ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.08.2025
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.115.016443 2024
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 22/08/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.08.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტის განვითარების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 25.01.2018
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის,
ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლებისა და კულტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2025 წლის 21 აგვისტო
დაბა ლენტეხი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის დებულება დანართი №1-ის მიხედვით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №12 (www.matsne.gov.ge, 010260020.35.115.016254, 02/02/2018 წ.) დადგენილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტის განვითარების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი
დანართი №
1
ლენტეხის
მუნიციპალიტეტის
მერიის
პირველადი
სტრუქტურული
ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტის
განვითარებისა
და
კულტურული
მემკვიდრეობის
დაცვის
სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის–განათლების, კულტურის, სპორტის განვითარების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახური
1. მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის განვითარების და კულტურული მემკვიდრეობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, ხოლო თანამდებობრივი სარგოები მტკიცდება „მერიის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ნორმატიული აქტით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულების ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან (ტექსტში შემდგომ – განყოფილება).
2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) განათლების და კულტურის განყოფილება;
ბ) სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების განყოფილება;
გ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის განყოფილება;
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობას ახორციელებს განყოფილების უფროსი.
4. სამსახური შედგება განყოფილების უფროსის და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-12 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების, კულტურის, სპორტის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაციას;
გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებებთან მუშაობის კოორდინაციას;
დ) მუნიციპალურ სპორტულ დაწესებულებებთან მუშაობის კოორდინაციას;
ე) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლების, სპორტის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ვ) განახორციელიელებს ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას;
ზ) მუნიციპალიტეტის მერიაში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე მდგომარეობის შესწავლას, აღნიშნული საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას და ღონისძიებების კოორდინაციას;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
სამსახურის განათლებისა და კულტურის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის განათლების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) სააღმზრდელო დაწესებულებებთან მუშაობის კოორდინაციას;
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
ე) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ვ) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
ზ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და
კულტურის სხვა დაწესებულებებთან მუშაობის კოორდინაციას;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
სამსახურის სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების ფუნქციები
სამსახურის სპორტის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების განვითარების ხელშეწყობას;
დ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას;
ე) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას;
ვ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
თ) ტურიზმისა და ტურისტული ინფრასტრუტურის განვითარების ხელის შეწყობის მიზნით ღონისძიებათა დაგეგმვას.
მუხლი 6🔗.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის განყოფილება
სამსახურის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების, ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, მემორიალური, რელიგიური, ესთეტიკური, მხატვრული, მეცნიერული თუ სხვა კულტურული ღირებულებების აღრიცხვას, დაცვას, შენარჩუნებას, პოპულარიზაციას, არასათანადო და თვითნებური ქმედებების აღკვეთას შესაბამის სამსახურთან ერთად;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების მოვლა-პატრონობისა და დაცვის მიზნით ღონისძიებათა დაგეგმვას;
გ) სამსახურის სამოღვაწეო არეალში არსებული კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვის, კულტურული, სპორტული ახალგაზრდული საქმიანობისა ტურისტული ღონისძიებების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებას და საინფორმაციო ბაზის შექმნას.
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗.
დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.