სახელმწიფო ინსპექტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.08.2006
ძალის დაკარგვა 30.11.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №744
სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.009.136
გამოქვეყნების წყარო სსმ, 112, 24/08/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,240 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.08.2006 მიღება
30.11.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო ინსპექტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:9.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:-4.1pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.ListBullet1, li.ListBullet1, div.ListBullet1 {mso-style-name:"List Bullet 1"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:27.0pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-.25in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin-top:0in; margin-right:-48.0pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:53.95pt 1.25in 44.95pt 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.009.136 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  მინისტრის ბრძანება №744 2006 წლის 21 აგვისტო ქ. თბილისი სახელმწიფო ინსპექტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ „გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესა­ხებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნ­ქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სახელმწიფო ინსპექტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების თანდართუ­ლი ინსტრუქცია. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დ. ტყეშელაშვილი ინსტრუქცია სახელმწიფო ინსპექტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების შესახებ თავი I. ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. ინსტრუქციის რეგულირების სფერო და მიზანი 1. წინამდებარე ინსტრუქცია განსაზღვრავს საქარ­თვე­ლოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულე­ბა – გარემოს დაცვის ინსპექციის (შემდგომში – ინსპექცია) მიერ გარემოს დაცვის სფეროში სახელმწი­ფო ინსპექტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმის­წარ­მოების ძირითად პრინციპებს, მოთხოვნებსა და პროცედურებს. 2. ინსტრუქციის მიზანია უზრუნველყოს ინსპექციის თანმიმდევრული, თანაზომიერი, სამართლიანი, შედეგზე ორიენტირებული და ეკონომიკურად ეფექტური საქმია­ნობა.     მუხლი 2🔗. გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განსაზღვრება და მიზნები 1. გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლი ხორ­ციელდება სხვადასხვა სამართლებრივი მექანიზმე­ბის გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფენ გარემოს­დაცვით კანონმდებლობის შესრულებას, მათ შორის: ა) გარემოსდაცვით მოთხოვნათა ნებაყოფლობითი შესრულების ხელშეწყობას რეგულირების ობიექტების ინფორმირებისა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულების სხვა ხელშემწყობი პირობების შექმნით; ბ) სახელმწიფო ინსპექტირების განხორციელებით; გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმი­ნის­ტრაციული ზომების გატარებითა და სისხლის სამართლის საქმეთა უფლებამოსილ საგამოძიებო ორ­განოებში გადაცემით. 2. გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება სახელმწიფო ხელისუფლების ორგა­ნოებ­თან, რეგულირების ობიექტებთან, საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური თანამ­შრომლობით. 3. გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის მიზანია: ა) ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის უსაფრთხო სამეურნეო საქმიანობის უზრუნველყოფა; ბ) გარემოს დაცვის სფეროში სოციალური პასუხის­მგებლობისა და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მი­საღები ქცევის დამკვიდრება; გ) რეგულირების ობიექტების კანონმორჩილების დონის ამაღლება და კანონდარღვევათა შემაკავებელი ატმოსფეროს შექმნა; დ) კანონებისა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისადმი ნდობის განმტკიცება.     მუხლი 3🔗. გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პრინციპები გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლი ხორ­ციელ­დება შემდეგი პრინციპების შესაბამისად: ა) საბოლოო გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური შედეგების მიღწევა მინიმალური დანახარ­ჯების გაწევით; ბ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას რეგულირების ობიექტების უფლებების დაცვა; გ) კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფისას პრევენციულ ღონისძიებათა უპირატესი გამოყენება დარღვევათა გამოვლენასა და მისი შედეგების აღმოფ­ხვრას­თან შედარებით; დ) თანამიმდევრულობა, რაც გულისხმობს ანალო­გიურ გარემოებათა არსებობისას ყველა დამრღვევის მიმართ ერთნაირი მეთოდების გამოყენებას; ე) საკონტროლო საქმიანობის გამჭვირვალობა და ანგარიშგება; ვ) საქმიანობის მეთოდებისა და ინსტიტუციონალური საფუძვლების რეგულარული სრულყოფა; ზ) სახელმწიფო მოხელეთა პროფესიონალიზმი, კომპე­ტენ­ტურობა და ეთიკური ქცევა.     მუხლი 4🔗. გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის მოქმედების სფერო 1. ინსპექცია ახორციელებს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლს. 2. გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლი ხორციელ­დება ყველა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით. 3. ტრანსსასაზღვრო დაბინძურების თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით ინსპექცია თანამშრომ­ლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა ქვეყ­ნების შესაბამის სამსახურებთან. თავი II. სახელმწიფო ინსპექტირება     მუხლი 5🔗. სახელმწიფო ინსპექტირების ზოგადი ასპექტები 1. სახელმწიფო ინსპექტირება გარემოს დაცვის სფეროში გულისხმობს რეგულირების ობიექტზე გარემოსდაცვით მოთხოვნათა შესრულების მდგომარეო­ბის შემოწმებას. 2. გარემოსდაცვითი სახელმწიფო ინსპექტირება (შემდგომში – შემოწმება) მოიცავს: ა) რეგულირების ობიექტის ადგილზე დათვალიე­რებას და მოწყობილობა-დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებას; ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვ­ნებისა და სხვა სავალდებულო წესების დაცვის შემოწ­მებას; გ) ყველა სახის სავალდებულო გარემოსდაცვითი ანგარიშებისა და მოთხოვნების შემოწმებას; დ) თვითმონიტორინგის შედეგების შესწავლასა და შემოწმებას, რომელიც ხორციელდება უშუალოდ რეგულირების ობიექტის მიერ ან მისი სახელით; ე) რეგულირების ობიექტზე განხორციელებული გა­რე­მოსდაცვითი სამუშაოების შეფასებას; ვ) გარემოსდაცვითი ნაგებობებისა და შესაბამისი მოწყო­ბილობების შემოწმებას; ზ) რეგულირების ობიექტის მიერ წარმოებული შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტების შემოწმებას. 3. შემოწმებაში მონაწილეობენ ინსპექციის თანამ­შრომლები ინსპექციის უფლებამოსილი პირის მიერ გა­მოცემული გადაწყვეტილების საფუძველზე, ასევე სხვა პირები, რომელთაც კანონიერი უფლება აქვთ მონა­წილეობა მიიღონ შემოწმებაში და შესამოწმებელი რეგულირების ობიექტის წარმომადგენლები. 