⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.11.2010)
გაუქმებულია:

“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს – ბიუროს ტიპიური დებულებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის ტერიტორიული ორგანოს – შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 21.08.2006
ძალის დაკარგვა 30.11.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №743
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.023.009.137
გამოქვეყნების წყარო სსმ, 112, 24/08/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,160 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.08.2006 მიღება
30.11.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს – ბიუროს ტიპიური დებულებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის ტერიტორიული ორგანოს – შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:6.0pt; margin-right:-4.3pt; margin-bottom:11.0pt; margin-left:0in; text-align:center; line-height:150%; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:LitMtavrPS;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoList2, li.MsoList2, div.MsoList2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-indent:-.25in; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:-9.35pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:150%; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; color:black;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:.75pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:-.5in; margin-bottom:0in; margin-left:-27.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; line-height:150%; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin-top:0in; margin-right:-10.2pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:-10.2pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-10.2pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-10.2pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-10.2pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:0in; margin-right:-10.2pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-10.2pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:-10.2pt; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 50.55pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.023.009.137 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების                  მინისტრის ბრძანება №743 2006 წლის 21 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს – ბიუროს ტიპური დებულებებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის ტერიტორიული ორგანოს – შავი ზღვის დაცვის კონცენციური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვე­პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს: ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს – ბიუროს თანდართული ტიპური დებულება (დანართი №1); ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის ტერიტო­რიუ­ლი ორგანოს – შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის თანდართული დებულება (დანართი №2). 2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. დ. ტყეშელაშვილი დანართი №1 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს – ბიუროს ტიპური დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ბიურო არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომ­ში – სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულე­ბა – გარემოს დაცვის ინსპექციის (შემდგომში – ინ­­სპექ­ცია) ტერიტორიული ორგანო, რომელიც შექ­მნილია „გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარე­მოს დაცვის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) 2005 წლის                            29 აგვისტოს №277 ბრძანების შესაბამი­სად. 2. ბიურო მისთვის განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე, თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს ინსპექციას. 3. ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთა­შო­რისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სა­ქარ­­თველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტებით, ინსპექციისა და ამ დებულებით. 4. ბიუროს საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი. 5. ბიუროს აქვს ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ბიუროს სახელწოდებით. 6. ბიუროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. 7. ბიურო ანგარიშვალდებულია ინსპექციის უფრო­სის წინაშე, რომელიც ახორციელებს სამსახ­ურებ­რივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 2🔗. ბიუროები, მათი სამოქმედო ტერიტორიები და იურიდიული მისამართები ბიუროების სამოქმედო ტერიტორიები და იურიდიუ­ლი მისამართებია: ა) სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიურო – ქ. ზუგდიდი, ხობის, აბაშის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილის, მესტიისა და ფოთის რაიონები. იური­დიული მისამართი – საქართველო, ქ. ზუგდიდი, ჯანა­­შიას ქ. №1; ბ) ქვემო ქართლის ბიურო – ქ. რუსთავი, წალკის, თეთრიწყაროს, მარნეულის, გარდაბანის, ბოლნისის, დმანისის რაიონები. იურიდიული მისამართი – საქართველო, ქ. რუსთავი, ფიროსმანის №19; გ) სამცხე-ჯავახეთის ბიურო – ქ. ახალციხე, ბორჯომის, ადიგენის, ახალქალაქის, ასპინძისა და ნინოწმინდის რაიონები. იურიდიული მისამართი – საქართველო, ახალქალაქი, მ. კოსტავას №18; დ) კახეთის ბიურო – ქ. თელავი, საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტის, ყვარლის, სიღნაღის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს რაიონები. იურიდიული მისამარ­თი – საქართველო,                  ქ. თელავი, ი. ჭავჭავაძის №243; ე) დასავლეთ ცენტრალური ბიურო – ქ. ქუთაისი, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ბაღდათის, თერჯოლის, ტყიბულის, წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის, ვანის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ოზურგეთის, ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენ­ტეხის რაიონები. იურიდიული მისამართი – საქართვე­ლო, ქ. ქუთაისი, ჭავჭავაძის ქ. №31; ვ) აღმოსავლეთ ცენტრალური ბიურო – ქ. მცხეთა, გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, თიანეთის, ყაზბეგის, დუშეთისა და ახალგორის რაიონები. იურიდიული მი­სა­მართი – საქართველო, ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №13; ზ) აჭარის ბიურო – ქ. ბათუმი, ხელვაჩაურის, ქობულეთის, შუახევის, ქედისა და ხულოს რაიონები. იურიდიული მისამართი – საქართველო, ქ. ბათუმი, გორგას­ლის ქ. №124.     მუხლი 3🔗. ბიუროს ამოცანები სამოქმედო ტერიტორიაზე ბიუროს ძირითადი ამოცანებია: ა) სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოს დაცვის სფეროში; ბ) ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა; გ) გარემოს დაბინძურების ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა; დ) სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიებით/ნებართვებით გათვალისწინებული პირობების შესრუ­ლე­ბის კონტროლი; ე) საქართველოს მიერ გარემოს დაცვის სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კონტროლის განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ვ) გარემოს დაცვის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია და გამოვლენა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე.     მუხლი 4🔗. ბიუროს უფლებამოსილებანი ბიურო უფლებამოსილია: ა) გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის გან­ხორციელების მიზნით, მინიჭებული უფლებამოსი­ლების ფარგლებში, დადგენილი წესით შეამოწმოს რეგული­რების ობიექტები; ბ) გარემოსდაცვითი შემოწმების პროცესში რეგული­რების ობიექტებისაგან საჭიროების შემთხვევაში, კანონ­მდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლივ მიიღოს ყველა ზეპირი და/ან წერილობითი ინფორმაცია; გ) გარემოსდაცვითი შემოწმების პროცესში რეგული­რების ობიექტების საქმიანობის შესწავლისა და ლაბორატორიული სინჯების აღების მიზნით მოიწვიოს ექსპერტები და სპეციალისტები, მისთვის დამტკიცებუ­ლი წლიური ბიუჯეტის ფარგლებში; დ) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას, კა­ნო­ნით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალუ­რი საშუალებები და სამსახურებრივ-საშტატო იარაღი; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, განიხი­ლოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და გამოიტანოს დადგენილება ადმინისტრაციუ­ლი სახ­დელის დადების შესახებ; ვ) აღკვეთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და, კანონით დადგენილი წესით, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა ადგილზე შეუძლებე­ლია, განახორციელოს ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა; ზ) გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევების შესახებ საკმარისი მონაცემების არსებობისას უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალ­დარ­ღვე­ვის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ამოღების (ჩამორთმევის) მიზნით, მოახდინოს ნივთებისა და საგნების დათვალიერება, ნებისმიერი სატრანსპორ­ტო საშუალების გაჩერება- დათვალიერება, ასევე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმება; თ) შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას საკითხი იმ ცალკეული აგრეგატების, დანადგარების, უბნების, საამქროების ან მთლიანად საწარმოების (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხე­დავად) ფუნქციონირების შეჩერების თაობაზე, რომლ­ებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ გარემოს დაცვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმებისა და წესების დარღვევით; ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვე­ვებში მასალები გადააგზავნოს შესაბამის ორგანოებში დარღვევაში მხილებულ პირთა სხვა სახის პასუხისმგებ­ლობის საკითხის გადასაწყვეტად; კ) გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსების უკანონო გამოყენებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად რეგულირების ობიექტებს წარუდგინოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, ხოლო მისი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, წარადგინოს შესაბამისი სარჩელი სასამართლოში; ლ) უზრუნველყოს „ცხელ ხაზზე“ შემოსული შეტყობინებების ოპერატიული განხილვა.     მუხლი 5🔗. ბიუროს ორგანიზაცია და მართვა 1. ბიუროს ხელძღვანელობს უფროსი, რომელსაც ინსპექციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშ­ნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. ბიუროს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს ბიუროს საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია ბიუროზე დაკისრებული ამოცა­ნების შესრულებაზე; გ) აწესრიგებს ბიუროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს; დ) წარმოადგენს ბიუროს სხვა სახელმწიფო ორ­განოებთან, სასამართლოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას; ე) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტი­ტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც ბიუროს მმართველობას განეკუთვნება; ვ) ანაწილებს მოვალეობებს ბიუროს საშტატო ნუს­ხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს შორის; ზ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული მუშაკე­ბის მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრუ­ლებას; თ) სამინისტროს სახელით განიხილავს ადმინისტრა­ციულ სამართალდარღვევათა საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინი­ჭებული უფლებამოსილების შესაბამისად და გამოაქვს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ; ი) აბარებს ინსპექციის უფროსს ბიუროს საქმიანო­ბის ანგარიშს; კ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების გამოყენებისა და დაცვისათვის, ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას; ლ) ანიჭებს ბიუროს მუშაკებს წარმომადგენლობას (მათ შორის სასამართლო ორგანოებში); მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ბიუროში მომზადებულ დოკუმენტებს და გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსების უკანონო გამოყენებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელებს; ნ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამაცანების შესრულების მიზნით, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 3. ბიუროს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ბიუროს უფროსის დავალებით ასრულებს ბიუროს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.     მუხლი 6🔗. ბიუროს სტრუქტურა 1. ბიურო თავის საქმიანობას ახორციელებს მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით. 2. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ინსპექტირების განყოფილება; ბ) სწრაფი რეაგირების განყოფილება. 3. ბიუროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს (განყოფი­ლებას) ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც ინსპექციის უფროსის წარდგინებით თანამდე­ბობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს გან­ყოფილების საქმიანობას; ბ) ახორციელებს ზედამხედველობას განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; გ) განყოფილების საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს ბიუროს უფროსს; დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 7🔗. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი კომპეტენცია 1. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირი­თა­დი კომპეტენციაა: ა) ინსპექტირების განყოფილების ძირითადი კომპეტენციაა: ა.ა) გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; ა.ბ) გარემოს დაცვის სფეროში გაცემული ლიცენ­ზიების/ ნებართვების და დამტკიცებული ლიმიტების პირობების შესრულების შემოწმება; ა.გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინის­ტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედ­გენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქ­მეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოტანა. ბ) სწრაფი რეაგირების განყოფილების ძირითადი კომპეტენციაა: ბ.ა) გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილ სამართალ­დარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა; ბ.ბ) საჭიროების შემთხვევაში გარემოს დაცვის სახელმწიფო ინსპექტორისათვის თავისი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას დახმარების გაწევა; ბ.გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინის­ტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა. 2. სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრო­მელი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გა­მოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.     მუხლი 8🔗. ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. ბიუროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატე­ბების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით. 2. ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორ­ციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №2 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის ტერიტორიული ორგანოს – შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინის­ტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო საქ­ვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის ტერიტორიულ ორგანოს. ინსპექცია შექმნილია „გარე­მოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ“ საქარ­თველოს კანონისა და „საქართველოს გარემოს დაც­ვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სა­ხელ­მწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სე­ბის მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №277 ბრძანების შესაბამისად. 2. თავისი ამოცანების განხორციელებისას ინსპექცია წარმოადგენს გარემოს დაცვის ინსპექციას. 3. ინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთა­შო­რი­სო სამართლის პრინციპებითა და ნორმებით, საერთაშო­რი­სო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს გარემოს დაც­ვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორ­მატიული აქტებით, სამინისტროს, გარემოს დაცვის ინსპექციის დებულებებით და ამ დებულებით. 4. ინსპექციის საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინის­ტრი. 5. ინსპექციას აქვს დასრულებული ბალანსი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გახსნილი ანგარიში ხაზინაში. 6. ინსპექციას აქვს ვიმპელი, ბეჭედი და ბლანკი ინსპექციის დასახელებით ქართულ და ინგლისურ ენებზე და საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. 7. ინსპექციის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. 8. ინსპექცია ანგარიშვალდებულია გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსის წინაშე, რომელიც ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9. ინსპექციის იურიდიული მისამართია: საქართვე­ლო, ქ. ბათუმი, ზ. გამსახურდიას ქ. №6.     მუხლი 2🔗. ინსპექციის ამოცანები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინსპექციის ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგუ­რებში, ტერიტორიულ ზღვაში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; ბ) საქართველოს მიერ გარემოს დაცვის სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულე­ბაზე გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; გ) სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიების/ნებართვების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; დ) შავი ზღვის დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენ­ცია, გამოვლენა და აღკვეთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებულ უფლება­მო­სილებათა საფუძველზე; ე) კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგის წარმოება, მათ შორის, რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის წარმოება.     მუხლი 3🔗. ინსპექციის უფლებამოსილებები ინსპექცია უფლებამოსილია: ა) განახორციელოს გარემოს დაცვის სახელმწიფო კონ­ტროლი: ა.ა) გემმისადგომების, წყალქვეშა მილსადენებისა და სხვა კომუნიკაციების განთავსებასა და ექსპლუა­ტაციაზე; ა.ბ) სამშენებლო, ფსკერდასაღრმავებელი, ბურღვითი, ასაფეთქებელი და სხვა სამუშაოების წარმოებისას გარე­მოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრუ­ლებაზე; ა.გ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული „ბალასტური წყლების ფორმის“ წარ­მოე­ბაზე და გემებიდან იზოლირებული ბალასტური წყლების ზღვაში ჩაშვებაზე; ა.დ) საზღვაო სივრცეში მიწის მასის ჩაყრაზე, ტოქ­სიკური და რადიაციული ნივთიერებების ან სხვა ნარჩენებისა და მასალების ჩამარხვაზე; ა.ე) ზღვის ნავთობპროდუქტებითა და სხვა მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემთხვევაში სალიკვიდა­ციო სამუშაოების შესრულებაზე; ა.ვ) ნავსადგურებში დააწესოს ლაბორატორიული კონტროლი დამაბინძურებელი ბალასტური, ნავთობშემ­ცველი, ფეკალური წყლების და საწარმოო ნარჩენების მიმღებ-გადამამუშავებელ ობიექტებზე, მათ შორის, მცურავ საშუალებებზე; ა.ზ) შავი ზღვის სანაპირო ზოლში განლაგებული ყველა იმ საწარმო-დაწესებულების, რომელთაც ჰყავთ მცურავი საშუალებები ან აწარმოებენ მცურავი საშუა­ლებებით ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებს, გამწმენდი ნაგებობებიდან წყლების ზღვაში ჩაშვებაზე; ა.თ) თევზჭერის ლიცენზიის პირობებისა და თევ­ზჭერის წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე; ა.ი) შავ ზღვაზე თევზისა და წყლის რესურსების სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმოებისას გარემოსდაცვითი და სხვა კანონმდებლობით გათვალის­წინებული ნორმების შესრულებაზე. ბ) გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, მინიჭებული უფლებამოსი­ლების ფარგლებში, დადგენილი წესით შეამოწმოს რეგულირების ობიექტები; გ) შავ ზღვაში ნავთობისა და სხვა მავნე ნივთიე­რებების ავარიული ჩაშვების შემთხვევაში ლაბორატო­რიული და ინსტრუმენტული მეთოდით განსაზღვროს დაღვრილი ნივთიერებების ოდენობა; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეამოწმოს ფიზიკური და იურიდიული პირები (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, გარდა სამხედრო და სხვა სპეციალური დანიშნულებისა), მათ შორის, საწარმო-დაწესებულებები, ხელოვნური კუნძუ­ლები, მოწყობილობები და ნაგებობები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს ტერიტო­რია­ზე და შეადგინონ აქტი გარემოსდაცვითი კანონმდებ­ლობის მოთხოვნათა შესრულების შემოწმების შესახებ. ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს საქართვე­ლოს საზღვაო ნავსადგურების ტერიტორიაზე გარემოს­დაცვითი თვალსაზრისით მათი აღჭურვილობის საერ­თა­­შო­რისო სამართლებრივი აქტების მოთხოვნებ­თან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, ავიდეს ნავსადგურში მდგომ გემებსა და სხვა მცურავ საშუალებებზე და განა­ხორციელოს ინსპექტირება; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით გააჩეროს და შეამოწმოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დამრღვევი გემები და სხვა მცურავი საშუალებები საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ფარ­გლებში და აცნობოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ნავსადგურის კაპიტანს და სასაზღვრო სამხედ­რო საზღვაო ძალებს, მოითხოვოს და მიიღოს ინფორ­მაცია გემების და სხვა მცურავი საშუალებების საქმია­ნო­ბისა და ტვირთის შესახებ; ვ) შემოწმების პროცესში ფიზიკურ და იურიდიულ პირთაგან კანონმდებლობით დადგენილი წესით მოით­ხოვოს ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლად მიიღოს ყველა ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმა­ცია, მათ შორის, ცდების, ლაბორატორიული ანალიზე­ბის პასუ­ხე­ბი, გემის შესაბამისი დოკუმენტების ასლები, ამონა­წერები და სხვა მასალები, რომლებიც ახასიათებენ მათ საქმიანობას გარემოს დაცვის სფეროში; ზ) მიიღოს თევზმჭერი ორგანიზაციებიდან ინფორ­მაცია თევზჭერის მიმდინარეობის შესახებ; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, განიხი­ლოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და გამოიტანოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ; ი) აღკვეთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და, კანონით დადგენილი წესით, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები პიროვნების დასადგენად, ად­მი­ნის­ტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესად­გენად, თუ ოქმის შედგენა ადგილზე შეუძლებელია, განახორციელოს ადმინისტრაციული დაკავება, ნივთე­ბისა და დოკუმენტების ჩამორთმევა; კ) გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევების შესახებ საკმარისი მონაცემების არსებობისას უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალ­დარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ამოღების (ჩამორთმევის) მიზნით, მოახდინოს ნივთებისა და საგნების დათვალიერება, ზღვაში მცურავი ნების­მიერი სატრანსპორტო საშუალების გაჩერება-დათვა­ლიერება, ასევე მოქალაქის პირადობის დამადასტუ­რებელი საბუთების შემოწმება; ლ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის აღკვეთის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დალუქოს ობიექტი, დანადგარი და/ან თევზსაჭერი მოწყობილობა; მ) გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსების უკანონო და არარაციონალური გამოყენებით სახელმწი­ფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, მათ შორის გემებიდან, ზღვაში აგებული კონსტრუქციე­ბიდან ან პლატფორმებიდან, ზღვის სანაპირო ზოლში განლაგებული ნებისმიერი ობიექტიდან მავნე ნივთიერე­ბებით ზღვის წყლის დაბინძურებისას, შავი ზღვის წყლებში მავნე და პათოგენური ორგანიზმების მოხვედ­რისას, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს წარუდგინოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, ხოლო მისი დაუკმაყო­ფილების შემთხვევაში, წარადგინოს შესაბამისი სარჩე­ლი სასამართლოში; ნ) შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას საკითხი იმ ცალკეული აგრეგატების, დანადგარების, უბნების, საამქროების ან მთლიანად საწარმოების (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედა­ვად) ფუნქციონირების შეჩერების თაობაზე, რომელნიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ გარემოს დაცვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმებისა და წესების დარღვევით; ო) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვე­ვებში მასალები გადააგზავნოს შესაბამის ორგანოებში დარღვევაში მხილებულ პირთა სხვა სახის პასუხისმგებ­ლობის საკითხის გადასაწყვეტად; პ) გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, ისარგებ­ლოს გარემოს დაცვის ინსპექციის სწრაფი რეაგირების სამსახურის მუშაკების დახმარებით; ჟ) ზღვაში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დამრღვევი გემისა და სხვა მცურავი საშუალების დევნისა და დაკავებისას, გადაუდებელი აუცილებლობი­სას, დადგენილი წესით ისარგებლოს საქართველოს დროშით მცურავი საზღვაო ტრანსპორტით (მიუხედავად მისი საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) და რადიოკავშირის საშუალებებით. დევნის განსახორციელებლად დადგენილი წესით ისარგებლონ საქართველოს დროშით მცურავი საზღვაო ტრანსპორ­ტით, აგრეთვე ამ მიზნით დახმარება სთხოვონ საქარ­თველოს სასაზღვრო პოლიციის საზღვაო ქვედანა­ყოფებსა და ხომალდებს; რ) ქვეყნის და ქვეყნის გარეთ შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფი­ზიკურ პირებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაამყაროს ურთიერთობები და გააფორმოს ხელშეკრუ­ლებები; ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს მოქმედი გარემოს დაცვის ნორმებისა და წესების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საქმიანობაში, ასევე იმ სამართლებრივი აქტე­ბის პროექტთა მომზადებაში, რომელიც უშუალოდ ეხება ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკით­ხებს; ტ) გარემოსდაცვითი შემოწმების პროცესში რეგული­რების ობიექტების საქმიანობის შესწავლისა და ლაბორატორიული სინჯების აღების მიზნით მოიწვიოს ექსპერტები და სპეციალისტები, მისთვის დამტკიცებუ­ლი წლიური ბიუჯეტის ფარგლებში.     მუხლი 4🔗. ინსპექციის მართვა და საქმიანობის ორგანიზაცია 1. ინსპექციას ხელძღვანელობს უფროსი, რომელსაც გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს მინისტრი. 2. ინსპექციის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს ინსპექციის საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია ინსპექციაზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე; გ) აწესრიგებს ინსპექციის გამგებლობის სფეროსათ­ვის მიკუთვნებულ საკითხებს; დ) წარმოადგენს ინსპექციას სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, სასამართლოებთან, ფიზიკურ და იური­დიულ პირებთან ურთიერთობისას; ე) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც ინსპექციის მმართველობას განეკუთვნება; ვ) დადგენილი წესით განსაზღვრავს ინსპექციის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საჯარო მოსამ­სახურეების ძირითად კომპეტენციებს; ზ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული მუშაკე­ბის მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრუ­ლებას; თ) განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარ­ღვე­ვათა საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლება­მო­სილების შესაბამისად და გამოაქვს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ; ი) აბარებს გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსს ინ­სპექციის საქმიანობის ანგარიშს; კ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების გამოყენებისა და დაცვისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას; ლ) ანიჭებს ინსპექციის მუშაკებს წარმომადგენლობას (მათ შორის სასამართლო ორგანოებში); მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ინსპექციაში მომზადებულ დოკუმენტებს და გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსების უკანონო სარგებლობით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელებს; ნ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულე­ბის მიზნით, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 3. ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ინსპექციის უფროსის დავალებით ას­რულებს ინსპექციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.     მუხლი 5🔗. ინსპექციის სტრუქტურა 1. ინსპექცია თავის საქმიანობას ახორციელებს მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების საშუალებით. 2. ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ბათუმის განყოფილება; ბ) ფოთის განყოფილება. 3. სტრუქტურულ ქვედანაყოფს (განყოფილებას) ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს მინისტრი. 4. ინსპექციას ჰყავს მთავარი სპეციალისტი – ანალი­ტიკოსი, მთავარი სპეციალისტი – იურისტი და ბუღალტერი. ა) მთავარი სპეციალისტი – ანალიტიკოსის კომპე­ტენციაა: ა.ა) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგის წარმოება – მათ შორის გარემოს დაცვის სფეროში კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების უწყვეტი შეგროვება და ანალიზი, ასევე კანონმდებლობის დარღვევის შესახებ ინფორმაციის განზოგადება; ა.ბ) რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის შექმნა და წარმოება; ა.გ) ინსპექციის გაწეული საქმიანობის ანგარიშის მომზადების ორგანიზება. ბ) მთავარი სპეციალისტი – იურისტის კომპეტენ­ციაა: ბ.ა) ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნ­ველყოფა; ბ.ბ) გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვე­ვების თავიდან აცილების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ბ.გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებისა და ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაო­ბაზე წინადადებების მომზადება; ბ.დ) სამინისტროდან და სხვადასხვა უწყებებიდან შემოსულ ნორმატიული აქტების პროექტებთან დაკავში­რებით წინადადებების მომზადება; ბ.ე) ინსპექციის წარმომადგენლობა საერთო სასამარ­თლოებ­ში; ბ.ვ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სამართალ­დარ­ღვევის საქმეებზე დადგენილების გამოტანა. გ) ბუღალტრის კომპეტენციაა: გ.ა) ინსპექციის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ხარჯთაღრიცხვის და შესაბამისი დოკუმენტების წარმოება; გ.ბ) მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე რიცხუ­­ლი ქონების და სხვა მატერიალური ფასეულო­ბის აღრიცხვის წარმოება; გ.გ) ინსპექციის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სწორად წარმართვა.     მუხლი 6🔗. ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. ინსპექციის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით. 2. ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორ­ციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.