საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 22.07.1999
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„მუხლი 3813. მსჯავრდებულთან უკანონო გარიგების დადება
1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1653 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული იმ მსჯავრდებულის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აუნაზღაურებია დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი, 1 თვის განმავლობაში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი სარგებლის მიღება, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტში მსჯავრდებულის სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშზე ელექტრონული ფორმით მიღებული ფულადი თანხისა, ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მსჯავრდებულის სახელზე რეგისტრირებული, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებისა ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალებისა, ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მსჯავრდებულის საკუთრებად რეგისტრირებული ქონებისა, −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის 1 თვის განმავლობაში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი სარგებლის გადაცემა, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტში მსჯავრდებულის სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშზე ელექტრონული ფორმით გადაცემული ფულადი თანხისა, ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებული, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებისა ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალებისა, ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული, საკუთრებაში გადაცემული ქონებისა, აგრეთვე აღნიშნული მსჯავრდებულისთვის ისეთი უძრავი ქონების ან ავტოსატრანსპორტო საშუალების სარგებლობის უფლებით გადაცემა, რომლით სარგებლობის საფასური (საბაზრო ღირებულება) საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობას აღემატება, −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
თბილისი, 3 სექტემბერი 2025 წ. N953-IVმს-XIმპ |