“ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანებით დამტკიცებულ “ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის შესახებ" დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.009.138
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №745
2006 წლის 21 აგვისტო
ქ. თბილისი
„ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანებით დამტკიცებულ „ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
“ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №113, მუხ. 1242) დამტკიცებულ “ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“1. წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა ლიცენზიანტზე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხე-ტყის განკარგვის უფლების მქონე სხვა პირზე (შემდეგში – უფლებამოსილი პირის) ან კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ ნდობით აღჭურვილ პირზე.
2. კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ლიცენზიანტისგან, უფლებამოსილი პირისაგან ან/და კანონიერების დოკუმენტის მფლობელისაგან საკუთრების ნებისმიერი ფორმით იღებენ ხე-ტყეს.“.
2. მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“4. კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების უფლებამოსილი პირების მიერ, მათთვის ტყის მართვაზე საქართველოს ტყის კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად.
5. წარმოშობისა და კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტები არის საბუთი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ხე-ტყის კანონიერ ფლობას და გამოიყენება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისას, ისე ხე-ტყის ექსპორტირებისას.“.
3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“1. წარმოშობის დოკუმენტის მოქმედების ვადა განისაზღვრება ლიცენზიანტის ან უფლებამოსილი პირის მიერ ხე-ტყის ტყიდან გამოტანისა და დანიშნულების ადგილზე მიტანისათვის 24 საათით, სხვა ნებისმიერი ქმედების განხორციელებისათვის წარმოშობის დოკუმენტი მოქმედებს უვადოდ და მისი მოქმედება წყდება ამ დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.
4. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“1. წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს ტყით სარგებლობის გენერალური, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია ან უფლებამოსილი პირისათვის ხე-ტყის გადაცემის შესაბამისი აქტი.“.
5. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“1. წარმოშობის დოკუმენტი ლიცენზიანტზე, უფლებამოსილი პირზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ ნდობით აღჭურვილ პირზე გაიცემა ხე-ტყის ტყიდან ტრანსპორტირებისას ხე-ტყის დატვირთვისთანავე თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ.“.
6. მე-7 მუხლის მე-3 და მე- 4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“3. დოკუმენტი ივსება სამ ეგზემპლარად, საიდანაც პირველი პირი გაიცემა ლიცენზიანტზე ან უფლებამოსილ პირზე, დანარჩენი ორი რჩება მის გამცემ ორგანოში.
4. ძირითადი დოკუმენტის პირველი პირი ინახება ლიცენზიანტთან ან უფლებამოსილ პირთან და მისი სხვა პირზე გადაცემა დაუშვებელია.”.
7. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. წარმოშობის დოკუმენტის მოქმედება წყდება:
ა) ლიცენზიანტის ან უფლებამოსილი პირის მიერ წარმოშობის დოკუმენტში დაფიქსირებული ხე-ტყის სრული ოდენობის საკუთრების ნებისმიერი ფორმით სხვა პირებზე გადაცემისთანავე;
ბ) ლიცენზიანტის ან უფლებამოსილი პირის მიერ დოკუმენტში დაფიქსირებული ხე-ტყის სრული ოდენობის ექსპორტირებისთანავე.”
8. დანართი 1 და 2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი 1
ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი
დოკუმენტი
სერია №00 0000
1. გაცემის დრო და თარიღი: ––––– სთ. ––––––– წთ. “–––––––“ “–––––––––––––––“ 200 წ.
2. დოკუმენტის გამცემი ორგანო –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სატყეო მეურნეობის დასახელება)
3. სატყეო უბანი - - - - - - - - - - - -- კვარტალი №- - - - - - ლიტერი №- - - -- ან ხე-ტყის
განთავსების სხვა ადგილი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
4. ტყით მოსარგებლე –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ინდ. მეწარმე, იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება, მისამართი)
5. ტყის ჭრის ან/და ხე-ტყის გაცემის საფუძველი ––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ლიცენზიის ან ხე-ტყის გადაცემის შესაბამისი აქტის ნომერი №)
6. ტყის ჭრის სახე ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(პროდუქცია)
მოცულობა (კბმ.) ერთეულის ფასი (ლარებში) თანხა სულ (ლარებში)
| სახეობა (ჯიში) | სორტიმენტი (ხე-ტყე ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქცია) | მოცულობა (კბმ.) | ერთეულის ფასი (ლარებში) | თანხა სულ (ლარებში) |
|
|
|
|
|
|
| სულ |
|
|
|
|
გადახდილია თანხა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(საგადასახადო დავალებით ან სალაროს შემოსავლის ორდერი)
დოკუმენტი გასცა - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - მიიღო - - - - - - - - - - -
(თანამდებობა, გვარი, ხელმოწერა) (ხელმოწერა)
დანიშნულება - - - - - - - - - - - - - - - ბ.ა.
შენიშვნა: ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენეტი გაიცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის “––––“ “–––––––––“ №––––– ბრძანებით დამტკიცებული “ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ. მრგვალი მორის ტრანსპორტირებისას მორის გადანაჭრელზე დოკუმეტის გამცემი ორგანოს მიერ შავი საღებავით (გარკვევით) ეწერება მორის წვრილი თავის დიამეტრი სანტიმეტრებში და მორის სიგრძე მეათედი მეტრის სიზუსტით.
დანართი 2
ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი
დოკუმენტი
სერია № 0000
1. გაცემის თარიღი “–––––––” “–––––––––––––––” 200 წ.
2. დოკუმენტის გამცემი ორგანო –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3. სატყეო უბანი ––––––––––––––– კვარტალი № –––––––––––––––– ლიტერი № ––––––– ან ხე-ტყის განთავსების სხვა ადგილი –––––––––––––––––
4. ხე-ტყის მიმღები –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
5. ხ.წ.დ.დ.-ის გაცემის თარიღი და № –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ინდ. მეწარმე, იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება)
6. ტყის ჭრის ან/და ხე-ტყის გაცემის საფუძველი ––––––––––––––––––––––––––––––––
ჭრის სახე –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ლიცენზიის ან ხე-ტყის გადაცემის შესაბამისი აქტის ნომერი)
| სახეობა (ჯიში | მოპოვებული ხე-ტყის ოდენობა სორტიმენტის მიხედვით (კბმ.) | ხე-ტყის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქცია (კბმ.) |
| 1 | 2 | 3 |
| სულ |
|
|
დოკუმენტი გასცა ––––––––––––––––––––––––––––––––– მიიღო –––––––––––––––––––––––
(თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა) (ხელმოწერა)
დანიშნულება ––––––––––––––––––––––––––– ბ.ა.
შენიშვნა: ტყით მოსარგებლის მიერ ხე-ტყის ნედლეულის გაყიდვისას ამ დანართის ცხრილში მე-2 და მე-3 გრაფები ივსება იდენტური ოდენობის ამსახველი ციფრებით; ტყით მოსარგებლის მიერ ხე-ტყის გადამუშავებით მიღებული პროდუქციის გაყიდვისას დანართის ცხრილში მე-2 გრაფა ივსება ხე-ტყის ნედლეულის პირველადი მოცულობის ამსახველი ციფრებით, ხოლო გასაყიდი პროდუქციის მოცულობა აისახება მე-3 გრაფაში.”
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ტყეშელაშვილი