აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/327
2025 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
დეპარტამენტი ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ – დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი – წითელი ხიდის და რუსთავი – სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 3-4) მშენებლობის პროექტს (შემდგომში –პროექტი). პროექტი ფინანსდება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2019 წლის 19 თებერვალს გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია II) ფარგლებში (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 29 მაისის №4661-IIს დადგენილებით). პროექტი მოიცავს რუსთავი – წითელი ხიდის და რუსთავი – სადახლოს საავტომობილო გზებს. აღნიშნული პროექტით გათვალისწინებულია ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა ორდონიანი გადაკვეთებით. პროექტი შედგენილია აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, როგორიცაა ტრანსევროპული საავტომობილო სტანდარტები, AASHTO და ევროპული სტანდარტები. ლოტი 3-ის სიგრძე შეადგენს 13 კმ-ს. იწყება ალგეთის გზაგამტარის დასავლეთით და მთავრდება მარეთთან, საქართველო-სომხეთის სარკინიგზო ხაზის გადაკვეთამდე – 400 მ-ში. ლოტი 4-ის (მარეთიდან სადახლომდე) სიგრძე შეადგენს 16,3 კმ-ს. ლოტი 4 იწყება თბილისიდან სომხეთამდე რკინიგზის გადაკვეთამდე 400 მ-ში. გადაკვეთის შემდეგ გზის პროფილი მიჰყვება რკინიგზას მარჯვენა მხრიდან. პროექტით სულ გათვალისწინებულია 4 ძირითადი სახიდე გადასასვლელის მოწყობა, კერძოდ, ერთი სახიდე გადასასვლელი მოეწყობა რკინიგზის გადაკვეთაზე, ასევე მოეწყობა ორი სამდინარო და ერთი გზაგამტარის ტიპის სახიდე გადასასვლელები. პროექტით გათვალისწინებული საავტომობილო გზის საგზაო უსაფრთხოების პროექტირება შესრულებულია საქართველოს საპროექტო სტანდარტების და მოწინავე საინჟინრო პრაქტიკის თანახმად. საპროექტო გზა დაგეგმილი იყო როგორც მაგისტრალური გზა სიჩქარით 120 კმ/სთ ძირითად სავალ ნაწილზე. ამიტომ, ჩქაროსნული გზის პროექტირებისას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო პრიორიტეტული მნიშვნელობა, რათა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვი მინიმუმამდე შემცირებულიყო. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევით დადგინდა, რომ ამ გზისათვის ყველაზე შესაფერისია არაარმირებული ბეტონის ხისტი საფარი. ხიდებისთვის, გადასასვლელებისთვის და მისასვლელ გზებთან დამაკავშირებელი კვანძებისათვის გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარი. ფიზიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით საპროექტო ავტომაგისტრალის დერეფანი ძირითადად გაივლის ქვემო ქართლის ვაკეზე, რომელიც წარმოადგენს მტკვარ-არაქსის ვრცელი დაბლობის უკიდურეს ჩრდილო დასავლეთ ნაწილს. პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. ამასთან, პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ:
აზერ ალიევის (პ/ნ: №28001033825), აისელ ალიევას (პ/ნ: №28001063917), მახირა ალიევას (პ/ნ: №28001029832) და ჯეიხუნ ალიევის (პ/ნ: AZE №130548819) თანასაკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კიროვკაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების – 2 114 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.14.04.603) ნაწილის – 989 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავებისა და შენობა/ნაგებობების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.
გუმაი გურბანოვას (პ/ნ: 28001054173), ელშად ასკაროვის (პ/ნ:28001111328), ზახრა სკეროვას (პ/ნ:28001060617), ლამან ასკაროვას (პ/ნ:28001111351) და მულკადარ ასკეროვის (პ/ნ: 644106516) თანასაკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია-გეურარხში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 1 410 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.14.04.566 სრულად), მასზე არსებული შენობა-ნაგებობის (ღობე), მრავალწლიანი ნარგავებისა და ერთწლიანი კულტურის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.
ელდარ მამედოვის (პ/ნ: 28001024661) საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკა, 1-ლი ქუჩის II ჩიხი, №6-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 5 120 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.14.04.469 სრულად), მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავების, შენობა-ნაგებობების, ღობის და სხვა აქტივების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.
კამრან ბაირამოვის (პ/ნ: №28001105620) საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახლოლალოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 3140 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.14.22.963) ნაწილის – 1351 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.
შპს „ჯეოაგროტექის“ (ს/ნ 406334630) საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზკენდის 22-ე ქუჩა №1 მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 239 542 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 83.03.44.078) ნაწილის – 23 798 კვ. მ მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული შენობის, სათბურის და სხვა აქტივების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე,
აინურა მუმუშოვას (პ/ნ: 28001050915), ამირხან მიმიშოვის (პ/ნ: 28001051283), ელიანურა მუმუშოვას (პ/ნ: 28001089848), ზამინ მუმუშოვის (პ/ნ: 28001026021) და ზოხრა მუმუშოვას (პ/ნ: 28001051433) თანასაკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო სარალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 1 550 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.09.24.915) ნაწილის – 171 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული შენობა-ნაგებობის და მრავალწლიანი ნარგავების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.
დურსუნ მამედოვის (პ/ნ: 28001015189) საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ კიროვკაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3 900 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.14.04.623) ნაწილის 2 982 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავებისა და შენობა-ნაგებობების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს შუამდგომლობები და დეპარტამენტს მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ – დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი – წითელი ხიდის და რუსთავი – სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 3-4) მშენებლობის პროექტი.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კიროვკაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 2 114 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.14.04.603) თანამესაკუთრეები არიან: აზერ ალიევი (პ/ნ: №28001033825), აისელ ალიევა (პ/ნ: №28001063917), მახირა ალიევა (პ/ნ: №28001029832) და ჯეიხუნ ალიევი (პ/ნ: AZE №130548819).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა აზერ ალიევის, აისელ ალიევას, მახირა ალიევას და ჯეიხუნ ალიევის თანასაკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კიროვკაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 2 114 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.14.04.603) ნაწილი – 989 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები და შენობა/ნაგებობები.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია-გეურარხში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 1410 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: N83.14.04.566) თანამესაკუთრეები არიან: გუმაი გურბანოვა (პ/ნ:28001054173), ელშად ასკაროვი (პ/ნ:28001111328), ზახრა სკეროვა (პ/ნ:28001060617), ლამან ასკაროვა (პ/ნ:28001111351) და მულკადარ ასკეროვი (პ/ნ:644106516).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა გუმაი გურბანოვას, ელშად ასკაროვის, ზახრა სკეროვას, ლამან ასკაროვას და მულკადარ ასკეროვის საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია-გეურარხში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 1410 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: N83.14.04.566) სრულად, მასზე არსებული შენობა-ნაგებობი (ღობე), მრავალწლიანი ნარგავები და ერთწლიანი კულტურა.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში, 1-ლი ქუჩის II ჩიხში, №6-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 5120 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: N 83.14.04.469) მესაკუთრეა არის ელდარ მამედოვი (პ/ნ: 28001024661).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ელდარ მამედოვის საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში, 1-ლი ქუჩის II ჩიხი, №6-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 5120 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: N83.14.04.469) სრულად, მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები, შენობა-ნაგებობები, ღობე და სხვა აქტივები.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახლოლალოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 3140 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.14.22.963) მესაკუთრეა კამრან ბაირამოვი (პ/ნ: №28001105620).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა კამრან ბაირამოვის საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახლოლალოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 3140 კვ.მ მიწის ნაკვეთის ( საკადასტრო კოდი: №83.14.22.963) ნაწილი 1 351 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ აზიზკენდში 22-ე ქუჩა №1-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 239 542 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 83.03.44.078) მესაკუთრეა შპს „ჯეოაგროტექი“ (ს/ნ 406334630).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა შპს „ჯეოაგროტექის“ საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ აზიზკენდში 22-ე ქუჩა №1-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 239 542 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 83.03.44.078) ნაწილი – 23 798 კვ. მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა, სათბური და სხვა აქტივები.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო სარალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 1 550 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.09.24.915) თანამესაკუთრეები არიან: აინურა მუმუშოვა (პ/ნ: 28001050915), ამირხან მიმიშოვი (პ/ნ: 28001051283), ელიანურა მუმუშოვა (პ/ნ: 28001089848), ზამინ მუმუშოვი (პ/ნ: 28001026021) და ზოხრა მუმუშოვა (პ/ნ: 28001051433).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა აინურა მუმუშოვას, ამირხან მიმიშოვის, ელიანურა მუმუშოვას, ზამინ მუმუშოვის და ზოხრა მუმუშოვას თანასაკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო სარალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 1550 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.09.24.915) ნაწილი 171 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებულ შენობა-ნაგებობი და მრავალწლიანი ნარგავები.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ კიროვკაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3 900 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 83.14.04.623) მესაკუთრეა დურსუნ მამედოვი (პ/ნ: 28001015189).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა დურსუნ მამედოვის საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ კიროვკაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3 900 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 83.14.04.623) ნაწილი 2 982 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები და შენობა-ნაგებობები.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით."
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2024 წლის 15 ნოემბრის, 2025 წლის 14 აგვისტოს და 26 აგვისტოს სხდომის ოქმების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ-დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 3-4) მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ:
1.1 აზერ ალიევის (პ/ნ: №28001033825), აისელ ალიევას (პ/ნ: №28001063917), მახირა ალიევას (პ/ნ: №28001029832) და ჯეიხუნ ალიევის (პ/ნ: AZE №130548819) თანასაკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კიროვკაში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 2 114 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.14.04.603) ნაწილზე – 989 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე და შენობა/ნაგებობებზე.
1.2 გუმაი გურბანოვას (პ/ნ: 28001054173), ელშად ასკაროვის (პ/ნ:28001111328), ზახრა სკეროვას (პ/ნ:28001060617), ლამან ასკაროვას (პ/ნ:28001111351) და მულკადარ ასკეროვის (პ/ნ: 644106516) საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია-გეურარხში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 1410 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N83.14.04.566 სრულად), მასზე არსებულ შენობა-ნაგებობზე (ღობე), მრავალწლიან ნარგავებზე და ერთწლიან კულტურაზე.
1.3 ელდარ მამედოვის (პ/ნ: 28001024661) საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში, 1-ლი ქუჩის II ჩიხი, №6-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 5 120 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N83.14.04.469 სრულად), მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე, შენობა-ნაგებობებზე, ღობეზე და სხვა აქტივებზე.
1.4 კამრან ბაირამოვის (პ/ნ: №28001105620) საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახლოლალოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების – 3 140 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.14.22.963) ნაწილზე, 1351 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე.
1.5 შპს „ჯეოაგროტექის“ (ს/ნ 406334630) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზკენდში, 22-ე ქუჩა №1-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 239 542 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 83.03.44.078) ნაწილზე - 23 798 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე არსებულ შენობაზე, სათბურზე და სხვა აქტივებზე.
1.6 აინურა მუმუშოვას (პ/ნ: 28001050915), ამირხან მიმიშოვის (პ/ნ: 28001051283), ელიანურა მუმუშოვას (პ/ნ: 28001089848), ზამინ მუმუშოვის (პ/ნ: 28001026021) და ზოხრა მუმუშოვას (პ/ნ: 28001051433) თანასაკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო სარალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 1 550 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.09.24.915) ნაწილზე – 171 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე არსებულ შენობა-ნაგებობზე და მრავალწლიანი ნარგავებზე.
1.7 დურსუნ მამედოვის (პ/ნ: 28001015189) საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ კიროვკაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3900 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.14.04.623) ნაწილზე – 2 982 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე და შენობა-ნაგებობებზე.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი