საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საწარმოს (ქვესაწარმოს, ფილიალის, წარმომადგენლობის) სახელმწიფო რეგისტრაციის წესის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №774 |
|
1992 წლის 30 ივლისი ქ. თბილისი |
1. დამტკიცდეს დებულება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საწარმოს (ქვესაწარმოს, ფილიალის, წარმომადგენლობის) სახელმწიფო რეგისტრაციის წესის შესახებ დანართის თანახმად.
2, დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს 20 დღის ვადაში შეიტანოს სათანადო ცვლილებები ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საწარმოს (ქვესაწარმოს, ფილიალის, წარმომადგენლობის) ერთიანი რეესტრის დოკუმენტთა წარმოების არსებულ წესში.
ვ, დაზუსტდეს (განმეორებითი სახელმწიფო რეგისტრაციის გზით) მიმდინარე წლის ბოლომდე იმ საწარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონით გაუთვალისწინებელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. საწარმოები, რომლებიც განმეორებით ტარდებიან სახელმწიფო რეგისტრაციაში ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის დაზუსტების და კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განთავისუფლდნენ სარეგისტრაციო გადასახადისაგან.
4. აიკრძალოს ახლადშექმნილ საწარმოთა რეგისტრაცია იმ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, რომელიც არ არის გათვალისწინებული, საქართველოს რესპუბლიკის კანონით 'სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ".
5. გაუქმებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრი კაბინეტის 1991 წლის 28 ნოემბრის დადგენილება N9 საქართველოს და უცხოეთის ორგანიზაციების, ფორმებისა და მმართველობის ორგანოების მონაწილეობით საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილი ერთობლივი საწარმოების, მათი ფილიალების რეგისტრაციის და დაბეგვრის წესის შესახებ“ ,
6. ეს დადგენილება ძალაში შედის 1992 წლის 30 ივლისიდან.
7. ეს დადგენილება და თანდართული დებულება გამოქვეყნდეს პრესაში.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის -
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი გ. ბერიძე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საწარმოს (ქვესაწარმოს, ფილიალის, წარმომადგენლობის) სახელმწიფო რეგისტრაციის წესის შესახებ
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოს (ქვესაწარმოს, ფილიალის, წარმომადგენლობის) რეგისტრაციის წესს.
2. რეგისტრაციას ექვემდებარება ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო (ქვესაწარმო, ფილიალი, წარმომადგენლობა), რომელიც იქმნება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
3. საწარმოს (ქვესაწარმოს, ფილიალს, წარმომადგენლობას) ეკრძალება რაიმე სახის სამეურნეო გარიგების ან ხელშეკრულების დადება რეგისტრაციამდე.
4. საწარმოს (ქვესაწარმოს ფილიალის, წარმომადგენლობის) რეგისტრაცია წარმოებს მისი ადგილმდებარეობის მიხედვით შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში (რაიონის, რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქების, ქალაქის რაიონის გამგეობაში).
5. საწარმო (ქვესაწარმო, ფილიალი, წარმომადგენლობა), რომლის საწესდებო ფონდი ნაწილობრივ ან მთლიანად ყალიბდება სახელმწიფო (მუნიციპალური) ქონების ხარჯზე, რეგისტრაციაში ტარდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოში მისი ადგილმდებარეობის მიხედვით (რაიონის, რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის, ქალაქის რაიონის გამგეობაში), სახელმწიფო (მუნიციპალური) ქონების მესაკუთრის ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით. თუ სახელმწიფო ქონების ფლობისა და განკარგვის უფლება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით გადაცემული აქვს არა სახელმწიფო ქონების მართვის სახელმწიფო კომიტეტს, არამედ სახელმწიფო მმართველობის სხვა ორგანოს, მაშინ საწარმოს რეგისტრაცია ხდება ამ ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ქონების მართვის სახელმწიფო კომიტეტთან შეთანხმებით.
6. საწარმო (ქვესაწარმო, ფილიალი, წარმომადგენლობა), რომლის საწესდებო ფონდი ნაწილობრივ ან მთლიანად ყალიბდება უცხოელი ინვესტორის ქონების ხარჯზე, რეგისტრაციაში ტარდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოში (რაიონის, რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის, ქალაქის რაიონის გამგეობაში) მისი ადგილმდებარეობის მიხედვით.
7. საბანკო-საკრედიტო დაწესებულება (მათ შორის ერთობლივი ბანკი, რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული საბანკო-საკრედიტო დაწესებულების ფილიალი) რეგისტრაციაში ტარდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.
8. სადაზღვევო ორგანიზაცია, სასაქონლო, საფონდო და სავალუტო ბირჟა რეგისტრაციაში ტარდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოში (რაიონის, რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის, ქალაქის რაიონის გამგეობაში) მისი ადგილმდებარეობის მიხედვით.
პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები რეგისტრაციაში ტარდებიან „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული წესით.
9. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საწარმოს რეგისტრაცია ხდება მისი დამფუძნებლის (დამფუძნებლების) ან საინიციატივო ჯგუფის წერილობითი განცხადების (მიმართვის) საფუძველზე, რომელიც წარედგინება შესაბამის ორგანოს არა უგვიანეს 30 დღისა დამფუძნებელი კრების ჩატარების ან გადაწყვეტილების მიღების (თუ დამფუძნებელი ერთი იურიდიული ან ფიზიკური პირია) შემდეგ.
10. რეგისტრაციის განცხადებას (მიმართვას) თან ერთვის:
- საწარმოს დამფუძნებელი კრების ოქმი, ან დამფუძნებელი ხელშეკრულების ასლი, დამოწმებული სანოტარო წესით. იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს ჰყავს ერთი დამფუძნებელი, დამფუძნებელი ოქმი ან დამფუძნებელთა ხელშეკრულება არ დგება;
- სანოტარო წესით დამოწმებული საწარმოს წესდების ასლი;
- დამფუძნებელ იურიდიულ პირთა სია შენატანების მითითებით, რომელიც დამოწმებულია ხელმოწერებითა და ბეჭდებით;
- ცნობა საწარმოს ადგილმდებარეობის შესახებ;
- სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის ქვითარი;
- მე-5 მუხლში გათვალისწინებული საწარმოსათვის - სახელმწიფო
(მუნიციპალური) ქონების მესაკუთრის ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება. თუ სახელმწიფო ქონების ფლობისა და განკარგვის უფლება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით გადაცემული აქვს არა სახელმწიფო ქონების მართვის სახელმწიფო კომიტეტს, არამედ სახელმწიფო მმართველობის სხვა ორგანოს, მაშინ წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ქონების მართვის სახელმწიფო კომიტეტთან შეთანხმების დამადასტურებელი საბუთი.
11. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე წარმომადგენლობის, ქვესაწარმოს ან ფილიალის რეგისტრაციისათვის საჭიროა დამფუძნებლის განცხადება (მიმართვა) გადაწყვეტილება ქვესაწარმოს (ფილიალის, წარმომადგენლობის) შექმნის შესახებ. ცნობა მისი ადგილმდებარეობის შესახებ, მის მიერ დამტკიცებული ქვესაწარმოს (ფილიალის, წარმომადგენლობის) დებულება, ბრძანება ქვესაწარმოს (ფილიალის, წარმომადგენლობის) ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ და სარეგისტრაციო გადასახადის გადახდის ქვითარი, სახელმწიფო ქონების ხარჯზე შექმნილი საწარმოს ფილიალის (ქვესაწარმოს, წარმომადგენლობის) რეგისტრაციისათვის საჭიროა დამატებით წარდგენილ იქნეს სახელმწიფო (მუნიციპალური) ქონების მესაკუთრის ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება. თუ სახელმწიფო ქონების ფლობისა და განკარგვის უფლება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით გადაცემული აქვს არა სახელმწიფო ქონების მართვის სახელმწიფო კომიტეტს, არამედ სახელმწიფო მმართველობის სხვა ორგანოს, მაშინ წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ქონების მართვის სახელმწიფო კომიტეტთან შეთანხმების დამადასტურებელი საბუთი.
12. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოს (ფილიალის, წარმომადგენლობის, ქვესაწარმოს) რეგისტრაციისათვის, რომლის საწესდებო ფონდი ნაწილობრივ ან მთლიანად ყალიბდება უცხოელი ინვესტორის ქონების ხარჯზე, საჭიროა შემდეგი სახის დოკუმენტების წარდგენა:
ა) საწარმოებისათვის, რომელთა საწესდებო ფონდი ნაწილობრივ ეკუთვნის უცხოელ ინვესტორს;
- დამფუძნებლების წერილობითი განცხადება (მიმართვა);
- სანოტარო წესით დამოწმებული დამფუძნებელი ხელშეკრულების
ასლი;
- სანოტარო წესით დამოწმებული საწარმოს წესდების ასლი;
- ცნობა საწარმოს ადგილმდებარეობის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის მხრიდან მონაწილე დამფუძნებლის (დამფუძნებელთა) სანოტარო წესით დამოწმებული დამფუძნებელი დოკუმენტები. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს რესპუბლიკის მხრიდან. მონაწილე დამფუძნებელი (დამფუძნებლები) არის კერძო პირი, მაშინ აღნიშნული დამფუძნებელი დოკუმენტების წარდგენა არ ხდება;
- უცხოელი ინვესტორისაგან გადახდის უნარიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები გაცემული მომსახურე ბანკის მიერ (ნათარგმნი ქართულ ენაზე და დამოწმებული სანოტარო წესით), ამონაწერი შესაბამისი ქვეყნის სავაჭრო რეესტრიდან ან სხვა ექვივალენტური დოკუმენტებიდან, რომელიც ადასტურებს უცხოელი ინვესტორის იურიდიულ სტატუსს (ნათარგმნი ქართულ ენაზე და დამოწმებული სანოტარო წესით). თუ უცხოელი ინვესტორი არის კერძო პირი, მაშინ რეგისტრაციისათვის უცხო ქვეყნის სავაჭრო რეესტრიდან ამონაწერის წარდგენა არ ხდება.
ბ) საწარმოებისათვის, რომელთა საწესდებო ფონდი მთლიანად ეკუთვნის უცხოელ ინვესტორს;
- უცხოელი ინვესტორის განცხადება რეგისტრაციის შესახებ;
- სანოტარო წესით დამოწმებული საწარმოს წესდების ასლი;
- სანოტარო წესით დამოწმებული დამფუძნებელი ხელშეკრულების ასლი (თუ კი საწარმოს აფუძნებს რამდენიმე უცხოელი ინვესტორი;
- ცნობა საწარმოს ადგილმდებარეობის შესახებ";
- გადახდისუნარიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები, გაცემული მომსახურება ბანკის მიერ (ნათარგმნი - ქართულ ენაზე და დამოწმებული სანოტარო წესით);
- ამონაწერი შესაბამისი ქვეყნის სავაჭრო რეესტრიდან ან სხვა ექვივალენტური დოკუმენტიდან, რომელიც ადასტურებს უცხოელი ინვესტორის იურიდიული სტატუსს (ნათარგმნი ქართულ ენაზე და დამოწმებული სანოტარო წესით). თუ უცხოელი ინვესტორი არის კერძო პირი, მაშინ რეგისტრაციისათვის უცხო ქვეყნის სავაჭრო რეესტრიდან ამონაწერის წარდგენა არ ხდება.
გ) უცხოელ იურიდიულ პირთა ფილიალებისათვის (ქვესაწარმოებისათვის, წარმომადგენლობისათვის) და იმ საწარმოთა ფილიალებისათვის (ქვესაწარმოებისათვის, წარმომადგენლობისათვის), რომელთა საწესდებო ფონდი ნაწილობრივ წარმოადგენს უცხოელი ინვესტორის საკუთრებას;
- ფილიალის (წარმომადგენლობის, ქვესაწარმოს) დამფუძნებელი სა-წარმოს ხელმძღვანელის განცხადება (მიმართვა) რეგისტრაციის შესახებ;
- სანოტარო წესით დამოწმებული დამფუძნებლის გადაწყვეტილება ფილიალის (წარმომადგენლობის, ქვესაწარმოს) შექმნის შესახებ;
- სანოტარო წესით დამოწმებული დებულება ფილიალის (წარმომადგენლობის, ქვესაწარმოს) შესახებ;
- ცნობა ფილიალის (წარმომადგენლობის, ქვესაწარმოს) ადგილმდებარეობის შესახებ
- სანოტარო წესით დამოწმებული ფილიალის (ქვესაწარმოს, წარმომადგენლობის), დამფუძნებელი საწარმოს დამფუძნებელი დოკუმენტები (თუ დამფუძნებელი საწარმო საქართველოს რესპუბლიკაში არის რეგისტრირებული);
- უცხოელი იურიდიული პირისაგან - გადახდის უნარიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები, გაცემული მომსახურე ბანკის მიერ (ნათარგმნი ქართულ ენაზე და დამოწმებული სანოტარო წესით); ამონაწერი შესაბამისი ქვეყნის სავაჭრო რეესტრიდან ან სხვა ექვივალენტური დოკუმენტიდან, რომელიც ადასტურებს უცხოელი ინვესტორის იურიდიული სტატუსს (ნათარგმნი ქართულ ენაზე და დამოწმებული სანოტარო წესით), თუ უცხოელი ინვესტორი არის კერძო პირი, მაშინ უცხო ქვეყნის სავაჭრო რეესტრიდან ამონაწერის წარდგენა არ ხდება.
13. რეგისტრაციისათვის სხვა დამატებითი საბუთების მოთხოვნა დაუშვებელია გარდა საბანკო-საკრედიტო დაწესებულების რეგისტრაციისათვის კანონით დადგენილი დამატებითი დოკუმენტებისა.
14. გადაწყვეტილება რეგისტრაციაში გატარების ან არ გატარების შესახებ მიღებული უნდა იქნეს ყველა საჭირო დოკუმენტების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
რეგისტრაციაზე უარის თქმა ან მისი შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დამფუძნებელი დოკუმენტები არ შეესატყვისება საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედ კანონმდებლობას. რეგისტრაციაში გატარების უარის თქმის თაობაზე განმცხადებელს ეცნობება არაუგვიანეს 3 დღის განმავლობაში, რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში საწარმოს უფლება აქვს გაასაჩივროს გადაწყვეტილება ზემდგომ ორგანოში ან სასამართლოში.
