მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №47/2025 |
|
2025 წლის 25 აგვისტო ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებული პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, თუ:
ა) არცერთ საარჩევნო ოლქში/ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარტიამ არ წარადგინა პარტიული სია, მერობის კანდიდატი ანდა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი; ბ) არცერთ საარჩევნო ოლქში/ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრაციაში არ გატარდა პარტიის მიერ წარდგენილი პარტიული სია, მერობის კანდიდატი ანდა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი; გ) გაუქმდა პარტიის მიერ ყველა საარჩევნო ოლქში/ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი პარტიული სიის, მერობის კანდიდატის ანდა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაცია. |
| მუხლი 2 |
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებულ პარტიას წარმომადგენლის დანიშვნის უფლება აქვს მხოლოდ ცესკოში, იმ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში, სადაც რეგისტრაციაში გატარდა მის მიერ წარდგენილი პარტიული სია, მერობის კანდიდატი ანდა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი და მათი რეგისტრაცია არ გაუქმებულა.
|
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პარტიის მიერ დანიშნულ ყველა წარმომადგენელს შესაბამისი უფლებამოსილი პირის განკარგულებით გაუუქმდება რეგისტრაცია.
|
| მუხლი 4 |
ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პარტიის მიერ სხვა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში უკვე დანიშნულ წარმომადგენლებს შესაბამისი უფლებამოსილი პირის განკარგულებით გაუუქმდება რეგისტრაცია.
|
| მუხლი 5 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 6 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.08.2025.
- როდის იქნა მიღებული „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“?
- „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 25.08.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №47/2025. სარეგისტრაციო კოდი — 010250010.15.008.016819.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.08.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“, №47/2025, 25.08.2025, სარეგისტრაციო კოდი 010250010.15.008.016819 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6611541/