4. შემოწმების პროცესში შესაძლებელია მონაწი­ლეობდნენ ექსპერტები ისეთი საკითხების შესასწავლად, რომლებიც სპეციალურ ცოდნასა და უნარებს საჭი­როებენ და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს ინსპექ­ციისათვის. 5. რეგულირების ობიექტის შემოწმება შეიძლება განხორციელდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული გეგმური ან არაგეგმური წესით. 6. შემოწმება არ აჩერებს რეგულირების ობიექტის საწარმოო პროცესს, გარდა კანონმდებლობით გათვა­ლის­წი­ნებული შემთხვევებისა ან ობიექტური ტექნიკური გარემოებებისა. 7. ადამიანური და მატერიალური რესურსების რა­ციო­ნალური გამოყენების მიზნით, გეგმური შემოწმებე­ბი შეძლებისდაგვარად კომპლექსურ ხასიათს ატარებს. 8. რეგულირების ობიექტი უზრუნველყოფს ოფი­ციალური წარმომადგენლის დასწრებას ობიექტის უშუალო შემოწმების პროცესში. 9. რეგულირების ობიექტი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, აღჭურვოს ინსპექციის წარმომადგენლები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით მიაწოდოს მათ ინფორმაცია უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ, გამოუყოს მათ სამუშაო ადგილი და უზრუნველყოს მათი ორგანი­ზაციულ ტექნიკასთან (კომპიუტერი, ფაქსი, ქსეროქსი და სხვა) ხელმისაწვდომობა.     მუხლი 6🔗. გეგმური და არაგეგმური შემოწმება 1. გეგმური შემოწმება ხორციელდება ინსპექციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რომელიც შემუშავდება შემოწმებათა კანონმდებლობით დადგენილი სიხშირისა და საერთაშორისო (მათ შორის ევროკავშირში მოქმედი) ორიენტირების გათვალისწინებით. შესაძლებელია დაიგეგმოს შემოწმებათა განხორციელება რეგულირების ობიექტების წინასწარი გაფრთხილებით მოსალოდნელი შემოწმების თაობაზე ან გაუფრთხილებლად. 2. ინსპექციის სამოქმედო გეგმა მუშავდება სამი­ნისტროს სტრატეგიული პოლიტიკისა და მითითებე­ბის შესაბამისად, რომელიც გამომდინარეობს გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებული ძირითადი პრობ­ლე­მებიდან, რეგულირების ობიექტების ნუსხისა და გარემოს მონიტორინგის შედეგებიდან. 3. არაგეგმური შემოწმება ხორციელდება ექსტრემა­ლური და ავარიული სიტუაციების დროს. 4. არაგეგმური შემოწმების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ინსპექციის უფროსი ან ინსპექ­ციის ტერიტორიული ორგანოს უფროსი. მუხლი. 7. შემოწმების ხანგრძლივობა 1. შემოწმება დაწყებულად ითვლება იმ მომენტიდან, როცა რეგულირების ობიექტს წარედგინა შემოწმების უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დო­კუ­მენტი (გეგმა გარემოსდაცვითი შემოწმების ჩატარების შესახებ). 2. შემოწმების ხანგრძლივობა ობიექტზე არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. 3. შემოწმების მიმდინარეობა შესაძლოა შეჩერებულ იქნეს იმ დროის განმავლობაში, რომელიც საჭიროა ინ­სპექციის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნი­სა და ამ ინფორმაციის მიღებისათვის. 4. შემოწმება ითვლება დასრულებულად, როდესაც შედგება აქტი „გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შემოწმების შესახებ“. თავი III. შემოწმების მომზადება     მუხლი 8🔗. ინსპექტირებამდელი შესწავლა 1. შემოწმების დაწყებამდე მიმდინარეობს რეგულირე­ბის ობიექტის (შემდგომში – ობიექტის) ინსპექტირე­ბამდელი შესწავლა, რომლის დროს მათ შორის დგინ­დება: ა) ზოგადი ინფორმაცია რეგულირების ობიექტის შესახებ (მათ შორის, საკანონმდებლო მოთხოვნები, ნებარ­თვის/ლიცენზიის პირობები, ანგარიშები, ტექნო­ლო­გიური პროცესების აღწერილობა, რეგულირების ობიექტის მიერ მოწოდებული სხვა ნებისმიერი ინფორ­მაცია, მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებები, და ახალი კანონმდებლობა, რომელიც გავლენას ახდენს ნებართვის/ლიცენზიის პირობებზე და ა.შ.); ბ) ადრე განხორციელებული შემოწმებისას (ან შემოწმებებისას) გატარებული ღონისძიებები, შედეგები, დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მდგომა­რეო­ბა; ასევე მოქალაქეთა საჩივრები ან სხვა ორგანოე­ბიდან მიღებული ინფორმაციები; გ) რეგულირებადი ტექნოლოგიური პროცესის გარ­კვეული ასპექტების შესწავლისა და/ან ლაბორატო­რიული გაზომვებისა და სინჯების აღების მიზნით ექსპერტების შემოწმების პროცესში მონაწილეობის საჭიროება; დ) შემოწმების ჩატარების ხანგრძლივობა, შემოწმე­ბისათვის საჭირო მატერიალური და საკადრო რესურ­სები; ე) ობიექტზე დაწესებული უსაფრთხოების მოთხოვ­ნები. 2. ინსპექტირებამდელი შესწავლის დასრულების შემდეგ ინსპექციის უფროსი ან ინსპექციის ტერიტო­რიული ორგანოს უფროსი იღებს გადაწყვეტილებას შემოწმების ჩატარების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს შემოწმების მოცულობას, ხასიათს, შემმოწმებელ პი­რებს, შემოწმების დაწყებისა და დამთავრების თარიღს და სხვა დეტალებს.     მუხლი 9🔗. შემოწმებისთვის საჭირო მასალები 1. შემოწმების პროცესში შემმოწმებელი ვალდებუ­ლია ობიექტზე თავისი კანონიერი საქმიანობის განსახორციელებლად თან იქონიოს: ა) უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული დოკუ­მენტი – გეგმა გარემოსდაცვითი შემოწმების ჩატარების შესახებ; ბ) პირადობის (სამსახურებრივი) მოწმობა. 2. შემმოწმებელს ასევე უფლება აქვს თან იქონიოს ნებისმიერი აღჭურვილობა ან მასალები, რომლებიც ესაჭიროება მას შემოწმების პროცესის სრულყოფილად განხორციელებისათვის, მათ შორის: ა) კავშირგაბმულობის საშუალებები; ბ) შესაბამისი სქემები, რუკები, პარამეტრების ჩამონათვლები ან სხვა დოკუმენტები; გ) შესამოწმებელი ობიექტის მიერ მოწოდებული ანგარიშგებისა და სხვა მონაცემები; დ) ობიექტის სრული ანგარიშები და ანგარიშები გარემოსდაცვითი გეგმების შესრულების მიმდინარეობის შესახებ (მათი არსებობის შემთხვევაში); ე) ანგარიშები ბოლო პერიოდში წარმოქმნილი ავარიული (საგანგებო) სიტუაციების შესახებ; ვ) ფოტო და/ან ვიდეოკამერა და სხვა აღჭურვილობა და მასალები. თავი IV. შემოწმების განხორციელება     მუხლი 10🔗. შესამოწმებელ ობიექტზე შესვლა და წინასწარი თათბირი 1. ობიექტზე მისვლისთანავე შემმოწმებელი ვალ­დებუ­ლია ობიექტის ხელმძღვანელობას ან ობიექ­ტის სრულუფლებიან წარმომადგენელს წარუდგინოს პირადობის მოწმობა, შემოწმების უფლებამოსილების დამადას­ტურებელი დოკუმენტი – გეგმა გარემოსდაცვითი შემოწმების ჩატარების შესახებ. 2. შემოწმების დაწყებამდე შეიძლება გაიმართოს წინასწარი შეხვედრა შემოწმების მიზნების საკითხების განსახილველად. 3. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შემოწმების განხორციელების პროცესში შემმოწმებელს უფლება აქვს მიმართოს ობიექტის ხელმძღვანელს ზო­გიერთი საქმიანობის შეზღუდვის თაობაზე, თუ სხვა გზით შემოწმების სამუშაოების ჩატარება შეუძლე­ბელია. აღნიშნულმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს ავარიული სიტუაციების შექმნა.     მუხლი 11🔗. რეგულირების ობიექტისა და სხვა სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობა შემოწმების პროცესში 1. ობიექტის ხელმძღვანელობა ვალდებულია ხელი შეუწყოს შემმოწმებელს შემოწმების პროცესში მისი კანონიერი ქმედებების განხორციელებისას. 2. ობიექტის წარმომადგენლის უარი შემოწმების პროცესში მისი მონაწილეობის შესახებ არ აჩერებს საკონტროლო მოქმედებების განხორციელებას. 3. შემოწმებაში სხვა სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლების, ექსპერტების და სპეციალისტების მონაწილეობა ფიქსირდება აქტში „გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შემოწმების შესახებ“.     მუხლი 12🔗. ობიექტზე განხორციელებული ქმედებები 1. შემოწმების პროცესში ობიექტზე განხორციე­ლებულ ქმედებებს განეკუთვნება: ა) ობიექტის ვიზუალური დათვალიერება და ობიექ­ტზე ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება; ბ) შემოწმების გეგმით გათვალისწინებული კონკრე­ტული საკითხების შემოწმება; გ) ნებისმიერი იმ დოკუმენტაციის გადამოწმება, რო­­მელიც მნიშვნელოვანია გარემოსდაცვით მოთხოვ­ნებთან შეუსაბამობის გამოვლენისათვის; დ) საკონტროლო გაზომვების განხორციელება და ლაბორატორიული გამოკვლევისა და ექსპერტიზის ჩატარებისათვის სინჯების აღება; ე) სხვა ქმედებების განხორციელება, რომლებიც ემსახურება შემოწმების მიზნების შესრულებას. 2. შემმოწმებელი უფლებამოსილია თავისი კომპე­ტენციის ფარგლებში შეამოწმოს რეგულირების ობიექ­ტის საწარმოო პროცესის ნებისმიერი ასპექტი, მათ შორის: ა) საწარმოო მოწყობილობა; ბ) დაბინძურების თავიდან აცილების სისტემები და მასთან დაკავშირებული კონტროლისა და (ავარიუ­ლი) შეტყობინების სისტემები; გ) (ავარიული) შეტყობინების სისტემის გამოცდის ჟურნალი (რეესტრი); დ) სინჯების აღების წერტილები და სინჯების ასაღები მოწყობილობები; ე) საწყობები; ვ) ანალიტიკური ლაბორატორია, მოწყობილობების გამოცდისა და დაკალიბრების პროცედურები; ზ) თვითმონიტორინგის შედეგების ჟურნალი; თ) საგანგებო სიტუაციების აღრიცხვის ჟურნალი; ი) მოქალაქეთა საჩივრების ჟურნალი. 3. შემმოწმებელი ვალდებულია გააფრთხილოს რეგულირების ობიექტის წარმომადგენელი, რომელიც შეფერხებას უქმნის შემოწმების განხორციელებას (კონ­კრე­ტული ობიექტის დაკეტვა, იმ ტერიტორიაზე არდაშ­ვება, სადაც უნდა განხორციელდეს საკონტროლო ღონისძიებები, ობიექტის გამზომი ხელსაწყოების გამორთვა, მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოუდგენ­ლობა ან ისეთი ოპერაციების არშესრულება, რომე­ლიც აუცილებელია სინჯებისა და ნიმუშების ასაღებად და ა. შ.) მოსალოდნელი პასუხისმგებლობისა და ამგვარი ქმედებებისათვის შესაძლო სანქციების შესახებ. 4. ფორსმაჟორული სიტუაციის დროს შესაძლე­ბელია მოხდეს შემოწმების შეჩერება ან შეწყვეტა, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ინსპექციის უფროსი ან ინსპექციის ტერიტორიული ორგანოს უფროსი.     მუხლი 13🔗. საკონტროლო გაზომვები და სინჯების აღება საკონტროლო გაზომვები და სინჯების აღება წარ­მოადგენს შემოწმების შემადგენელ ნაწილს და უნდა განხორციელდეს მოქმედი სტანდარტების შესაბა­მისად.     მუხლი 14🔗. ფოტოები და ვიდეოჩანაწერი ფოტოები და ვიდეოჩანაწერი გამოიყენება როგორც ვიზუალური მტკიცებულება, რომელიც საშუალებას იძლევა შედგენილ იქნეს უფრო ზუსტი ანგარიში შემ­ოწმების შესახებ, მტკიცებულებები სასამართლო განხილვებისათვის და ობიექტზე გამოვლენილი პირობე­ბის ობიექტურად აღწერისათვის. შესაბამისი ობიექტე­ბის ფოტოები უნდა იყოს მკაფიო, გადაღებული სათანა­დო განათების პირობებში და ობიექტურად უნდა ასა­ხავდეს მდგომარეობას შემოწმების მომენტში. ამ პროცედურების განხორციელების დროს უნდა გამოყენებულ იქნეს ფოტოაპარატი/ვიდეოკამერა თარიღისა და დროის ავტომატური რეჟიმით, ან შემმოწმებელი აფიქსირებს ამ ინფორმაციას სხვა საშუალებებით.     მუხლი 15🔗. ახსნა-განმარტება 1. შემოწმების პროცესში შემმოწმებელი უფლებამო­სილია ახსნა-განმარტება ჩამოართვას პირებს, რომლე­ბიც რეგულირების ობიექტის სახელით მონაწილეობენ შემოწმებაში ან ობიექტის სხვა თანამშრომლებს. გარდა ამისა, შემმოწმებელს უფლება აქვს დაუბრკოლებლად მიიღოს მათგან ყველა ზეპირი ან/და წერილობითი ინ­ფორმაცია, რომელიც შეეხება ობიექტის განვლილ და მიმდინარე საქმიანობას გარემოს დაცვის სფეროში. 2. იმ პირისათვის, რომელსაც არ შეუძლია ჩვენება მისცეს ქართულ ენაზე, ახსნა-განმარტების ჩამორთმევა უნდა განხორციელდეს თარჯიმნის მეშვეობით. თავი V. შემოწმების შემდგომი ქმედებები     მუხლი 16🔗. შემოწმების აქტი 1. შემოწმების დამთავრების შემდეგ უნდა შედგეს ოფიციალური დოკუმენტი – „აქტი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შემოწმების შესახებ“ (შემდგომში – აქტი), რომელშიც მოკლედ აისახება შემოწმების შედეგები. აქტი დგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი პირი რჩება შემმოწ­მე­ბელთან შემდგომი ქმედებების განსახორციელებლად, ხოლო მეორე ეგზემპლარი ბარდება ობიექტის წარ­მომადგენელს. 2. თუ შემოწმების აქტში ფიქსირდება შემოწმებაში მონაწილე სხვა სუბიექტების დასკვნებიც, ამ შემთხვევაში აქტს თან ერთვის შესაბამისი დოკუმენტაცია. 3. რეგულირების ობიექტის წარმომადგენელი აქტს აწერს ხელს 5 სამუშაო დღის განმავლობაში. 4. ობიექტის მხრიდან შემოწმების აქტის ხელმო­წერაზე უარის თქმის შემთხვევაში აქტში კეთდება შე­საბამისი ჩანაწერი, ამასთან, აქტს შეიძლება დაერთოს ობიექტის წარმომადგენელის წერილობით განმარტება აქტთან დაკავშირებით. 5. ობიექტის წარმომადგენლის მიერ შემოწმების შესახებ აქტის ხელმოწერაზე უარი არ აჩერებს შემდგომი პროცედურების განხორციელებას.     მუხლი 17🔗. შემოწმების ანგარიში 1. შემოწმების დასრულების შემდგომ შემმოწმებელი (ან ჯგუფის ხელმძღვანელი) ადგენს ანგარიშს ჩატარე­ბუ­ლი შემოწმების შესახებ, რომელსაც წარუდგენს შემოწმების ჩატარებაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირს. 2. შემოწმების შესახებ ანგარიშში სტრუქტური­რებულად (თანმიმდევრულად) აისახება ფაქტები, რომე­ლიც შეკრებილ იქნა ობიექტზე შემოწმების პროცესში და საფუძვლად უდევს ადგილზე მოპოვებუ­ლი (საველე) მონაცემები.     მუხლი 18🔗. რეაგირება მოთხოვნათა დარღვევებზე 1. შემოწმების პროცესში დარღვევების გამოვლენისას შემმოწმებელი იღებს გადაწყვეტილებას მათზე რეაგირე­ბის ზომების გამოყენების თაობაზე. მოთხოვნათა დარღვევებზე რეაგირება ხორციელდება ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნე­ბის გამოვლენის შემთხვევაში შემმოწმებელი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და დაუყოვნებლივ გადასცემს ადმინისტრაციული სამარ­თალ­დარ­ღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს). 3. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში აქტი და სხვა შესაბამისი დოკუმენტები შემდგომი რეაგირებისათვის ეგზავნება საგამოძიებო ორგანოებს.     მუხლი 19🔗. გასაჩივრების მექანიზმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება გასაჩივრებას საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექ­სით დადგენილი წესის შესაბამისად. თავი VI. დასკვნითი დებულებები     მუხლი 20🔗. ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ინსტრუქციაში ცვლილებები და დამატებები შეი­ტანება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ საქართველოს კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით.