“დუშეთის მუნიციპალიტეტის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩისთვის 26-ე ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 მაისის N41 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მიღების თარიღი 27.08.2025
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №72
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016155
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 01/09/2025
244 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ფასანაურში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 იანვირს N3 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 29.03.2024 „დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ფასანაურში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის 26 იანვრის N4 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 29.03.2024 „დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის N19 განკარგულებაში დამატების შეტანის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 24.11.2023 დუშეთის მუნიციპალიტეტის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩისთვის 24-ე ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 25.04.2025 დუშეთის მუნიციპალიტეტის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩისთვის 28-ე ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 12.12.2025

დოკუმენტის ტექსტი

“დუშეთის მუნიციპალიტეტის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩისთვის 26-ე ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 მაისის N41 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №72 2025 წლის 27 აგვისტო ქ. დუშეთი „დუშეთის  მუნიციპალიტეტის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში  მდებარე უსახელო ქუჩისთვის 26-ე ქუჩის სახელის  მინიჭების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 მაისის №41 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის  და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. ცვლილება იქნეს შეტანილი „დუშეთის  მუნიციპალიტეტის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში  მდებარე  უსახელო ქუჩისთვის 26-ე ქუჩის სახელის  მინიჭების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 მაისის №41 განკარგულებაში. კერძოდ, განკარგულების პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დუშეთის მუნიციპალიტეტის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის – ქალაქ  დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს 27-ე   ქუჩის სახელი თანდართული რუკის შესაბამისად.“ 2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ  განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება. 3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 4. განკარგულება გადაიგზავნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნდეს მიღებიდან 10 დღის  ვადაში. 5. განკარგულება  ძალაში  შედის  გამოქვეყნებისთანავე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, კანონით დადგენილი წესით, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. მცხეთა,  სამხედროს ქუჩა №17). საკრებულოს  თავმჯდომარე                                                                           კახაბერ  ჩიტაური