„ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 18.09.2006
ძალის დაკარგვა 03.08.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.39.036.009.248
გამოქვეყნების წყარო სსმ, 128, 18/09/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 26.08.2013
- ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 03.08.2011
დოკუმენტის ტექსტი
„ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:26.75pt; margin-bottom:0in; margin-left:.75in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
110.060.000.39.036.009.248
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №15
2006 წლის 18 სექტემბერი ქ. თბილისი
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ და ,,ს“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
დანართი
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა (შემდგომში – საოლქო პროკურატურა) არის საქართველოს პროკურატურის სისტემის შემადგენელი ორგანო, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, ამ დებულებით, საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) სამართლებრივი აქტებით.
2. საოლქო პროკურატურის იურიდიული მისამარ-თია: 3700, ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №17.
3. საოლქო პროკურატურის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
4. საოლქო პროკურატურას აქვს საკუთარი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის დასახელებით.
მუხლი 2🔗. საოლქო პროკურატურის საქმიანობის პრინციპები
საოლქო პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია:
ა) კანონის უზენაესობა;
ბ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა;
გ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
დ) ყველა ქვემდგომი პროკურორისა და პროკურატურის სხვა მუშაკის საქართველოს გენერალური პროკურორისადმი დაქვემდებარება;
ე) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.
მუხლი 3🔗. საოლქო პროკურატურის საქმიანობის სფერო
საოლქო პროკურატურა გენერალური პროკურორის ბრძანებით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;
ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას;
გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას;
დ) ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე;
ე) ამოწმებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და აწარმოებს საპროცესო მოვალეობებს დაკავების, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს;
ვ) უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
ზ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას;
თ) მონაწილეობს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის ღონისძიებებში;
ი) ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინე-ბულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗. საოლქო პროკურატურის ხელმძღვანელობა
1. საოლქო პროკურატურას ხელმძღვანელობს ქვემო ქართლის საოლქო პროკურორი (შემდგომში – საოლქო პროკურორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. საოლქო პროკურორის თანამდებობაზე 5 წლის ვადით ინიშნება პირი, რომელსაც აქვს პროკურატურის ორგანოებში მოსამართლედ, გამომძიებლად, ადვო-კატად ან სხვა იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. განსაკუთრებულ შემთხვევაში გენერალურ პროკურორს დასაბუთე-ბული გადაწყვეტილებით უფლება აქვს აღნიშნული ვადა შეამციროს 18 თვემდე.
3. საოლქო პროკურორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი არ შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ ორზე მეტი ვადით.
4. საოლქო პროკურორი:
ა) ახორციელებს საოლქო პროკურატურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს საოლქო პროკურატუ-რის მუშაკთა შორის;
გ) აკონტროლებს საოლქო პროკურატურის მუშაკთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვას;
დ) გენერალური პროკურორის წინაშე აყენებს საკითხს საოლქო პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ე) გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეაქვს წინადადებები წინასწარი გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით;
ვ) აუქმებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების თანამშრომელთა უკანონო და დაუ-საბუთებელ დადგენილებებს, გამოითხოვს ქვემდგომი პროკურორების უსაფუძვლო სააპელაციო და საკასაციო საჩივრებს;
ზ) იღებს გადაწყვეტილებას ცალკეული გამომძიებლის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ, აგრეთვე წყვეტს საკითხს სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში პროკურორის მონაწილეობის თაობაზე;
თ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე;
ი) უშუალოდ მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
კ) ამოწმებს ქვემდგომი (საოლქო და მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რაიონული პროკურატურების) პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილე-ბების კანონიერებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, შეაქვს საჩივრები სასამართლოების მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილე-ბებზე;
ლ) აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, საქართველოს გენერალური პროკურატურის კოლეგიის გადაწყ-ვეტილებების შესრულებას;
მ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს, რომლებზეც ისმენს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების ხელმძღვანელებისა და სხვა ოპერატიულ მუშაკთა ინფორმაციებს როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ასევე ზოგად თემატურ საკითხებზე, იღებს ზომებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად;
ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მისდამი დაქვემდებარებული პროკურატურის თანამშრომლებისათვის;
ო) ასრულებს გენერალური პროკურორის ცალკეულ დავალებებს, აგრეთვე ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებულ სხვა ფუნქციებს.
