,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№227
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.001.172
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 168, 27/11/2008

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №227

2008 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე,

    მუხლი 1.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №54, მუხლი 460) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ტ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ტ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ წარმოდგენილ ინფრასტრუქტურის განვითარების სამოქმედო გეგმას.“.

2. მე-4 მუხლში:

ა) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ა.გ“ ქვეპუნქტი;

ბ) პირველი პუნქტის “გ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.დ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო.“.

3. ამოღებულ იქნეს 41 მუხლის მე-3 პუნქტი.

4. 41 მუხლის მე-10 პუნქტს დაემატოს „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

“ე) ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით სახელმწიფო ენის სწავლების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება, განხორციელება;

ვ) განათლების მართვის ინფორმაციული სისტემების დანერგვის ხელშემწყობი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება, განხორციელება;

ზ) ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროგრამებისა და პროექტების ფარგლებში ღია კონკურსის საფუძველზე გრანტების გაცემა და გაცემული გრანტების განხორციელებისათვის კონტროლის დაწესება;

თ) მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარების გადაცემის უზრუნველყოფა;

ი) ქართული ინფორმაციული ვებრესურსების შექმნა.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.11.2008.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““?
„,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 26.11.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №227. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.10.003.001.172.
სად არის „,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.11.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““, №227, 26.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.001.172 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6610/