15. საწესდებო ფონდის მქონე საწარმო (ქვესაწარმო, ფილიალი, წარმომადგენლობა) ვალდებულია რეგისტრაციის შემდეგ 30 დღის განმავლობაში წარუდგინოს შესაბამის ორგანოს ცნობა სახსრებით საწესდებო ფონდის 50 პროცენტის შევსების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგისტრაცია ითვლება ბათილად.
რეგისტრირებულ საწარმოებზე (ქვესაწარმოზე, ფილიალზე, წარმომადგენლობაზე) გაიცემა დროებითი მოწმობა რეგისტრაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც საბანკო-საკრედიტო დაწესებულებაში ხსნიან სპეციალურ ანგარიშებს სახსრების აკუმულაციისათვის.
საწესდებო ფონდის 50 პროცენტით შევსების ცნობის წარდგენის შემდეგ დროებითი მოწმობა შეიცვლება რეგისტრაციის მუდმივი მოწმობით.
საწესდებო ფონდის მქონე საწარმოს (ქვესაწარმოს, ფილიალს, წარმომადგენლობას) სამეურნეო საქმიანობის უფლება ეძლევა მხოლოდ რეგისტრაციის მუდმივი მოწმობის მიღების შემდეგ.
16. სარეგისტრაციო გადასახადი ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოსათვის (ქვესაწარმოსათვის, წარმომადგენლობისათვის, ფილიალისათვის), რომელსაც არა აქვს საწესდებო ფონდი, შეადგენს 1000 მანეთს.
საწესდებო ფონდის მქონე საწარმოსათვის (ქვესაწარმოსათვის, ფილიალისათვის, წარმომადგენლობისათვის), საბანკო-საკრედიტო დაწესებულებისათვის, სადაზღვევო ორგანიზაციისათვის, სასაქონლო, საფონდო და სავალუტო ბირჟისათვის სარეგისტრაციო გადასახადი შეადგენს 1500 მანეთს.
წესდებაში და სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანისას სარეგისტრაციო გადასახადი შეადგენს რეგისტრაციისათვის დაწესებული განაკვეთის 30 პროცენტს.
ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ რეგისტრირებული საწარმოს (ფილიალს, ქვესაწარმოს, წარმომადგენლობას) სარეგისტრაციო გადასახადი შეაქვთ ადგილობრივ ბიუჯეტში, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში რესპუბლიკურ ბიუჯეტში.
რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში სარეგისტრაციო გადასახადი სრული ოდენობით უბრუნდებათ დამფუძნებელს.
17. ორგანო, რომელიც რეგისტრაციაში გაატარებს საწარმოს (ქვესაწარმოს, წარმომადგენლობას, ფილიალს) ვალდებულია 15 დღის ვადაში წარუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ცნობა მისი სახელწოდების, ადგილმდებარეობის, შექმნის მიზნის, საქმიანობის ძირითადი სახეების, საწესდებო ფონდის (თუ არსებობს) და დამფუძნებელთა მოქალაქეობის შესახებ (თუ დამფუძნებლები ფიზიკური პირები არიან) სახელმწიფო რეესტრში გასატარებლად.
საწარმოს (ქვესაწარმოს, წარმომადგენლობის, ფილიალის) ლიკვიდაციის შემთხვევაში ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან რა უგვიანეს 10 დღისა მარეგისტრირებელი ორგანო აუქმებს სახელმწიფო, რეგისტრაციას და ამის შესახებ 15 დღის ვადაში აცნობებს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო რეესტრიდან ამოსაღებად, საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო რეესტრში გატარების ან რეესტრიდან ამოღების შემდეგ არა უგვიანეს 5 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ შესაბამის საგადასახადო ინსპექციას, რომელიც აკონტროლებს ბიუჯეტთან საწარმოს (ქვესაწარმოს, წარმომადგენლობის, ფილიალის) ანგარიშსწორებას.
18. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო კვარტალში ერთხელ აქვეყნებს ოფიციალურ სახელმწიფო რეესტრს რეგისტრირებული და ლიკვიდირებული საწარმოს (ქვესაწარმოს, წარმომადგენლობის, ფილიალის) შესახებ.
19. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საწარმო (ქვესაწარმო, წარმომადგენლობა, ფილიალი) ვალდებულია აცნობოს მარეგისტრირებელ ორგანოს წესდებაში ცვლილებათა შეტანის შესახებ 15 დღის განმავლობაში გადაწყვეტილების მიღების დღიდან, ნებისმიერი სახის ცვლილება საწარმოს (ქვესაწარმოს, წარმომადგენლობის, ფილიალის) წესდებაში ძალაში შედის მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დამტკიცების შემდეგ.