ქალაქ თბილისის მერიის საბინაო მშენებლობაში მოწილე საწარმოთა, ორგანიზაციათა, დაწესებულებათა კუთვნილი საბინაო ფონდის დავალიანების 2000 წლამდე განვადების შესახებ
მიღების თარიღი 23.06.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №666
სარეგისტრაციო კოდი 000000130.02(0).000.000356 3
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 6, 30/06/1992
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.06.1992 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მერიის საბინაო მშენებლობაში მოწილე საწარმოთა, ორგანიზაციათა, დაწესებულებათა კუთვნილი საბინაო ფონდის დავალიანების 2000 წლამდე განვადების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის
მთავრობის
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №666
1992 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მერიის საბინაო მშენებლობაში მოწილე საწარმოთა, ორგანიზაციათა, დაწესებულებათა კუთვნილი საბინაო ფონდის დავალიანების 2000 წლამდე განვადების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ა დ გ ე ნ ს:
1. 1992 და შემდგომ წლებში საბინაო მშენებლობის მოცულობათა შემცირების გამო მიღებულ იქნეს ქალაქ თბილისის მერიის წინადადება მოწილე ორგანიზაციებისათვის საბინაო ფონდის რიცხული დავალიანების 2000 წლამდე განვადების შესახებ.
2. მოწილეობის წესით გადაცემული სახსრების საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის დაბრუნება განვადდეს 2000 წლამდე.
3. დაევალოთ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს გამოუყონ ქალაქ თბილისის მერიას 2001 წლიდან ყოველწლიურად მიზნობრივი დანიშნულებით სახსრები საწარმოთა, ორგანიზაციათა და დაწესებულებათა რიცხული დავალიანების გასასტუმრებლად.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარის - პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველის
მოვალეობის შემსრულებელი გ. ბერიძე