„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 18.09.2006
ძალის დაკარგვა 31.12.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.39.036.009.249
გამოქვეყნების წყარო სსმ, 128, 18/09/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,600 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.09.2006 მიღება
31.12.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:26.75pt; margin-bottom:0in; margin-left:.75in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                                                                                       110.060.000.39.036.009.249 საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №16 2006 წლის 18 სექტემბერი ქ. თბილისი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ და ,,ს“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.                                                                                               ზ. ადეიშვილი დანართი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა (შემდგომში – ა/რ პროკურატურა) არის საქართველოს პროკურატურის სისტემის შემადგენელი ორგანო, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, ამ დებულებით, საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) სამართლებრივი აქტებით. 2. ა/რ პროკურატურის იურიდიული მისამართია: 6000, ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. 55. 3. ა/რ პროკურატურის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. 4. ა/რ პროკურატურას აქვს საკუთარი ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და ა/რ პროკურატურის დასახელებით. მუხლი 2🔗. ა/რ პროკურატურის საქმიანობის პრინციპები ა/რ პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია: ა) კანონის უზენაესობა; ბ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა; გ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა; დ) ყველა ქვემდგომი პროკურორისა და პროკურატურის სხვა მუშაკის საქართველოს გენერალური პროკურორისადმი დაქვემდებარება; ე) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. მუხლი 3🔗. ა/რ პროკურატურის საქმიანობის სფერო ა/რ პროკურატურა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას; ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას; გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას; დ) ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე; ე) ამოწმებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და აწარმოებს საპროცესო მოვალეობებს დაკავების, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს; ვ) უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებების განხორციელებას; ზ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას; თ) მონაწილეობს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის ღონისძიებებში; ი) ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინე-ბულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 4🔗. ა/რ პროკურატურის ხელმძღვანელობა 1. ა/რ პროკურატურას ხელმძღვანელობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი (შემდგომში – ა/რ პროკურორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. ა/რ პროკურორი თანამდებობაზე ინიშნება 5 წლის ვადით. ა/რ პროკურორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი არ შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ ორზე მეტი ვადით. 3. ა/რ პროკურორი: ა) ახორციელებს ა/რ პროკურატურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს მის მოადგილეებსა და ა/რ პროკურატურის მუშაკთა შორის; გ) აკონტროლებს ა/რ პროკურატურის მუშაკთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; დ) წყვეტს ა/რ პროკურატურის მუშაკთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხებს (თანამდებობიდან გათავისუფლებისა და პროკურატურიდან დათხოვნის გარდა), გენერალური პროკურორის წინაშე აყენებს საკითხს ა/რ პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისების, ასევე თანამდებობიდან გათავისუფლებისა და პროკურატურიდან დათხოვნის სახით მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ე) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს ქვეყნის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მის ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული პროკურატურების მუშაკთა სამსახურებრივი მივლინების საკითხებზე; ვ) გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეაქვს წინადადებები წინასწარი გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბრალ-დების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით; ზ) აუქმებს წინასწარი გამოძიების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს, გამოითხოვს ქვემდგომი პროკურორების უსაფუძვლო სააპელაციო და საკასაციო საჩივრებს; თ) იღებს გადაწყვეტილებას ცალკეული გამომძიებლის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ, აგრეთვე წყვეტს საკითხს სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში პროკურორის მონაწილეობის თაობაზე; ი) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე; კ) უშუალოდ მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას; ლ) ამოწმებს ქვემდგომი (აჭარის ა/რ და მის ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული პროკურატურების) პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, შეაქვს საჩივრები სასამართლოების მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე; მ) აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კოლეგიის გადაწყვეტილებების შესრულებას; ნ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს, რომლებზეც ისმენს წინასწარი გამოძიების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებისა და სხვა ოპერატიულ მუშაკთა ინფორმაციებს როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ასევე ზოგად თემატურ საკითხებზე, იღებს ზომებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად; ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მისდამი დაქვემდებარებული პროკურატურის თანამშრომლებისათვის; პ) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გამოყოფილ საბიუჯეტო ასიგნებათა განკარგვას საფინანსო-საბიუჯეტო დისციპლინის მკაცრი დაცვით და ხარჯთანუსხით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში ხელს აწერს საგადასახადო დავალებების, სალაროს გასავლის და ხელფასის საგადა-სახდელო უწყისებს; ჟ) ასრულებს გენერალური პროკურორის ცალკეულ დავალებებს, აგრეთვე ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებულ სხვა ფუნქციებს. 4. ა/რ პროკურორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 5. ა/რ პროკურორის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ა/რ პროკურორის მოადგილე.     მუხლი 5🔗. ა/რ პროკურატურის კოლეგია 1. ა/რ პროკურატურაში იქმნება სათათბირო ორგანო – ა/რ პროკურატურის კოლეგია (შემდგომში – კოლეგია), რომელსაც ხელმძღვანელობს ა/რ პროკურორი. 2. ა/რ პროკურატურის კოლეგიის შემადგენლობაში შედიან ა/რ პროკურორის მოადგილე, ა/რ პროკურატურის განყოფილებათა უფროსები და ბათუმის რაიონული პროკურორი. 3. ა/რ პროკურატურის კოლეგიის შემადგენლობას ა/რ პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს გენერალური პროკურორი. 4. ა/რ პროკურორის გადაწყვეტილებით კოლეგიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოწ-ვეულ იქნენ სხვა პირები. 5. კოლეგია განიხილავს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს, საშემსრულებლო დისციპლინის მდგომარეობას, საკადრო საკითხებს, გენერალური პროკურორის ბრძანებებისა და ინსტრუქციების პროექტებს, ა/რ პროკურორის, ყველა სხვა ქვემდგომი პროკურორის ანგარიშებსა და ა/რ პროკურატურის საქმიანობის სხვა საკითხებს. 6. ა/რ პროკურორისა და კოლეგიის წევრების აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ა/რ პროკურორი. 7. კოლეგიის სხდომის მიმდინარეობა და კოლეგიის გადაწყვეტილება ფორმდება კოლეგიის სხდომის ოქმით, რომელსაც ადგენს კოლეგიის სხდომის მდივანი და ხელს აწერენ ა/რ პროკურორი და სხდომის მდივანი. 8. კოლეგიის სხდომის მდივნის მოვალეობას ასრულებს ა/რ პროკურორის მიერ განსაზღვრული ა/რ პროკურატურის მუშაკი, რომელიც არ შეიძლება იყოს კოლეგიის წევრი.      მუხლი 6🔗. ა/რ პროკურატურის სტრუქტურა 1. ა/რ პროკურატურა შედგება ა/რ პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებისაგან, რომელთა ამოცა-ნები, ხელმძღვანელობა და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით. 2. ა/რ პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებია; ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვნელობის განყოფილება: ბ) საგამოძიებო ნაწილი (განყოფილება); გ) კანცელარია.     მუხლი 7🔗. ა/რ პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ამოცანები 1. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვნელობის განყოფილების ამოცანებია: შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტო-რიულ ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანო-ბაზე ზედამხედველობა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; აღნიშნული ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებაზე ზედამხედველობა და მათ მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა. 2. საგამოძიებო ნაწილის ამოცანაა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხ-ლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება. 3. კანცელარიის ამოცანებია: ა/რ პროკურატურის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება; ა/რ პროკურატურაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი. მუხლი 8🔗. განყოფილების უფროსი 1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. განყოფილების უფროსი: ა) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს განყოფილების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეთა შორის, უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას, ახორციელებს კონტროლს განყოფილების მუშაკების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვაზე; გ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე, უშუალოდ მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, ა/რ პროკურორის ან მისი მოადგილის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას; დ) განყოფილების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით სხვა საგამოძიებო ორგანოებისაგან ითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებსა და სხვა დოკუმენტებს; ე) აუქმებს განყოფილების მუშაკების უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს; ვ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს, რომლებზეც პერიოდულად ისმენს განყოფილების მუშაკთა ანგარიშებს და განმარტებებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, ა/რ პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეაქვს წინადადებები განყოფილების მუშაობის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით; ზ) იხილავს განყოფილებაში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიული პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; თ) ა/რ პროკურორის ან მისი მოადგილის დავალებით, უზრუნველყოფს პროკურორის მონაწილეობას ან პირადად მონაწილეობს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში; ი) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; კ) ამოწმებს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული პროკურატურების პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, შეაქვს სარჩელი სასამართლოების მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე; ლ) ასრულებს პროკურატურის ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს; მ) ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია ა/რ პროკურორისა და ა/რ პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე. მუხლი 9🔗. ა/რ პროკურატურის მუშაკები და მათი უფლებამოსილებანი 1. ა/რ პროკურატურაში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) უფროსი პროკურორები; ბ) პროკურორები; გ) უფროსი გამომძიებლები; დ) კანცელარიის უფროსი; ე) მრჩევლები; ვ) სპეციალისტი. 2. ა/რ პროკურატურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება ა/რ პროკურატურის საშტატო განრი-გით, რომელსაც ამტკიცებს გენერალური პროკურორი. 3. უფროსი პროკურორები და პროკურორები: ა) საპროცესო ხელმძღვანელობას უწევენ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას; ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში წინასწარი გამოძიების სტადიაზე მონაწილეობას იღებენ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებების შერჩევის საკითხის განხილვაში; გ) გასცემენ წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე, უშუალოდ მონაწილეობენ წინასწარ გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, ა/რ პროკურორის, მისი მოად-გილის ან განყოფილების უფროსის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებენ საქმის გამოძიებას; დ) მონაწილეობენ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო განხილვაში და მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას; ე) ახორციელებენ ,,პროკურატურის შესახებ“ საქარ-თველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინე-ბულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. უფროსი გამომძიებლები უშუალოდ იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს და ახორციელებენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვა-ლისწინებულ საპროცესო მოქმედებებს. 5. კანცელარიის უფროსი ორგანიზებას უწევს და ახორციელებს კანცელარიის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, ანაწილებს მოვალეობებს კანცელარიის მუშაკთა შორის, ახორციელებს ღონისძიებებს საქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობის სრულყოფის მიზნით. 6. მრჩევლები და სპეციალისტი უზრუნველყოფენ ა/რ პროკურატურაში საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენენ შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას, ასრულებენ ა/რ პროკურატურის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.      მუხლი 10🔗. დასკვნითი დებულება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით.