საქართველოს რესპუბლიკის ექსპორტ-იმპორტის სახელმწიფო კომერციული ბანკის „საქექსიმბანკის“ შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 07.04.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №411
სარეგისტრაციო კოდი 000009002.00.00.000310
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 4, 30/04/1992
206 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის ექსპორტ-იმპორტის სახელმწიფო კომერციული ბანკის „საქექსიმბანკის“ შექმნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №411 1992 წლის 7 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის ექსპორტ-იმპორტის სახელმწიფო კომერციული ბანკის „საქექსიმბანკის“ შექმნის შესახებ რესპუბლიკის საექსპორტო ბაზის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის, საქონლისა და მომსახურების იმპორტის ხელშეწყობის, საერთაშორისო საკრედიტო, სავალუტო, საანგარიშსწორებო, საგარანტიო, სასესხო-სადეპოზიტო და სხვა საერთაშორისო საბანკო ოპერაციების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ა დ გ ე ნ ს: 1. შეიქმნას საქართველოს ექსპორტ-იმპორტის სახელმწიფო კომერციული ბანკი „საქექსიმბანკი“ ყოფილი სსრკ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ბანკის თბილისის განყოფილების ბაზაზე, აქციონერულ საწყისებზე. 2. განისაზღვროს „საქექსიმბანკის“ საწესდებო კაპიტალის მოცულობა 100 მილიონი მანეთის ოდენობით. 3. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს ორი კვირის განმავლობაში გამოძებნოს საშუალება ბანკის საწესდებო კაპიტალის შესავსებად და ბანკის აქციების უმოკლეს ვადაში გავრცელება-გაყიდვის უზრუნველსაყოფად. 4. გამოცხადდეს „საქექსიმბანკი“ ყოფილი სსრკ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ბანკის თბილისის განყოფილების უფლებამონაცვლედ. 5. „საქექსიმბანკი“ და მისი დაწესებულებები დაიბეგროს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად. 6. დაევალოს „საქბინსოცბანკს“ თავის შენობაში დაუთმოს „საქექსიმბანკს“ საჭირო სამუშაო ფართობი თბილისის მერიის მიერ შესაფერისი შენობის გამოყოფამდე. 7. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს გამოუყოს „საქექსიმბანკს“ საჭირო რაოდენობის საქალაქო სატელეფონო ნომერი და ოთხი ხაზი საერთაშორისო სატელექსო კავშირების დასამყარებლად. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის – პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                            თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი                                                    კ.გელაშვილი