„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 23.08.2006
ძალის დაკარგვა 01.10.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №1024
სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.009.150
გამოქვეყნების წყარო სსმ, 119, 04/09/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,754 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.08.2006 მიღება
01.10.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 27.0pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.009.150 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №1024 2006 წლის 23 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძ­ველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს“ თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №416 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამი­ნის­­ტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენ­ტრალური ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ი. მერაბიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემ­დგომში – სამინისტრო) საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო (შემდგომში – ბიუ­რო) არის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოე­ბისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების თანამ­შრომლობის ცენტრი საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაცია – ინტერპოლთან (შემდგომ­ში – ინტერპოლი), უცხო ქვეყნების ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროებთან (შემდგომში – ეცბ) და სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან. ბიურო ჩამოყა­ლიბებულია საქართველოს ინტერპოლში გაწევ­რია­ნებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მინიჭებული უფლებამოსი­ლებისა და ინტერპოლის კონსტიტუციის (წესდების) მე-4 და 32-ე მუხლების საფუძველზე. ბიურო არის ინტერპოლის მუდმივმოქმედი ორგანო საქართველოში და წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქ­ტურულ ქვედანაყოფს მთავარი სამმართველოს სტატუსით.     მუხლი 2🔗. ბიუროს გააჩნია საკუთარი ბეჭედი ინტერპოლის ლოგოს გამოსახულებით და თავის საქმიანობაში იყენებს ინტერპოლის სიმბოლიკას.     მუხლი 3🔗. 1. საქმის წარმოება ბიუროში მიმდინარეობს ქართულ ენაზე, ხოლო ინტერპოლთან და უცხო ქვეყნე­ბის ეცბ-ებთან ინტერპოლის კონსტიტუციის შესაბა­მისად – ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ და არაბულ ენებზე. 2. საჭიროების შემთხვევაში უცხო ქვეყნის ეცბ-ებთან თანამშრომლობისას შესაძლებელია გამოყენებუ­ლი იქნეს ასევე სხვა ენებიც.     მუხლი 4🔗. ბიუროს უფროსი ანგარიშვალდებულია საქართვე­ლოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე.     მუხლი 5🔗. ბიურო თავის საქმიანობას წარმართავს საქართვე­ლოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, ინტერპოლის კონსტიტუციისა და სხვა ნორმატიული აქტების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. თავი II. ბიუროს საქმიანობის ძირითადი ამოცანები     მუხლი 6🔗. ბიუროს საქმიანობის ძირითად ამოცანებს წარმოად­გენს: ა) უზრუნველყოს მუდმივი კავშირი ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსთან (შემდგომში – გენერალური სამდივნო), ინტერპოლის წევრი ქვეყნების ეცბ-ებთან და სხვა სამართალდამცავ უწყებებთან; ბ) გაუწიოს დახმარება და კოორდინაცია საქართვე­ლოს სამართალდამცავ ორგანოებსა და სხვა შესაბამის უწყებებს უცხო ქვეყნის კომპეტენტურ სამსახურებთან ერთად საერთაშორისო დონეზე დამნაშავეობასთან ბრძოლაში; გ) საერთაშორისო მასშტაბით დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მის წინააღმდეგ ბრძოლა; დ) დანაშაულის გახსნა-გამოვლენის მიზნით მჭიდრო თანამშრომლობა უცხო ქვეყნის პოლიციის ორგანოებ­თან; ე) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი სამართლის, ადამიანის უფლებების დაცვის ძირითადი ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე ხელი შეუწყოს დამნაშავეობასთან საერთაშორისო მასშტაბით ბრძოლის ეფექტურობას. თავი III. ბიუროს კომპეტენცია     მუხლი 7🔗. ბიუროს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) ოფიციალური და ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა, რისთვისაც ახორციელებს კავშირს ინტერპოლ­თან, უცხო ქვეყნების ეცბ-ებთან და სხვა შესაბამის ორგა­ნოებთან, საქართველოს სამართალდამცავ და სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან; ბ) დანაშაულის თავიდან აცილებისა და გახსნის მიზნით გენერალურ სამდივნოში და მისი წევრი ქვეყნე­ბის ეცბ-ებში აგზავნის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნებსა და შეტყობინებებს დამნაშა­ვეების და ჩადენილი დანაშაულების თაობაზე, პირების, საგ­ნების, ნივთების და დოკუმენტების ძებნის, ასევე სხვა აუცილებელი ინფორმაციის შესახებ; გ) გენერალური სამდივნოდან და სხვა სახელ­მწიფოე­ბის ინტერპოლის ეცბ-ებიდან ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებებისა და ინფორმაციების მიღებისა და დამუშავების უზრუნველ­ყოფა, ქვემდებარეობის მიხედვით მათი სამართალდამ­ცავი ორგანოების შესასრულებლად გადაცემა, საჭიროე­ბის შემთხვევაში კომპეტენტური უწყების მიერ წარდგე­ნილი მოთხოვნების რეალიზაციისათვის კოორდინაციის გაწევა, დავალების დროულად და ხარისხიანად შესრუ­ლების კონტროლის განხორციელება; დ) სამართალდამცავ ორგანოებთან საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მონაცემთა ბაზების შექმნა (ფიზიკურ პირებზე, საგნებზე, ფაქტებზე, დოკუმენტებზე და სხვ.); ე) საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებისა და შესაბამის უწყებებისათვის ინტერპოლის მოთხოვნე­ბის, ინტერპოლთან და მის წევრ ეცბ-ებთან თანამ­შრომლობის წესის და პირობების გაცნობა, მათი შემდგომი სრულყოფისათვის წინადადებების მომზადება. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინტერპოლის გენერა­ლური ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების რეალიზაციისათვის ხელის შეწ­ყობ­ა; ვ) ინტერპოლისა და სხვა სახელმწიფოების კრიმინა­ლური სამსახურების დამნაშავეობასთან ბრძოლაში თანამ­შრომლობის ამსახველი მასალების ანალიტიკური მიმოხილვის წარმოება; ზ) კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგა­ნი­ზაციის კომპეტენციის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სხვა შესაბამისი უწყებებიდან ბიუ­როს საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაციის გამოთხოვა (მათ შორის სტატისტიკური); თ) საინფორმაციო ბიულეტენების გამოცემა; ი) ინტერპოლთან, მისი წევრი ქვეყნების ეცბ-ებთან, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა ინტერპოლის წესდებისა (კონსტიტუციის), სხვა ნორმატიული აქტების და ამ დებულების საფუძველზე; ლ) გენერალურ სამდივნოსთან, ინტერპოლის წევრი ქვეყნების ეცბ-ებთან, ასევე საქართველოს სამართალ­დამცავ ორგანოებთან და შესაბამის უწყებებთან ინფორმაციის გაცვლის დროს ბიურო იყენებს სატელე­ფონო, სატელეგრაფო, ელექტრონული ფოსტის, საფოსტო და სპეციალური კავშირის საშუალებებს; ნ) საჭიროების შემთხვევაში უცხო ქვეყნის ეცბ-ში თავისი წარმომადგენლის მივლინება შესაბამის ეროვნულ პოლიციათა სამსახურებთან ოპერატიული ურთიერთქმედების ორგანიზაციისათვის. თავი IV. ბიუროს ხელმძღვანელობა     მუხლი 8🔗. 1. ბიუროს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს მინისტრი. 2. ბიუროს უფროსი: ა) პასუხისმგებელია ბიუროზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; ბ) ხელმძღვანელობს ბიუროს საქმიანობასა და კოორდინაციას უწევს (მოადგილის მეშვეობით) ბიუროს სტრუქტურული დანაყოფების კომპეტენციას მიკუთვნე­ბული საკითხების შესრულებას; გ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ბიუროს სტრუქტურის, საშტატო განრიგის და საქმიანობის სრულყოფის შესახებ; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველ­ყოფს დასანიშნი ბიუროს თანამშრომელთა კანდიდატუ­რების განხილვა-დამტკიცებას; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ბიუროს თანამშრომელთა პრემირების, წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე; ვ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ბიუროს თანამშრომელთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ: ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბიუროს თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისების ან დისციპლინური სასჯელის ზომებს; თ) ბიუროს სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვა­ნელის წინადადების საფუძველზე (დანაყოფის ხელმძღვა­ნელის მიერ ბიუროს უფროსის მოადგილესთან წინას­წარი შეთანხმებით), მინისტრს წარუდგენს დასამტკი­ცებლად ბიუროს სტრუქტურული დანაყოფების და მათ­ში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურასა და უფლება-მოვალეობათა განაწილების წესს; ი) პირადი ინიციატივით ან ბიუროს უფროსის მოად­გილის წინადადებების და/ან წარდგინებების საფუძველზე სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ ფინანსური სახსრებისა და მატერია­ლური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა ბიუროს ამოცანების შესასრულებ­ლად; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნიშნავს და ათავისუფლებს ბიუროს თანამშრომლებს; ლ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; მ) შუამდგომლობს მინისტრთან (კურატორ მინის­ტრის მოადგილესთან) ბიუროს თანამშრომელთა კვა­ლიფიკაციის ამაღლების შესახებ; ნ) პირადად ან რომელიმე თანამშრომლის მეშვეობით უზრუნველყოფს ინტერპოლის გენერალური ასამბლეის სესიებსა და ინტერპოლის ეგიდით მოწვეულ სხვა საერთაშორისო ფორუმებზე საქართველოს წარდგენას; ო) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 9🔗. ბიუროს უფროსის მოადგილე 1. ბიუროს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც ბიუროს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. ბიუროს უფროსის არყოფნისას უფროსის მოვა­ლეობას ასრულებს მისი მოადგილე. 3. ბიუროს უფროსის მოადგილე კოორდინაციას უწევს და პასუხისმგებელია ბიუროს შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული დანაყოფებისა და ქვედანაყო­ფების საქმიანობაზე, ბიუროსათვის კვალიფიციური კადრების შერჩევაზე. თავი VI. ბიუროს სტრუქტურული დანაყოფები და მათი კომპეტენცია     მუხლი 10🔗. ბიუროს სტრუქტურული დანაყოფები 1. ბიუროს სტრუქტურული დანაყოფებია: ა) საერთაშორისო ძებნის სამმართველო; ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომ­ლობისა და საინფორმაციო ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო; გ) საერთო განყოფილება. 2. საერთაშორისო ძებნის სამმართველო და საერ­თაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და საინფორმაციო ტექნიკური უზრუნველყოფის სამმარ­თველო იყოფა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად. 3. ბიუროს სტრუქტურული დანაყოფების და მათში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლება-მოვალეობების განაწილებისა და საქმიანობის წესს ბიუროს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.     მუხლი 11🔗. საერთაშორისო ძებნის სამმართველოს კომპეტენცია 1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლო­ბით დადგენილი წესით, საერთაშორისო ძებნის სამმარ­თველო ახორციელებს: ა) პიროვნებათა ძებნას მათი დაკავებისა და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით; ბ) პიროვნებათა ძებნას მათი ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით; გ) საერთაშორისო ძებნაში მყოფ პირებზე ძებნის გაუქმებას; დ) უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნას; ე) საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის შემოწმების გზით პირთა იდენტიფიცირებას; ვ) ამოუცნობი გვამების იდენტიფიცირებას შესაბა­მისი უწყებების დახმარებით; ზ) საქმის გარემოებიდან გამომდინარე შესაბამისი ფერის სპეციალური ნიშნის – ცირკულარის გამოცემის თაობაზე გენერალურ სამდივნოსათვის შუამდგომლობით მიმართვას; თ) უზრუნველყოფს კომპეტენტური ორგანოები­სათვის საერთაშორისო ძებნაში მყოფი პირების, ძებნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების, კულ­ტურუ­ლი ფასეულობების შესახებ და დანაშაულთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციის მოპოვებას; ი) საერთაშორისო ძებნილთა საინფორმაციო ბაზის შექმნას; კ) დაკარგული კულტურული ფასეულობების ძებნას; ლ) დაკარგული ცეცხლსასროლი იარაღის ძებნას; მ) ყალბ ვალუტასთან