საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №312
1992 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის შექმნის შესახებ
საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის პერიოდში საგადასახადო სამსახურის მართვის შემდგომი სრულყოფისათვის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია და გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მთავარი სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია.
2. განისაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის ცენტრალური აპარატის რიცხოვნობა 99 ერთეულით, ხოლო დაქვემდებარებული ინსპექციებისა – 15,79 ერთეულით.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციისა და დაქვემდებარებული ინსპექციების შენახვა განხორციელდეს რესპუბლიკის ბიუჯეტის ხარჯზე გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
3. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსმა იყოლიოს უფროსის ოთხი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი.
4. დაწესდეს, რომ ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციები ექვემდებარებიან ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებსა და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახდო ინსპექციას, ხოლო რაიონებისა და ქალაქების სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციები - ზემდგომ საგადასახადო ინსპექციას.
5. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას ბალანსიდან ბალანსზე გადაეცეს ქონების შესაბამისი ნაწილი.
6. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციამ ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგინოს დასამტკიცებლად ინსპექციის სტრუქტურისა და დებულების პროექტი.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თ. სიგუა
მოვალეობის შემსრულებელი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველის მოვალეობის
შემსრულებელი გ. ბერიძე