სასწავლო დაწესებულებათა კურსდამთავრებულების განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებით უზრუნველყოფის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის
მთავრობის
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №575
1992 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
სასწავლო დაწესებულებათა კურსდამთავრებულების განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტებით უზრუნველყოფის შესახებ
ყველა ტიპისა და უწყების სასწავლო დაწესებულებათა კურსდამთავრებულების აღრიცხვას დაქვემდებარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებით უზრუნველყოფის, ბეჭდვისა და მოხმარების აღრიცხვის ერთიანი სისტემის შექმნისა და მათი სწორად წარმოებისადმი შესაბამისი კონტროლის დაწესების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ა დ გ ე ნ ს:
1. ყველა ტიპისა და უწყების სასწავლო დაწესებულებათა კურსდამთავრებულების უზრუნველყოფა მკაცრი აღრიცხვას დაქვემდებარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გადაყვანილ იქნეს ფასიან მომსახურებაზე.
2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების უნიფიცირებული ნიმუშების შექმნა;
ბ) სასწავლო დაწესებულებათა კურსდამთავრებულების განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებით მომსახურების ორგანიზაცია.
3. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ინფორმაციის სამინისტროს უზრუნველყოს მკაცრი აღრიცხვას დაქვემდებარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების დამზადება მოქმედი წესის შესაბამისად.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარის პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი თ.სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველის
მოვალეობის შემსრულებელი გ.ბერიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სასწავლო დაწესებულებათა კურსდამთავრებულების განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებით უზრუნველყოფის შესახებ“?
- დიახ, სამართლებრივი აქტი „სასწავლო დაწესებულებათა კურსდამთავრებულების განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებით უზრუნველყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
- სად არის „სასწავლო დაწესებულებათა კურსდამთავრებულების განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებით უზრუნველყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „სასწავლო დაწესებულებათა კურსდამთავრებულების განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებით უზრუნველყოფის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6617471/