და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავებას და აღნიშნუ­ლი დანაშაულების გამოვლენის მიზნით შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობას; ნ) ეკონომიკურ დანაშაულებთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავებას და აღნიშნული დანაშაუ­ლების გამოვლენის მიზნით შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობას; ო) საქართველოს სამართალდამცავი და სხვა უფლებამოსილი ორგანოებისა და ინტერპოლის წევრი ქვეყნების მოთხოვნის საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა შესახებ ინფორმაციის შემოწმებას; პ) საქართველოს სამართალდამცავი და სხვა უფლე­ბამოსილი ორგანოების, ინტერპოლის წევრი ქვეყნების მოთხოვნის საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუა­ლებაზე ძებნის გამოცხადებასა და გაუქმებას; ჟ) გატაცებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოსა და ინტერპოლის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოთა შორის ავტომანქანის დაბრუნების მექანიზმების შესახებ ინფორმაციულ უზრუნველყოფას; რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას და ინფორმაციულ უზრუნველყოფას უწევს ტერორიზ­მთან, ტრეფიკინგთან, ნარკოტიკულ საშუალებებთან, ფულის გათეთრებასთან, ორგანიზებულ და სხვა სახის დანაშაულთან ბრძოლას; ს) ბიუროს საქმიანობის მიმართულებიდან გამომ­დინა­რე სხვა კანონიერ მოქმედებას.     მუხლი 12🔗. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და საინფორმაციო ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს კომპეტენცია 1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლ­ობით დადგენილი წესით, საერთაშორისო ორგანიზა­ციებთან თანამშრომლობისა და საინფორმაციო-ტექ­ნიკური უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს: ა) ბიუროს კავშირგაბმულობის საშუალებათა ტექ­ნიკურ უზრუნველყოფას; ბ) სატელეფონო, სატელეგრაფო, ელექტრონული ფოსტის და სპეციალური კავშირის საშუალებით ინფორმაციის გაცვლას; გ) I-24/7 სისტემის მუშაობის უზრუნველყოფას; დ) ბიუროს კომპიუტერული ქსელის ადმინისტრი­რებას; ე) კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული ნაწილის გამართული მუშაობის უზრუნველყოფას; ვ) ინტერპოლის საკომუნიკაციო ქსელის მეშვეობით წერილების მიღებას და გაგზავნას; ზ) ინფორმაციის შეტანას ბიუროს მონაცემთა ბაზაში; თ) ეროვნული უსაფრთხოების ოფიცრის (NSO) ფუნქციების განხორციელებას; ი) ევროპის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგა­ნიზაციებთან თანამშრომლობის განვითარებას; კ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებისა და ერთობლივი სემინარების მოწყობას; ლ) საერთაშორისო შეხვედრებისათვის მოხსენებების მომზადებას; მ) უცხო ქვეყნის ეცბ-ებიდან მიღებული და საქართველოს ეცბ-დან გასაგზავნი წერილებისა და სხვა დოკუმენტების შესაბამის ენაზე თარგმნას.     მუხლი 13🔗. საერთო განყოფილების კომპეტენცია 1. საერთო განყოფილება ახორციელებს: ა) ბიუროში შემოსული დოკუმენტების მიღებას, აღრიცხვას, დამუშავებას და ადრესატისათვის მიწოდე­ბას; ბ) ბიუროში მომზადებული დოკუმენტების შესაბამის ჟურნალებში აღრიცხვას, რეესტრში გატარებას, პაკეტების სათანადოდ გაფორმებას და მათი გაგზავნის უზრუნველყოფას; გ) სარეგისტრაციო ჟურნალების დადგენილი წესით წარმოებას; დ) ბიუროში ყოველწლიური ნომენკლატურის ფორმირებას; ე) ბიუროში არსებული საიდუმლო დოკუმენტაციის ყოველწლიური ინვენტარიზაციის ჩატარებას; ვ) ბიუროს პირადი შემადგენლობისათვის საქარ­თველოს შსს-ში და ბიუროში მომზადებული ინდივი­დუალური და ნორმატიული ხასიათის აქტების გაც­ნობას; ზ) განყოფილების ინფორმაციულ-ტექნიკურ ბაზაში მონაცემების შეტანას; თ) ბიუროში წლის განმავლობაში არსებული ნომენკლატურული საქმეების წარმოებას და წარმოებით დამთავრებული საქმეების დახურვას, გაფორმებას, აკინძვას და დალუქვას; ი) ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ წარმოებით დამთავრებულ საქმეთა ბიუროს არქივში მიღებას, აღრიცხვას და შენახვას; კ) ბიუროს არქივში არსებული ვადაგასული საქმეების ჩამოწერას და მათ გასანადგურებლად მომზადებას.     მუხლი 14🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე.