საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო-ტექნიკური კოლეჯის დაარსების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი განათლება
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის

მ თ ა ვ რ ო ბ ი ს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №531

1992 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო-ტექნიკური კოლეჯის დაარსების შესახებ

რესპუბლიკაში ხანძართან ბრძოლის სრულყოფის და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესების, მასში შემავალი ქვედანაყოფებისათვის ოფიცერთა ეროვნული კადრების მომზადების უზრუნველსაყოფად საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ა დ გ ე ნ ს:

1. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინადადება სახანძრო დაცვის სასწავლო ცენტრის ბაზაზე სახანძრო-ტექნიკური კოლეჯის დაარსების შესახებ.

2. დაევალოთ საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს უზრუნველყონ 1992 წლის პირველ ნახევარში სახანძრო-ტექნიკური კოლეჯისათვის სწავლების პროგრამის შემუშავება, მისთვის საჭირო რაოდენობის სასწავლო-ტექნიკური საშუალებების, კომპიუტერული ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების გამოყოფა

3.  სახანძრო-ტექნიკური კოლეჯის კურსანტებით დაკომპლექტებისათვის დაშვებულ იქნეს ყოველწლიურად 50 წვევამდელის მიღება მათთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადებით, კოლეჯის კურსდამთავრებულები აყვანილ იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების სპეც-აღრიცხვაზე.

4. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსთან და საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშაოს სახანძრო-ტექნიკური კოლეჯის დებულება, რომელშიც განისაზღვროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურისათვის სპეციალური განათლების მქონე ოფიცერთა ეროვნული კადრების მომზადება, სამწლიანი სწავლების ციკლით.

5. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოუყოს სახანძრო-ტექნიკურ კოლეჯს საჭირო რაოდენობის თანხა 1992 წელს მისთვის გათვალისწინებული საერთო ასიგნებებიდან.

6. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიტანოს სათანადო ცვლილებანი შტატებში, თანამდებობრივ განაკვეთებში და განახორციელოს საჭირო ღონისძიებანი კოლეჯისათვის კვალიფიციური მეთაურ-მასწავლებლების კადრების შესარჩევად და დასაკომპლექტებლად.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის

თავმჯდომარის პრემიერ-მინისტრის

მოვალეობის შემსრულებელი                                           თ. სიგუა

 

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის

სახელმწიფო კანცელარიის მმართველის

პირველი მოადგილის

მოვალეობის შემსრულებელი                                                   კ. გელაშვილი

საქართველოს რესპუბლიკის

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო-ტექნიკური კოლეჯის დაარსების შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო-ტექნიკური კოლეჯის დაარსების შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო-ტექნიკური კოლეჯის დაარსების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო-ტექნიკური კოლეჯის დაარსების შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6617405/