5. საოლქო პროკურორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
6. საოლქო პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე ინიშნება პირი, რომელსაც აქვს პროკურატურის ორგანოებში მოსამართლედ, გამომძიებლად, ადვოკა-ტად ან სხვა იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. განსაკუთრებულ შემთხვევაში გენერალურ პროკურორს დასაბუთე-ბული გადაწყვეტილებით უფლება აქვს აღნიშნული ვადა შეამციროს 18 თვემდე.
7. საოლქო პროკურორის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს საოლქო პროკურორის მოადგილე.
მუხლი 5🔗. საოლქო პროკურატურის სტრუქტურა
1. საოლქო პროკურატურა შედგება საოლქო პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებისაგან, რომელთა ამოცანები, ხელმძღვანელობა და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით.
2. საოლქო პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვნელობის განყოფილება;
ბ) საგამოძიებო ნაწილი (განყოფილება);
გ) კანცელარია.
მუხლი 6🔗. საოლქო პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ამოცანები
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვნელობის განყოფილების ამოცანებია:
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; აღნიშნული ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებაზე ზედამხედველობა და მათ მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
2. საგამოძიებო ნაწილის ამოცანაა სამოქმედო ტერიტორიაზე პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება.
3. კანცელარიის ამოცანებია:
საოლქო პროკურატურის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება; საოლქო პროკურატურაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი.
მუხლი 7🔗. განყოფილების უფროსი
1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს განყოფილების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეთა შორის, უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას, ახორციელებს კონტროლს განყოფილების მუშაკების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვაზე;
გ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე, უშუალოდ მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საოლქო პროკურორის ან მისი მოადგილის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
დ) განყოფილების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით სხვა საგამოძიებო ორგანოებისაგან ითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებსა და სხვა დოკუმენტებს;
ე) აუქმებს განყოფილების მუშაკების უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს;
ვ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს, რომლებზეც პერიოდულად ისმენს განყოფილების მუშაკთა ანგარიშებს და განმარტებებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) იხილავს განყოფილებაში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიული პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
თ) საოლქო პროკურორის ან მისი მოადგილის დავალებით, უზრუნველყოფს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში პროკურორის მონა-წილეობას;
ი) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
კ) ასრულებს პროკურატურის ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს;
ლ) ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინე-ბულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია საოლქო პროკურორისა და საოლქო პროკურორის მოადგილის წინაშე.
მუხლი 8🔗. საოლქო პროკურატურის მუშაკები და მათი უფლებამოსილებანი
1. საოლქო პროკურატურაში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) პროკურორები;
ბ) უფროსი გამომძიებლები;
გ) კანცელარიის უფროსი;
დ) სპეციალისტი.
2. საოლქო პროკურატურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება საოლქო პროკურატურის საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს გენერალური პრო-კურორი.
3. პროკურორები:
ა) საპროცესო ხელმძღვანელობას უწევენ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას;
ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში წინასწარი გამოძიების სტადიაზე მონაწილეობას იღებენ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებების შერჩევის საკითხის განხილვაში;
გ) გასცემენ წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე, უშუალოდ მონაწილეობენ წინასწარ გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საოლქო პროკურორის, მისი მოადგილის ან განყოფილების უფროსის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებენ საქმის გამოძიებას;
დ) მონაწილეობენ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო განხილვაში და მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას;
ე) ახორციელებენ ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. უფროსი გამომძიებლები უშუალოდ იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს და ახორციელებენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვა-ლისწინებულ საპროცესო მოქმედებებს.
5. კანცელარიის უფროსი ორგანიზებას უწევს და ახორციელებს კანცელარიის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, ახორციელებს ღონისძიებებს საქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობის სრულ-ყოფის მიზნით.
6. სპეციალისტი უზრუნველყოფს საოლქო პროკურატურაში საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენს შემოსული და გასული დოკუმენ-ტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას, ასრულებს საოლქო პროკურატურის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავა-ლებებს.
მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულება
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს გენერალური პრო-კურორის ბრძანებით.