“ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)
- ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ 15.05.2006
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.009.143
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)
დადგენილება №30
2006 წლის 21 აგვისტო
ქ. თბილისი
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ სემეკის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
სს „რუსთავცემენტისა“ და შპს „ენერგიას“ სატარიფო განაცხადებიდან გამომდინარე, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე, 43-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:
მუხლი 1.
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №66, 16.05.2006 წ., მუხლი 848) პირველ მუხლის მე-12 პუნქტში შეიცვალოს სს „რუსთავცემენტის” (ბჟუჟაჰესი) ტარიფი, ამავე მუხლს დაემატოს 44-ე პუნქტი – შპს „ენერგია” (ფარავანი ჰესი) და ეს პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. სს „რუსთავცემენტი“ (ბჟუჟაჰესი) ––––––––––––––– 4,0 თეთრი/კვტსთ“
„44. შპს „ენერგია“ (ფარავანი ჰესი) ––––––––––––––– 6,7 თეთრი/კვტსთ“
მუხლი 2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ.
თავმჯდომარე გ. თავაძე