მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 25.08.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №47/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250010.15.008.016819 32
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/08/2025
299 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 95% 19.09.2017 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 95% 07.09.2021 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 95% 17.09.2025 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის პარტიული სიების წარდგენის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 94% 25.08.2025 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 94% 08.09.2021

დოკუმენტის ტექსტი

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №47/2025 2025 წლის 25 აგვისტო ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებული პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, თუ: ა) არცერთ საარჩევნო ოლქში/ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარტიამ არ წარადგინა პარტიული სია, მერობის კანდიდატი ანდა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი; ბ) არცერთ საარჩევნო ოლქში/ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრაციაში არ გატარდა პარტიის მიერ წარდგენილი პარტიული სია, მერობის კანდიდატი ანდა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი; გ) გაუქმდა პარტიის მიერ ყველა საარჩევნო ოლქში/ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი პარტიული სიის, მერობის კანდიდატის ანდა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაცია. მუხლი 2🔗 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებულ პარტიას წარმომადგენლის  დანიშვნის უფლება აქვს მხოლოდ ცესკოში, იმ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში, სადაც რეგისტრაციაში გატარდა მის მიერ წარდგენილი პარტიული სია, მერობის კანდიდატი ანდა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი და მათი რეგისტრაცია არ გაუქმებულა. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პარტიის მიერ დანიშნულ ყველა წარმომადგენელს შესაბამისი უფლებამოსილი პირის განკარგულებით გაუუქმდება რეგისტრაცია. მუხლი 4🔗 ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პარტიის მიერ სხვა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში უკვე დანიშნულ წარმომადგენლებს შესაბამისი უფლებამოსილი პირის განკარგულებით გაუუქმდება რეგისტრაცია. მუხლი 5🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 6🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილიკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი