სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ჯიხას პირველი ქუჩის მე-5 ჩიხის სახელის გადარქმევის თაობაზე
მიღების თარიღი 27.08.2025
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-41. 41252395
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.108.016031
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 04/09/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.08.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო - ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ მუხურის უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ საგაბესკირიოს უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ მეორე ნოსირის
უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გახომელაში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ლეგოგინეს უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ჯიხას პირველი ქუჩის მე-5 ჩიხის სახელის გადარქმევის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება № გ-41.41252395
2025 წლის 27 აგვისტო
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ჯიხას პირველი ქუჩის მე-5 ჩიხის სახელის გადარქმევის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე პირველი და მე-2 პუნქტების „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 პუქტის „ე“ ქვეპუნქტის, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ფრაქცია „ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თვმჯდომარის მოადგილის შაქრო კოკაიას 2025 წლის 24 მარტის №41-41250834 მომართვისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 ივლისის №46 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო
განკარგულება:
1. სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ჯიხას პირველი ქუჩის მე-5 ჩიხს ეწოდოს სოხუმის ჩიხი (ორთოფოტო თან ერთვის).
2. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, ცნობარების დამზადება, კორექტირება, და გავრცელება).
3. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გაუგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. სენაკი, შოთა რუსთაველის ქ. №247).
სენაკის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე საბა ოდიშარია