმიანობაში. თავი IV გამოგონების გამოყენების წახალისება მუხლი 33🔗 . იურიდიული და ფიზიკური პირის მიერ გამოგონების, სასარგებლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუშის წარმოებაში გამოყენების შედეგად მიღებული მოგება ექვემდებარება შეღავათიან დაბეგვრას. მუხლი 34🔗. პირებს, რომლებსაც გამოგონების ან სასარგებლო მოდელის პატენტი აქვთ, უფლება ეძლევათ ამ გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ასათვისებლად საჭირო რეკონსტრუქციის, ხელახალი აღჭურვის, მოდერნიზაციის ან ახალი საწარმოს (საწარმოო ერთეულის) ჩამოყალიბების მიზნით ისარგებლონ სახელმწიფო ან ესის შეღავათიანი კრედიტით. თავი V საპატენტო უფლების გაფორმება მუხლი 35🔗. „საქპატენტში“ პატენტზე განაცხადის წარდგენა ხდება ქართულ ან ნებისმიერ სხვა ენაზე (ტექსტის შემდგომ ქართულად თარგმნის პირობით). განმცხადებელი ვალდებულია თავისი ხარჯით შეასრულოს თარგმანი განაცხადის შეტანიდან 1 თვის ვადაში და უზრუნველყოს განაცხადის ავთენტიკური ტექსტის მიწოდება. მუხლი 36🔗. განაცხადი პატენტის მიღებაზე „საქპატენტში“ შეაქვს ავტორს ან მის უფლებამონაცვლეს ან მის წარმომადგენელს (პატენტრწმუნებულს). მუხლი 37🔗 . საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის არმქონე პირი ან მოქალაქე, რომელსაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ან მისი წარმომადგენელი „საქპატენტთან“ თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს მოქალაქე პატენტრწმუნებულის მეშვეობით. მუხლი 38🔗. საქართველოს რესპუბლიკაში მცხოვრებ პირს საზღვარგარეთ დაპატენტების უფლება ენიჭება საქართველოში პატენტის ასაღებად განაცხადის შეტანიდან არაუადრეს 2 თვის შემდეგ „საქპატენტის“ წერილობითი ნებართვის მიღების შემთხვევაში. მუხლი 39🔗 . განაცხადი პატენტის მიღებაზე უნდა შეიცავდეს: ა) დადგენილი ფორმის საპატენტო განცხადებას; 2) გამოგონების აღწერილობას; გ) ერთ ან რამდენიმე მუხლიანი გამოგონების ფორმულას, რომელიც მთლიანად აღწერილობაზე იქნება დაფუძნებული; დ) ნახაზებს, თუკი ისინი აღწერილობისა და გამოგონების ფორმულის არსის ასახსნელად არის აუცილებელი; ე) გამოგონების რეფერატს; ვ) საგანაცხადო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ საბუთს. ამ მუხლის „ე“ და „ვ“ პუნქტებში ჩამოთვლილი საბუთების წარდგენა შეიძლება განაცხადის „საქპატენტში“ შეტანის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში. მუხლი 40🔗. აღწერილობაში გამოგონება ისეთი სისრულით უნდა იყოს გაშუქებული, რომ მასზე დაყრდნობით სპეციალისტმა შეძლოს ამ გამოგონების განხორციელება. მუხლი 41🔗 . გამოგონების განაცხადი მხოლოდ ერთ გამოგონებას უნდა ეხებოდეს, გამოგონების ერთიანობის დარღვევის შემთხვევაში დასაშვებია პირველი განაცხადის დაყოფა 2 ან მეტ დამოუკიდებელ განაცხადად. დასაშვებია ერთ განაცხადში ორი ან მეტი დამოუკიდებელი გამოგონების წარმოდგენა, თუკი მათ ერთი საგამომგონებლო იდეა აერთიანებთ და გამოგონების სხვადასხვა ობიექტებს წარმოადგენენ. მუხლი 42🔗 . გამოგონების საგანს განსაზღვრავს გამოგონების ფორმულა, რომელიც ერთი ან რამდენიმე მუხლისაგან შედგება. მრავალმუხლიანი გამოგონების ფორმულა უნდა შეიცავდეს ერთ მთავარ და დამოკიდებულ სხვა მუხლებს. თუ გამოგონების სხვადასხვა ობიექტებია წარმოდგენილი, რომლებსაც ერთიანი საგამომგონებლო იდეა აერთიანებთ, მთავარი მუხლების ოდენობა ობიექტების ოდენობის შესაბამისი უნდა იყოს. მუხლი 43🔗. თუ ერთი და იმავე გამოგონებაზე განაცხადები სხვადასხვა დროს არის შესული, პატენტი პირველ განმცხადებელზე გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი განაცხადები ერთი და იმავე დღეს არის შესული, პატენტი მხოლოდ განმცხადებელთა შეთანხმებით მითითებულ პირებზე გაიცემა. თუ შეთანხმების მიღწევა არ ხერხდება, გამოგონებაზე პატენტი არ გაიცემა. მუხლი 44🔗. თუ გამოგონება ორი ან მეტი პირის ერთობლივი (თანაზიარი) შემოქმედებითი შრომის შედეგად არის შექმნილი ან თუ ერთი და იგივე გამოგონების ავტორები ფაქტიურად ერთად და ერთდროულად არ მუშაობდნენ, მათ შეაქვთ ერთობლივი საპატენტო განაცხადი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და ეს ასე ხდება იმ შემთხვევაშიც კი, როცა ყოველი მათგანის შემოქმედებითი წილი გამოგონების შექმნაში განსხვავებულია. თუ რომელიმე ავტორი უარს ამბობს ერთობლივი განაცხადის შეტანაზე, განაცხადის წარდგენის უფლება დანარჩენ ავტორებს ენიჭებათ. მუხლი 45🔗 . პრიორიტეტის უფლება განმცხადებელს ენიჭება დადგენილი წესით სათანადოდ გაფორმებული განაცხადის შეტანის თარიღიდან. პრიორიტეტის უფლება ნიშნავს იმას, რომ პირველ განმცხადებელს უპირატესობა აქეს მოგვიანებით განცხადებულ ნებისმიერ იდენტურ, იგივურად მსგავს გამოგონებაზე, განმცხადებელმა, რომელსაც სურს ისარგებლოს კონვენციური ინ საგამოფენო პრიორიტეტით, ამის შესახებ უნდა მიუთითოს „საქპატენტში“ განაცხადის შეტანისას, კონვენციური პრიორიტეტის დამადასტურებელი დოკუმენტები თან უნდა დაერთოს განაცხადს ან წარდგენილ იქნეს „საქპატენტში" განაცხადის შეტანიდან სამი თვის განმავლობაში, მუხლი 46🔗 . საკონვენციო პრიორიტეტის ფარგლებში ორი ან მეტი განაცხადის გაერთიანებისას დასაშვებია შენარჩუნებულ იქნეს ყოველი მათგანის ადრინდელი პრიორიტეტი, ასევე პირველი განაცხადის ორ ან მეტ ახალ განაცხადად დაყოფისას ყოველ მათგანს უნარჩუნდება პირვანდელი პრიორიტეტი. მუხლი 47🔗 . განაცხადის შეტანის თარიღად ის დღე ითვლება, როცა განმცხადებელმა იგი საქართველოს რესპუბლიკის ფოსტას ჩააბარა ან უშუალოდ წარადგინა „საქპატენტში“. მუხლი 48🔗 . საიდუმლო გამოგონების პატენტის გაცემის წესს სპეციალური აქტი არეგულირებს. მუხლი 49🔗. გამოგონებაზე პატენტის გაცემა ხდება პატენტუნარიანობაზე ექსპერტიზის ჩაუტარებლად. ამასთან, „საქპატენტი“ ქართულ ენაზე შესრულებული განაცხადის შეტანის დღიდან ერთი თვის ვადაში ამოწმებს, დაცულია თუ არა განაცხადის შეტანის დადგენილი ფორმა, ეხება თუ არა ის ერთ გამოგონებას და ხომ არ განეკუთვნება. იგი ისეთ გამოგონებათა რიცხვს, რომელზეც პატენტი არ გაიცემა. ტექნიკის დონის განსაზღვრისათვის „საქპატენტი“ განაცხადის შეტანიდან ექვსი თვის ვადაში უზრუნველყოფს ძიების ჩატარებას, რის საფუძველზეც ადგენს დოკუმენტური დასკვნას და მიანიშნებს ტექნიკის დონის იმ ელემენტებს, რომლებიც შეიძლება გაითვალისწინოს განმცხადებელმა გამოგონების პატენტუნარიანობის შესაფასებლად, ამგვარი ძიების ჩასატარებლად განმცხადებელი იხდის დადგენილ ბაჟს. მუხლი 50🔗 . დოკუმენტური დასკვნა დაუყოვნებლივ გადაეგზავნება განმცხადებელს და თუ „საქპატენტში“ ორი თვის ვადაში არ შემოვიდა მისი უარი, „საქპატენტს“ გამოაქვს გადაწყვეტილება პატენტის გაცემაზე და აქვეყნებს მას ოფიციალურ ბიულეტენში, მუხლი 51🔗 . გამოგონების რეფერატი (ნახაზებით) ქვეყნდება „საქპატენტის“ ოფიციალურ ბიულეტენში. შედავება გამოგონების თაობაზე „საქპატენტში“ შეიძლება შევიდეს რეფერატის ბიულეტენში გამოქვეყნებიდან 90 დღის განმავლობაში. მუხლი 52🔗 . „საქპატენტი“ სრულ ექსპერტიზას ატარებს მევენახეობა-მეღვინეობასთან, მეჩაიეობასთან, მეციტრუსეობასა და მეხილეობასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიურ და ტექნიკურ საშუალებებზე, აგრეთვე მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების ტექნოლოგიებზე და ტექნიკურ საშუალებებზე. მუხლი 53🔗. განმცხადებელს უფლება აქვს „საქპატენტში“ დადგენილი წესით გაასაჩივროს ექსპერტიზის გადაწყვეტილება იმ საკითხთან დაკავშირებით, ექვემდებარება თუ არა მისი განაცხადი სრულ ექსპერტიზას. მუხლი 54🔗 . ამ დებულების 52-ე მუხლში მითითებულ დარგებთან დაკავშირებულ გამოგონებაზე სრული ექსპერტიზა ტარდება განაცხადის შეტანის დღიდან 12 თვის განმავლობაში, ყველა იმ მოთხოვნის მიმართ, რომლებიც განაპირობებენ გამოგონების პატენტუნარიანობას. მუხლი 55🔗. ექსპერტიზის მსვლელობაში ნებადართულია განაცხადში ისეთი ცვლილებების შეტანა, რომლებიც არ გააფართოებენ გამოგონების საგანს და არ შეცვლიან მის არსს. მუხლი 56🔗. გამოგონების აღიარება დასტურდება საპატენტო სიგელის გაცემით. მუხლი 57🔗 . გაცემული საპატენტო სიგელი რეგისტრირდება სახელმწიფო საპატენტო რეესტრში. საპატენტო რეესტრში შეიტანება შემდეგ აუცილებელი მონაცემები: პატენტის ნომერი, გამოგონების სახელწოდება, განაცხადის შეტანის თარიღი და მისი ნომერი, ავტორის დაპატენტმფლობელის ვინაობა და მისამართი, გამოგონებათა საერთაშორისო საკლასიფიკაციო ინდექსი. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს საპატენტო რეესტრის და მოითხოვოს დამოწმებული ამონაწერი ამ რეესტრიდან. მუხლი 58🔗 . „საქპატენტი“ აქვეყნებს ინფორმაციას გამოგონების შესახებ „საქართველოს რესპუბლიკის სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენში“; ამავე ბიულეტენში ქვეყნდება მონაცემები პატენტში ცვლილებების შეტანისა და პატენტის ბათილად ცნობის (გაუქმების) შესახებ, აგრეთვე ყველა სახის ლიცენზიის გაცემის შესახებ. თავი VI საპატენტო უფლებებით სარგებლობის ფარგლები მუხლი 59🔗 . პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლების დარღვევად არ ითვლება: ა) კერძო წესით პირადი სარგებლობისათვის გამოგონების გამოყენება, როდესაც ამგვარი ქმედობა არ ისახავს კომერციულ მიზნებს; ბ) გამოგონების ექსპერიმენტში გამოყენება; გ) გამოგონების რომელიმე ქვეყნის სატრანსპორტო საშუალებაზე გამოყენება, მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემთხვევით ან დროებითი ყოფნის დროს, თუ იგივე შეღავათები საქართველოსთვისაც გარანტირებულია შესაბამისი სახელმწიფოს მიერ. ამ დროს გამოგონება უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ამ საზღვაო ხომალდზე, საფრენ ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებაზე და არა მეწარმოებისათვის; დ) გამოგონების გამოყენება სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიისა და სხვაგვარი საგანგებო ვითარების დროს. მუხლი 60🔗. თუ რომელიმე პირი გამოგონებაზე განაცხადის შეტანის თარიღისათვის კეთილსინდისიერად სარგებლობდა ამ გამოგონებით ან განახორციელა სამზადისი მისი გამოყენებისათვის, მას უფლება აქვს ინდივიდუალურად გამოიყენოს გამოგონება პატენტის მოქმედების მიუხედავად (წინათ სარგებლობის უფლება). მუხლი 61🔗 . პატენტმფლობელის მიერ წლიური ბაჟის გადაუხდელობა იწვევს პატენტის ძალის დაკარგვას. თუკი ბაჟის გადახდილია განსაზღვრული ვადის გადაცილებით, პატენტი ძალაში რჩება დადგენილი საურავის გადახდის შემდეგ. მუხლი 62🔗 . თუ პატენტმფლობელმა წლიური ბაჟი არ გადაიხადა საპატიო მიზეზით, მას უფლება აქვს აღძრას შუამდგომლობა პატენტის აღდგენის თაობაზე. შუამდგომლობა აღიძვრება 2 თვის განმავლობაში დადგენილი საშეღავათო ვადის გასვლის შემდეგ და იგი საპატენტო რეესტრში შეიტანება. მუხლი 63🔗 . თუ პატენტის აღდგენის შესახებ დადებითი გადაწყვეტილებაა გამოტანილი, პატენტიდან გამომდინარე უფლება იურიდიულ ძალას იძენს პატენტის აღდგენის თარიღიდან ერთი თვის ვადაში წლიური ბაჟის გადახდის შემდეგ. ამასთან, დამატებითი ბაჟის ოდენობა დარჩენილი საბაჟო გადასახადების ოდენობის ტოლია. მუხლი 6🔗 4. ნებისმიერ პირს, რომელმაც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე პატენტის ძალის დაკარგვის თარიღისა და მისი აღდგენის თარიღის შუალედში კეთილსინდისიერად გამოიყენა ან განახორციელა სამზადისი იმ გამოგონების გამოყენებისათვის, რომელიც პატენტის საგანს შეადგენს, უფლება აქვს განაგრძოს მისი გამოყენება საკუთარი მეწარმეობისათვის. ამ უფლების გადაცემა დასაშვებია მხოლოდ იმ საწარმოსთან ერთად, რომელზეც იგი ვრცელდება (შემდგომსარგებლობის უფლება). მუხლი 65🔗 . პატენტი ძალას კარგავს „საქპატენტში“ პატენტმფლობელის მიერ საკუთარ პატენტზე წერილობითი უარის განცხადების შემთხვევაში. პატენტი ძალადაკარგულად ითვლება პატენტმფლობელის უარის ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნების თარიღიდან. მუხლი 66🔗 . პატენტი უქმდება, თუკი დადგინდა, რომ: ა) პატენტმფლობელი არ აღმოჩნდა გამომგონებელი, არც მისი უფლებამონაცვლე და მას არ ჰქონდა პატენტის მიღების სხვაგვარი უფლება; ბ) პატენტის საგანი არ არის პატენტუნარიანი; გ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ გამოგონებებს, რომლებზეც თანახმად ამ კანონისა, პატენტი არ გაიცემა. დ) პატენტი არ აღწერს გამოგონებას ისეთი სისრულით, რომ შესაძლებელი იყოს მისი განხორციელება; ე) პატენტის საგანი სცილდება იმ განაცხადის შინაარსის ფარგლებს, რომლის მიხედვითაც დადგინდა პრიორიტეტი. მუხლი 67🔗 . პატენტის სრული ან ნაწილობრივ ბათილებას უკუქცევითი ძალა აქვს პატენტზე განაცხადის შეტანის თარიღიდან. მუხლი 68🔗. პატენტმფლობელს უფლება აქვს გასცეს ლიცენზია სხვა პირზე მათი შეთანხმების საფუძველზე. მუხლი 69🔗 . ყოველი სალიცენზიო ხელშეკრულება „საქპატენტში“ რეგისტრირდება სათანადო ბაჟის გადახდის შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში სალიცენზიო ხელშეკრულება დადებულად არ ითვლება. მუხლი 70🔗 . იმ შემთხვევაში, თუ დაპატენტებული გამოგონება არასაკმარისად არის გამოყენებული ან არ იყენებენ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, „საქპატენტს“ საპატენტო სიგელის გაცემის თარიღიდან 4 წლის შემდეგ უფლება აქვს ნებისმიერი პირის მოთხოვნით აიძულოს პატენტმფლობელი გასცეს ლიცენზია ამ პირზე (იძულებითი ლიცენზია). იძულებითი ლიცენზია გაიცემა მხოლოდ ფარდის ანაზღაურების პირობით. მუხლი 71🔗 . იძულებითი ლიცენზია გაიცემა, თუ: ა) მოთხოვნილება დაპატენტებული გამოგონების გამოყენებაზე არ კმაყოფილდება; ბ) გამოგონების გამოყენება ფერხდება და დამოკიდებულია ადრე გაცემული მოქმედი პატენტისაგან; გ) პატენტმფლობელი ნებაყოფლობით არ იძლევა. ლიცენზიას სამართლიანი პირობებით. მუხლი 72🔗. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს უფლება აქვს მოახდინოს ნებისმიერი პატენტის იძულებითი ლიცენზირება. მუხლი 73🔗 . ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, იმ პატენტების მიმართ, რომლებიც გაცემულია ფარმაცევტულ პრეპარატებზე, ამ პრეპარატების მიღების ხერხებზე, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ოფიციალური ლიცენზირების რეჟიმი, იმ შემთხვევაში, თუ ეს პრეპარატი მომხმარებელს მიეწოდება არასაკმარისად, ან დაბალი ხარისხისა ან გაუმართლებლად მაღალ ფასებში, ხოლო მკურნალობის და დიაგნოსტიკის ხერხების, აგრეთვე საშუალებების გამოუყენებლობა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ამ მუხლის პირველ ნაწილში და ამ დებულების 72-ე მუხლში აღნიშნული იძულებითი ლიცენზირების რეჟიმზე არ ვრცელდება ამავე დებულების 70-ე მუხლში მითითებული ოთხწლიანი ვადა. თავი VII სასარგებლო მოდელი მუხლი 74🔗 . პატენტი გაიცემა სასარგებლო მოდელზე, რომელიც განეკუთვნება მოწყობილობათა, ნივთიერებათა და ხერხების გაუმჯობესებას და რომელსაც ახასიათებს სიახლე და სარგებლიანობა მისი გამოყენებისას. მუხ ლი 75. სასარგებლო მოდელზე განაცხადის წარდგენის წესი და ფორმა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში გასაჩივრების წესი იგივეა, რაც გამოგონებისათვის. მუხლი 76🔗 . პატენტის გაცემა სასარგებლო მოდელზე ხდება სიახლისა და პრაქტიკული სარგებლიანობის ექსპერტიზის ჩაუტარებლად. მუხლი 77🔗 . სასარგებლო მოდელზე პატენტის მოქმედების ვადა განისაზღვრება განაცხადის შეტანის დღიდან 8 წლით. მუხლი 78🔗 . „საქპატენტი“ ცალკეული კონკრეტულ შემთხვევაში უშვებს სასარგებლო მოდელის გამოგონებად აღიარებას, თუკი ამას მოითხოვს განმცხადებელი, ამგვარი მოთხოვნა დასაშვებია პატენტის გაცემაზე გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 2 წლისა. მუხლი 79🔗. იმ შემთხვევაში, თუ „საქპატენტი“ ჩათვლის, რომ სასარგებლო მოდელად განცხადებული ობიექტი განეკუთვნება სამრეწველო ნიმუშების ან გამოგონებათა ობიექტებს, განმცხადებელს ეძლევა განაცხადის გადაფორმების წინადადება, ამასთან, პრიორიტეტი დგინდება პირველი ადრინდელი განაცხადის წარდგენის დღიდან. მუხლი 80🔗 . გამოგონების პატენტის გაცემის დღიდან 3 წლის განმავლობაში დასაშვებია ამ გამოგონების სასარგებლო მოდელად გადაფორმება. თავი VIII საპატენტო დავები და სანქციები მუხლი 81🔗 . დავებს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებასთან პატენტის გაცემაზე უარის თქმის, იძულებითი ლიცენზიების გაცემის თაობაზე, აგრეთვე გაცემული პატენტის ნაწილობრივ ან მთლიანად ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და დავებს საზღვარგარეთ დაპატენტებაზე ან საზღვარგარეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის გამოგონების გამოყენებაზე უფლების გადაცემის უარის თაობაზე, განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან არსებული საპატენტო სასამართლო. ყველა სხვა დავა განიხილება საერთო სასამართლო წესით. მუხლი 82🔗. კონტრაფაქტორი, რომელიც არასანქცირებულად ამზადებს დაპატენტებულ გამოგონებას, იყენებს და შემოაქვს იგი სამოქალაქო ბრუნვაში ან სხვაგვარად სარგებლობს ამ გამოგონებით, პასუხს აგებს ფულადი ჯარიმით და ზიანის მიყენების ანაზღაურებით, დამრღვევი მოქმედების აკრძალვით. გამოგონების არსის განზრახ გამჟღავნებას „საქპატენტში“ გამოქვეყნებამდე, აგრეთვე ავტორობის მითვისების, თანაავტორობაზე იძულების და ამ მუხლის პირველ აბზაცში აღნიშნულ დარღვევათა მოქალაქის მიერ განზრახ ჩადენას შეიძლება მოყვეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. მუხლი 83🔗 .  არაკეთილსინდისიერი მოპასუხის მიმართ სარჩელის წარდგენაზე   სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება. მუხლი 84🔗 . სასამართლოს უფლება აქვს დააკისროს კონტრაფაქტორს თავისი გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნება. თავი IX დასკვნითი დებულებანი მუხლი 85🔗 . უცხოელი მოქალაქენი, მოქალაქეობის არმქონე პირნი და უცხოელი იურიდიული პირები სარგებლობენ ამ კანონით და საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეების და იურიდიული პირების თანაბრად, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე დებულებით და მოქმედი კანონმდებლობის სხვა აქტებით. მუხლი 86🔗. თუ საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებით (შეთანხმებით) დადგენილია ამ დებულებისაგან განსხვავებული წესი, მაშინ მოქმედებს საერთაშორისო ხელშეკრულებით (შეთანხმებით) განსაზღვრული წესები.